10 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ბრინჯაოს პლეი ოფის" ფინალური შეხვედრა გაიმართება

შაბათს, 10 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ბრინჯაოს პლეი ოფის" ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბათუმისა და თბილისის "დინამოები" დაუპირისპირდებიამ. თამაში 15:00 საათზე დაიწყება.

მოგეხსენებათ, ეს მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბოლო დღეების დიდთოვლობამ გეგმები შეცვალა და საბოლოოდ მისი "მიხეილ მესხზე" გამართვა გადაწყდა.

ბათუმისა და თბილისის "დინამოების" დაპირისპირებაში გაირკვევა როგორც გარდამავალი ჩემპიონატის მესამე პრიზიორის, ისე, ევროპალიგის საგზურის მფლობელი გუნდის ვინაობაც. "ბრინჯაოს პლეი ოფი" ერთმატჩიანია და, აქედან გამომდინარე, მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში დამატებითი დრო დაინიშნოს, ან კიდევ, პენალტების სერიაც ვიხილოთ...

მოკლედ, შაბათს მეტად საინტერესო მატჩი გველოდება, სადაც ერთმანეთს ძველი მეტოქეები დაუპირისპირდებიან და ერთ-ერთი მათგანიც, ბრინჯაოს მედლებთან ერთად, მომავალ წელს ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლებასაც მოიპოვებს...

10.12. თბილისი. მიხეილ მესხი 15:00

დინამო (ბთ)-დინამო (თბ)

49: +6 =8 -35, 44-104

საქართველოს ჩემპიონატების 26-წლიან ისტორიაში მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, როცა თბილისის "დინამომ" ჩემპიონატი პირველ სამეულში ვერ დაასრულა. ჰოდა, სწორედ მაშინ (2012 წელს) მოხდა პირველად, როცა თბილისის "დინამომ" ევროტურნირები გამოტოვა.

ამ შემთხვევაში ათვლის წერტილად 1993 წელს მივიჩნევთ, ანუ, იმ მომენტს, როცა ქართულ გუნდებს ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება მისცეს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენლებს.

და აი, ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მეორედ დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ კიდევ ერთხელ გამოტოვოს ევროტურნირები! ასე რომ არ მოხდეს, ამისთვის თბილისის "დინამომ" ყველა შემთხვევაში უნდა დაჯაბნოს ბათუმის "დინამო" - გუნდი, რომელიც, ბევრისთვის მოულოდნელად, გარდამავალი ჩემპიონატის განმავლობაში თავისი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ბათუმის "დინამომ" აბსოლუტურად დამსახურებულად დაიკავა "წითელ ჯგუფში" II ადგილი (მხოლოდ "სამტრედიას" ჩამორჩა) და ასევე დამსახურებულად არის გასული "ბრინჯაოს პლეი ოფის" ფინალშიც.

სხვათა შორის, ახლახან დასრულებულ გარდამავალ ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლი (5) სწორედ "ბრინჯაოს პლეი ოფის" ფინალისტებმა გაუშვეს, რაც ამ გუნდების უკანახაზელთა საიმედო თამაშზე მეტყველებს.

თუმცა, შაბათის მატჩში მხოლოდ თავდაცვა საკმარისი ვერ იქნება და იმედი გვაქვს ერთიანად გაახალგაზრდავებული თბილისის "დინამოც" და ბათუმის "დინამოც" სასურველი შედეგის მისაღწევად შემტევ ფეხბურთს შესთავაზებენ "მიხეილ მესხზე" შეკრებილ გულშემატკივრებს.

აქეთ ტიტულები, იქით სტაბილურობა

საქართველოს 16-გზის ჩემპიონი, 5-გზის ვერცხლისა და ასევე 5-გზის ბრინჯაოს პრიზიორი თბილისის "დინამო", როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ ერთხელ ვერ მოხვდა პირველ სამეულში. აი, ბათუმის "დინამოს" მონაგარი საქართველოს ჩემპიონატში კი ბევრად უფრო მოკრძალებულია: აჭარულმა გუნდმა მხოლოდ ორჯერ შეძლო ვერცხლის მედლების მოპოვება (1998, 2015 წლებში) და ერთხელაც - ბრინჯაოსი (1997 წელს).

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებას, თბილისის "დინამოს" უპირატესობა აშკარაა. თუმცა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ გუნდების სულ პირველი დაპირისპირება ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით (1990 წელს), ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა.

ბათუმის "დინამოს" იმ დროისთვის შოთა ჭეიშვილი მოძღვრავდა, რომლის ხელმძღვანელობითაც მოიპოვა კიდეც ამ გუნდმა თავის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ტიტული: 1998 წელს საქართველოს თასის ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა.

ასევე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა ბათუმის "დინამოს" სეზონის ბოლოს, სატურნირო ცხრილში უფრო მაღალი ადგილი ეკავა, ვიდრე თბილისის "დინამოს" - 2014/15 წლების სეზონი აჭარლებმა მეორე ადგილზე დაასრულეს, თბილისელებმა კი - მესამეზე.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელებს მაშინაც შოთა ჭეიშვილი წვრთნიდა, ხოლო მისი ყოფილი შეგირდი და გუნდის დღევანდელი მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი ასისტენტი გახლდათ. ამ საკითხზე შემთხვევით არ ვამახვილებთ ყურადღებას: ამ ბოლო წლებში, თბილისის "დინამოში" ხომ უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა კონკრეტული სეზონის განმავლობაში მთავარი მწვრთნელის... სამჯერ ჩანაცვლება?!.

ხომერიკის პირველი შანსი

თბილისის "დინამო" მშვენიერ ფორმაში ხვდება "ბრინჯაოს პლეი ოფს": ახალი თავკაცის, ვიაჩესლავ გროზნის ხელმძღვანელობით გუნდმა ბოლო ხუთ მატჩში ოთხი მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა, თანაც ამ ხუთ მატჩში გოლი არ გაუშვია!

გამოცდილ უკრაინელ სპეციალისტს, ვიაჩესლავ გროზნის თავის ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაერთხელ გაუყვანია გუნდი თასისა თუ პლეი ოფის გათამაშებაში. აი, მისი ახალგაზრდა ოპონენტი ლევან ხომერიკი კი პირველად არის ახლოს იმასთან, რომ მწვრთნელის რანგშიც მიაღწიოს წარმატებას. ჰო, ასეა: თბილისის "დინამოსთვის" მესამე ადგილი (და, შესაბამისად, ევროპალიგის საგზურის მოპოვება) პროგრამა-მინიმუმის შესრულებად უნდა მივიჩნიოთ (ან, კიდევ... წარუმატებლობად), ბათუმის "დინამოსთვის" კი აშკარად წარმატებული შედეგი უნდა იყოს.

ამაში კი, გუნდის თითოეულ ფეხბურთელთან ერთად, ლომის წილი მთავარ მწვრთნელს მიუძღვის. თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ ლევან ხომერიკს საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოში" აქვს გატარებული.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ლევან ხომერიკს საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის: ცნობილი ქართველი სტატისტიკოსის, რევაზ შენგელიას მიერ გამოცემული "ქართული ფეხბურთის ყოველწლიურ წიგნში" დაფიქსირებულია, რომ ლევან ხომერიკმა 197 მატჩში 132 გოლი გაიტანა.

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც მშვენიერი შედეგია და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ 1997/98 წლების სეზონში ლევან ხომერიკი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ისე, ტყუილად არ გვიხსენებია ის სეზონი: ჩემპიონატში თბილისის "დინამოს", ფაქტობრივად, არც ჰყოლია ღირსეული კონკურენტი და ისიც კარგად გვახსოვს, თუ როგორ "ეჯიბრებოდნენ" ერთმანეთს ჰეთთრიკებისა თუ დუბლის შესრულებაში გუნდის ლიდერები - დავით მუჯირი და ლევან ხომერიკი.

ჰოდა, არავის გაჰკვირვებია, მუჯირი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი რომ გახდა, ხომერიკი კი - საუკეთესო ბომბარდირი! აი, რაც შეეხება იმ სეზონის თასი გათამაშებას, სწორედ მაშინ გატყდა ნავსი და ბათუმის "დინამომ", როგორც იქნა, შეძლო (მეხუთე ცდაზე) მართლაც მარადიული სათასო მეტოქის დამარცხება. იმ საინტერესო ფინალში გამარჯვების მომტანი გოლი დავით ჭიჭვეიშვილმა მეორე დამატებითი ტაიმის ბოლო წუთზე გაიტანა...

მარადიული სათასო მეტოქეები

1993 წლიდან 1998 წლის ჩათვლით, თასის ფინალში მხოლოდ თბილისისა და ბათუმის "დინამო" გადიოდა; ერთადერთი გამონაკლისი იყო 1994 წლის გათამაშება, როცა "დაანონსებული" ფინალი ვერ შედგა: ბათუმის "დინამომ", საკუთარ მოედანზე პირველი ნახევარფინალური მატჩი 1:0 მოუგო რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე რუსთავის "მეტალურგს" და თავის მეორე ფინალისთვისაც ემზადებოდა.

თუმცა, 1994 წლის 14 აპრილს, რუსთავში ჩატარებულ საპასუხო მატჩში მასპინძლებმა იმძლავრეს და ძლიერი მეტოქეს დამატებით დროში აჯობეს (2:0); იმ დროისათვის "მეტალურგის" შემადგენლობაში ვარლამ და გიორგი კილასონიებისა და მეკარე სოსო გრიშიკაშვილის გარდა, უკვე წამყვან ფეხბურთელებად მიიჩნეოდნენ 17 წლის ლევან კობიაშვილი და 19 წლის გოგა გახოკიძე, ასევე უნდა აღვნიშნოთ უნივერსალი ფეხბურთელი გელა არჩვაძე, დღესდღეობით მთაწმინდის რაიონის გამგებელი გახლავთ. გოლები კი სტუმართა კარში 19 წლის სანდრო ბურნაძემ და 18 წლის კახა ალადაშვილმა გაიტანეს...

ერთი წლის მერე ეს გუნდები კვლავაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თასის ნახევარფინალში და ორრაუნდიანი დაპირისპირება ამჯერად უკვე ვალერიან ჩხარტიშვილის დამოძღვრილმა ბათუმის "დინამომ" მოიგო, მაგრამ, ისევე როგორც 1993 წელს, თასის ფინალი მაინც თბილისის "დინამომ" მოიგო (ერთადერთი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა).

იგივე გამეორდა 1996 და 1997 წლებში, როცა თბილისის "დინამო" მინიმალური სხვაობით ამარცხებდა ბათუმის "დინამოს" (1:0).

ისე, არაფერი გვითქვამს ამ გუნდების სულ პირველ ფინალზე, 1993 წელს რომ ჩატარდა და, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ფინალი იყო ამ გათამაშების ისტორიაში.

ეს მატჩი გივი ნოდიას დამოძღვრილმა თბილისის "დინამომ" 4:2 მოიგო, რევაზ არველაძემ დუბლი შეასრულა, შოთამ და არჩილმა თითო გოლი გაიტანეს, ბათუმელთაგან კი თავი გამოიჩინეს თეიმურაზ ტუღუშმა და ლევან ხომერიკმა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბესო72
პირდაპირი რეპორტაჟი არ იქნება ?
გიორგი
რატომ ტარდება ასეთი დონის შეხვედრა თბილისში და არა სხვა ქალაქში? თუ თოვლია მიზეზი მაშინ,იმასაც გეტყვით რომ,ქობულეთში არ თოვს,მაინტერესებს რატრომ სარგებლობს თბილისი დინამო ამხელა პრივილეგიით? სამარცხვინოა და მეტი არაფერი....
კახა ქირია
მე ერთი გამკვირვებია ბათუმი ოდითგან საფეხბურთო ქალაქი იყო და რატო არ ღებულობთ რაგაც ზომებს რომ ამდენი ხანია უსტადიონოდ რომ ხართ(გულშემატკივრებს ვგულისხმობ)რაგაც არ მახსენდება რო საპროტესტო აქციები მოგეწყოთ. ცოტა იაქტიურეთ...
ჯეკო
ბათუმელები ვამაყობთ თქვენით ბიჭებო, ბაზა თქვენ არ გაქვთ და სტადიონი, და მაინც იბრძვით და არ ნებდებით, გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო.
goga
pirvel righi minda warmateba usurvo batumis dinamos. guli ar gagitkdet bihebo dinamostan mainc ar gagamarjvebinebdnen.
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან: ერთი იდეოლოგია გვქონდა
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
თბილისის "დინამოს" დუბლები ლევან გვანცელაძეს ჩააბარეს
რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ლევან ხომერიკი ქართული გუნდების ევროშანსებზე
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა