"მინდა გაგანდოთ იაპონიისა და სამოას სამწვრთნელო შტაბის ნააზრევი, რომელიც მათგან მატჩის შემდეგ მოვისმინე..."
საქართველოს ნაკრებმა წლევანდელი სეზონი ნოემბრის ტესტებით დაასრულა. რაგბის კავშირის ვებგვერდზე rugby.ge გამოქვეყნდა "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელი თავკაცის, მილტონ ჰეიგის მონოლოგი. გთავაზობთ ამონარიდებს ამ პუბლიკაციიდან. "ლელოს" ვრცელ ინტერვიუს ჰეიგთან, სავარაუდოდ, პარასკევის ნომერში შემოგთავაზებთ.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]

- საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]

- საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]

"2016 წელი, რომლის განმავლობაშიც რვა თამაში მოვიგეთ, ერთი ფრედ დავასრულეთ და ორში დავმარცხდით, ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. თუნდაც იმიტომ, რომ პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ივნისში სამხრეთში გავემგზავრეთ და ოკეანეთის ტურნედან ძალიან კარგი შედეგით დავბრუნდით.

სამწუხაროდ, ნოემბერში ვერ ვაჩვენეთ ის, რასაც რეალურად წარმოვადგენთ. პირველ მატჩში იაპონიის დამარცხება რომ მოგვეხერხებინა, რასაც თამაშის სტატისტიკური მონაცემებით ნამდვილად ვიმსახურებდით, მერე შოტლანდიასაც სხვა შემართებით შევერკინებოდით და ნოემბრის ტესტებს დადებითი ბალანსით დავასრულებდით.

მოკლედ, ნოემბრით იმედგაცრუებულები ვართ - ვერ მივიღეთ ის, რასაც ველოდით და ამან ჩვენს წინა მიღწევებს ოდნავ ჩრდილი მიაყენა...

ზრდის დიაგრამა რომ ავიღოთ, მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი აღმასვლა გვქონდა. სამწუხაროდ, ნოემბერში ეს ზრდა შეჩერდა და დიაგრამამ ოდნავ ქვევით დაიწია, ოღონდ ოდნავ და არა იმ დონით, რა დონითაც გაიზარდა. წელი ისე ვერ დავაგვირგვინეთ, როგორც გვსურდა, თუმცა მთლიანობაში ის წარმატებული იყო...

სიმართლე რომ ვთქვათ, გამოსაცდელი ბევრი არავინ იყო. ეროვნული გუნდის კვართით თამაში დიდი პატივია და ამას დამსახურება უნდა. მოთამაშე უნდა იყოს გამორჩეულად კარგი, აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას და ნაკრებში თამაშს იმსახურებდეს. სხვაგვარად მისი მიწვევის აზრს ვერ ვხედავ...

მომავალ ერთა თასზე სიტუაცია შეიცვლება და გაფართოებულ შემადგენლობაში ახალი სახეები იქნებიან, თუმცა ახლა ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ. შეიძლება იყოს 5 ან 10 ახალგაზრდა მორაგბე, რომლებსაც მიეცემათ შანსი...

მწვრთნელებსა და მოთამაშეებს ნოემბრის ტესტებზე სულ სხვა გეგმები გვქონდა. ჩვენ გვესმის გულშემატკივრების, რადგან მოლოდინი ვერც საკუთარი თავის წინაშე გავამართლეთ. გვქონდა იმედი, რომ კარგი თამაშით პირველ ორ შეხვედრას მოვიგებდით და თუ დასკვნით დღეს შოტლანდიას "ცუდი" დღე ექნებოდა, მეტოქეს ბოლო წუთამდე დაძაბულობაში ვამყოფებდით. მაგრამ ეს არ გამოგვივიდა და ამას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს.

მინდა აღვნიშნო, რომ საორგანიზაციო კუთხით ნაკრებს საუკეთესო მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. ასეთი კარგი პირობები არასდროს ყოფილა და სამწვრთნელო შტაბს და ბიჭებს ასეთი ნაყოფიერი სამუშაო აქამდე არასდროს ჩაგვიტარებია, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა.

იაპონიასთან მარცხის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. წაგება მძიმე გადასატანი იყო, რადგან მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ, გარდა საბოლოო ანგარიშისა. იაპონიამ იმითაც მოგვიგო, რომ ერთი კვირით ადრე არგენტინასთან ითამაშა და ჩვენზე უკეთ იყო ორგანიზებული. თანაბარი დონის გუნდების შეხვედრისას ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს..

ნოემბრის სამ მატჩში ჯამში 11 ლელო მივიღეთ და აქედან 10 ორ წაგებულ შეხვედრაში. ეს იყო ინდივიდუალური შეცდომების შედეგი და ამავდროულად, ახალმა სისტემამაც ვერ იმუშავა. იაპონია იმ სტილის გუნდია, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ბევრი ლელო გააქვს. მან 20 ქულა გააკეთა არგენტინასთან და 30 უელსთან.

რაც შეეხება დღევანდელ შოტლანდიას, ის შეტევაში ძალიან კარგია. სტიუარტ ჰოგი საუკეთესო თუ არაა, თავის პოზიციაზე მოწინავე ხუთეულში ნამდვილადაა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნოემბერში ბევრად უკეთეს გუნდებს ვეთამაშეთ, ვიდრე ივნისში და ლელოთა სიმრავლე ამანაც განაპირობა.

ეს ადრეც აღმინიშნავს საჯაროდ, რომ როდესაც სახლში ვთამაშობთ... უბრალოდ ვიტყვი - მსოფლიოში საუკეთესო ქომაგი გვყავს!

მინდა გაგანდოთ იაპონიისა და სამოას სამწვრთნელო შტაბის ნააზრევი, რომელიც მათგან მატჩის შემდეგ მოვისმინე - არც მოგებული და არც წაგებული თამაშის შემდეგ არასდროს გვინახავს, მაყურებელი სტადიონზე რჩებოდეს და საპატიო წრისას გუნდს ასე გულანთებულად უხდიდეს მადლობას. ჩვენთან ასე არ ხდება, განსაკუთრებით, წაგებული მატჩის შემდეგ - მოიხედავ და სტადიონი ცარიელიაო.

საქართველოში კი, მარცხის შემდეგაც სათითაოდ ყველა ჩვენგანი გრძნობს თითოეული ქომაგის თანადგომას - ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ!"

რაგბის კავშირის პრესსამსახური

vaifexburTelebo
ეუუჰ არ ჩამოთვალა დენიკინის დროინდელი ფეხბურთელები? ბარემ ისიც დაგეწერა დიდგორის ბრძოლა გვაქ მოგებულიო. რაღა დროს ძოძუაშვილის და ხურცილავას ფეხბურთელობაა. ეგ საბჭოთა კავშირის დროს იყო და დღეს ფეხბურთის რესურსი არ გვაქვს. არც მოთამაშის შენახვის და არც ფეხბურთელის აღზრდის. რონალდომ დინამოში რო უხელფასოდ ითამაშოს, მარტო ექიმებს და აღდგენის პროცესს ვერ გავქაჩავთ. ფეხბურთელის გაზრდა კიდე გამორიცხულია რადგან ჭ კლასის ფეხბურთელებში თამაშით ისევ ჭ კლასისას გავზრდით. ასე რო დაანებეთ ფეხბურთის დაფინანსებას თავი
დათოს
დათო რატო ასეთი განწყობა? მასე რომ ავიღოთ კალათბურთი უნდა გაუქმდეს სულ, რადგან ამერიკა ყველას უგებს და მსოფლიო ნაკრებსაც მოუგებს, ევროპაშიც სულ სერბები, ესპანელები, ლიტველები, ბოლოს უკვე ფრანგები დომინორებენ ანუ ჩვენ არ უნდა ვითამაშოტ კალათბურთი??? რაგბს აქვს დიდი წარმატება თან მოკლე დროში 10-15 წლის წინ 20ულთან ვიყავით (კანადა, რუმინეთი, აშშ, ტონგა, სამოა, ფიჯი, ეს გუნდები გვჯობდნენ დღეს კიდე ჩვენ ვჯობივართ!) ეხლა 10ულთან ვართ და ღმერმა ქნას კიდევ 10 წლის მერე 10ულში ვიქნებით! და ეს არ არის წარმატება?????
me
რეალი დორტმუნდი, რომ გაქვს ქართველ კაცს საფიცარი მატჩი იმიტომ გვირცევნია რაგბი ფეხბურთს. უბრალოდ წესები არ იცი და არ უყურებ, თორემ მალე ნახავ რაგბი მსოფლიოში უფრო მეტ მაყურებელს მოაგროვებს ვიდრე ფეხბურთი, თუნდაც იმიტომ, რომ ფიფასნაირი ორგანიზაცია არ ყავს და ყველაფერს ფული არ განსაზვრავს. 5 მილიონიანი ერი მსოფლიოში საუკეთესოა!
არ ვჩხუბობთ:)
უბრალოდ აკნინებდა რაგბისტების მიღწევას და უესლთან ნიჩიას ადარებს რაგბისტების წარმატებებს :)))) მე ვთქვი ამჟამად რომელი ფეხბურთელია საუკეთესოებს შორის თქო!!! (არავინ) თორე ადრე ყოველთვის საუკეთესოები გვყავდა!
ika
გუშინდელი რეალი დორტმუნდის შემდეგ რაგბს როგორ უნდა უყუროთ კარგით რააა,ღადაობ
dato
ამიხსენით ვინმემ ასეთი რა მიღწევა გაქვთ რაგბში მართლა 20 გუნდი თამაშობს პროფესიონალურ დონეზე აქედა /ზელანდია ავსტრალია სამხრეთ აფრიკა არგენტინა ინგლისი საფრაენგეთი შოტლანდია უელსი და ირლანდია რომლებიც მართლა რამეს წარმოადგენენ დანარჩენები საერთოდ სათვალავშიც არ უნდა შეიყვანო,ძალიან დიდი უფსკრულია ჩამოთვლილ 9 გუნდსა და დანარჩენებს შორის.
gio-s
არა რა უნდა გიწყინოთ DD, უბრალოდ ეს ბოღმიანობა ვერ გამიგია ჯინიზა დააკნინო ხალხის შრომა.
vato
საქართველოს რაგბის ნაკრები არის სამაგალითო და საქართველოს ერთ ერთი ძალიან ნათელი წერტილი. ეს აქსიომაა! წავაგებთ თუ მოვიგებთ ყოველთვის ვამაყობ ამ ხალხით.
gio
რა უბედურებაა ეს რაგბისტების და ფეხბურთელების ომი? ეს ორივე ჩვენი ქვეყნის ნაკრებია, რა ყველაფერში ერთმანეთს უნდა ვჭამდეთ? პირიქით კარგი უნდა ავიღოთ ერთმანეთისგან. აი დღეს რაგბიში ჯანსაღი მდგომარეობაა, ფეხბურთი კი ფულისტი ხალხითაა სავსე. კარგი იქნება თუ დღეანდელი ქართული ფეხბურთი რაგბიდან ბევრ რამეს ისწავლის. მე პირადად ორივე სპორტი მაგრად მომწონს, მაგრამ ფეხბურთი მაინც უფრო ჩემია (რაგბისტები ნუ მიწყენთ DD)
ფეხბურთის გულშემატკივრებს
ძალიან ცუდია იმათი განწყობა, ვისაც ფეხბურთი რაგბის გირჩევნიათ. ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ ნუ აკრიტიკებთ მსოფლიოს მე-12 გუნდს შოტლანდიასთან წაგების გამო. რაგბის დონე დროთა განმავლობაში იზრდება და ეს თვალში საცემია. საერთოდ ამ ორი სპორტის შედარებაც არასწორია
misha
რეგბისტები ისეთ დონეზე არიან მადლობის მეტი რა გვეთქმის უბრალ უკანა ხაზელებს ცოტა მეტი ფიზიკური ვარჯიში უნდათ და მალე მაგასაც მიცაღწევთ.მელტონ ჰეიგი კი არის კაცი ლეგენდა მადლობა ამ კაცს ქართველი ხალხისგან
giga
ბოღმიანებმა წადით და ფეხბურთის თამაში რო იქნება იქ აფრქვიეთ თქვენი ბოღმა.
FEXBURTSI VARSKVLAVEBI AR GVKOLIAO:):):):)
EURO 72 - ის სომბოლური ნაკრები (Official, UEFA) 1. ევგენი რუდაკოვი – "დინამო" კიევი 2.რევაზ ძოძუაშვილი – "დინამო" თბილისი 3.ფრანც ბეკენბაუერი – "ბაიერნი" მიუნხენი 4.პაულ ბრაიტნერი – "ბაიერნი" მიუნხენი 5.მურთაზ ხურცილავა – "დინამო" თბილისი 6.ული ჰიონესი – "ბაიერნი" მიუნხენი 7.გიუნტერ ნეტცერი – "ბორუსია" მიონხენგლადბახი 8.ჰერბერტ ვიმერი – "ბორუსია" მიონხენგლადბახი 9.რაულ ლამბერტი – "ბრიუგე" ბრიუგე 10.იუპ ჰაინკესი – "ბორუსია" მიონხენგლადბახი 11.გერდ მიულერი – "ბაიერნი" მიუნხენი
ზვიადის
მაგ ნაკრებმა მერე ალბანეთს ვერ მოუგო და ზოგადად ჩვენი ფეხბურთის ნაკრები მე-4 ეშელონშია, რაგბის ტოპ გუნდები გვჯობნიან მაგრამ არა ისე როგორც ადრე და ნელ ნელა დავეწევით. დამისახელე ერთი ქართველი ფეხბურთელი რომელიც თავის პოზიციაზე საუკეთესო ფებურთელებში შედის...... ქართველ რაგბისტები კი ბევრი გვყავს, რომლების მოფლიოს საუკეთსოებში არიან!!! ასე რომ ფეხბურთის და რაგბის ნაკრებებს ნუ შევადარებთ ერთმანეთს!!
მილტონ მაგარი კაცი ხარ!!!
ყველა ქართველმა მიბაძეთ ამ კაცს და აიღეთ ამ ადამიანიდან საუკეთოსო თვისებები!!! ასეთი შრომით აუცილებლად მოვა ის დრო რო თბილისში მოვუგებთ 6 ერის ბობოლებს! პ.ს. ისე იტალიას მგონია რო დღესაც მოვუგებთ :დ
ნოდოს
საერთოდ რაგბიში გადამწყვეტი უპირატესობა შერკინებაში და დერეფანში (აუტში) კარგი თამაშით მიიღწევა
რეზო
ძალა ერთობაშია :)
ზვიადი
აუ ამათ რო უელსთან (ფეხბურთში ხომ ევროპის ნახევარფინალი ითამაშა)გასვლაზე ტოლ-სწორად ეთამაშათ რას ააქაფებდნენ ყურებს?..რაგბი ჩვენი თამაშია მეორე ეშელონებთან და ნუ გაცხარდებით,პირველს რომ ვხვდებით,სირცხვილით სად დავიმალოთ არ ვიცით.იმიტომ რომ ძალიან უკან ვართ და თავს ვიტყუებთ
მარბიელი
ზოგადად 10-15 ნომრებია ჩვენი პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა ფრთებზე; 11 და 14 ნომრების მონაგარი და წილი გუნდურში ნახეთ რეიტინგის პირველ 9 გუნდში და შეადარეთ ჩვენსას 1,2, ან 3 კლუბი როგორმე უნდა დავაფინანსოთ და გავიყვანოთ ევრო თუ სხვა საკლუბო ტურნირებზე; ჩემი ღრმა რწმენით მხოლოდ ამ გზით გაიზრდება და გაძლიერდება უკანა (და წინაც) ხაზელები უფრო მოკლე, მაგრამ ნაკლებადმიმზიდველი გზაა ნატურალიზება; სხვა შემთხვევაში, ძლიერი მორკინალები უკლასო უკანა ხაზით დღევანდელზე უკეთეს შედეგს ვერ გააკეთებს
nodo
იმ თამაშის რა ვთქვი სადაც კარგი აუტია
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს