ბათუმის "დინამო" გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
10 დეკემბერს საქართველოს XXVIII საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პრიზიორის ვინაობა გაირკვა ბათუმის "დინამომ" ბრინჯაოს მცირე ფინალში თბილისის "დინამო" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად, ევროპალიგის საგზური მოიპოვა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი თეიმურაზ შონიამ მე-16 წუთზე გაიტანა და ვიაჩესლავ გროზნის გუნდი ევროტურნირს მიღმა დატოვა. ასეთი რამ კი საქართველოს ჩემპიონატების 26-წლიან ისტორიაში მეორედ მოხდა - პირველად თბილისის "დინამომ" პირველ სამეულში ადგილი 2012 წელს ვერ მოიპოვა.

რაც შეეხება გამარჯვებულ ბათუმის "დინამოს", აჭარული გუნდი ისტორიაში ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი მეორედ გახდა. პირველად ეს 1997 წელს შეძლო, საუკეთესო შედეგი კი 1998 და 2015 წლებში ჰქონდა, როდესაც ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხომერიკის გაწვრთნილმა გუნდმა გარდამავალი ჩემპიონატის "წითელ ჯგუფში" გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა.

საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის მთავარი მატჩი კი 11 დეკემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია" დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი სამტრედიელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ბრინჯაოს მცირე ფინალი

10.12. თბილისი, "მიხეილ მესხი"

დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 1:0

გოლი: 1:0 შონია (16).

დინამო (ბთ): ტიმოფეევი, ტვილდიანი (90’ ვარშანიძე), გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, ფონიავა, ქავთარაძე (56’ გორელიშვილი), გეგეჭკორი (86’ თევდორაძე), ლობჯანიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

დინამო (თბ): რევიშვილი, ლოჩოშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, მიქელთაძე, ზარია, თევზაძე (57’ ნინუა), ჯიღაური (46’ ჩაკვეტაძე), ხუბუტია, ჭელიძე (46’ კობოური)

მთ. მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი

გაფრთხილება: 67’ ტვილდიანი (დინამო ბათუმი), 73’ ცინცაძე, 78’ ჩაკვეტაძე (ორივე დინამო თბილისი), 90’ თევდორაძე (დინამო ბათუმი).

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, ჯ. ხორავა, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი.

თბილისი
საინტერესოა როდემდე უნდა ვუყუროთ ესეთ მდგომარეობაში მყოფ თბილისის დინამოს. ეს კლუბი ყველას გვეკუთნის,მთელ საქართველოს.არავის არ აქვს იმის უფლება,ესე უპასუხისგებლოდ მართოს დინამო.თითქოს ამ კლუბის სახელსაა ამოფარებული მისი მართველი და ყოველთვის სხვაში ეძებს დამნაშავეს.
ჯიგარო
დინამოს კი ეკუთვნის არაბული და ვოლკოვი,მაგრამ როცა ფორვარდი არ გყავს,ქვილითაიასაც უშვებ,შედეგი არ გაქვს ცოტა წინ უნდა გაიხედო...სატრანსფერო პოლიტიკის კუთხით,ზივზივაძეს რომ გაუშვებ და კურიეს ჩამოიყვან ესეიგი გიჭირს მაგრად,არ გაქვს ალღო და მორჩა.
ricardo xavier
ძალიან სამწუხაროა თბილისის დინამო რომ ევროსაგზურის გარეშე დარჩა, თუმცა სულ ვერც დინამო მოიგებს)) გულშემატკივარს გული დაწყდა მაგრამ ერთიცაა, ვაცადოთ ეს სეზონი ახალგაზრდებს და ვფიქრობ ბოლოს კარგ შედეგს მივიღებთ. ვინ ვერ ერკვევით კიდე ნუ წერთ ფეხბურთელები რომ გაუშვაო: ლობჟანიძეც, არაბულიც და ვოლკოვიც დინამოს ეკუთვნის კონტრაქტით
bebeto
თბილისის დინამოში ახლა კარგად უნდა დალაგდენ და დიწყონ იმაზე ფიქრი ერთხელ და სამუდამოდ რომ ევრო სარბიელზე გასვლისას მზად იყვნენ იქ შედეგის ჩვენებისთვის და არა მხოლოდ მონაწილეობისთვის,გუნდში უნდა დაგეგმონ რა მიმართულებით უნდა იარონ.ბათუმის დინამოს კი აუცილებლად ჭირდება სტადიონი და ბაზა,ასევე გუნდი უნდა გაძლიერდეს რადგან ევროტურნირი საქართველოს ჩემპიონატი არ არის აქ მიღწეული წარმატება არ ნიშნავს ევროტურნირზე წარმატებით გამოსვლას.
hm
საინტერესოა ფიფიას ხელში დინამომ რამდენ გუნდს შეუქმნა ისტორია?!! დინამო თავი ისტოიის მანძილზე ასეთი სამარცხვინო არასდროს არ ყოფილა!!! უფულობის დროსაც კი!!! ისმევა კითხვა!!! რა მიზანი ამოძრავებს ამ პიროვნებას?!! ფაქტია ფედერაციიდან კრიტიკა გამორიცხულია, თუნდაც იმიტომ რომ კობიაშვილი მისი ჯილა იყო!! რა უნდა ამ კაცს?!! ქართველების ერთადერთი დიდი ისტორიის გუნდის განადგურება?!!!! გროზნიო და დინამო კიევის მეორე გუნდიო!! სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს სირცხვილი!!!!
haha
მე დინამოს ქომაგი ვარ, მაგრამ ასე მგონია რომ რეგიონის გუნდები უფრო კარგად გამოვლენ ევროზე. ამ გუნდებს და განსაკუთრებით მოთამაშეებს აქვთ უფრო მეტი ამბიცია ვიდრე დინამოს. ფულის პრობლემაც ასე თუ ისე მოგვარებულია. 10 გუნდაში, დაძაბული თამაშებიც მეტია, ზაფხულში გუნდები წესით ფორმაში უნდა იყვნენ. მე ვთვლი რომ ყველანი გავლენ პირველ და მეორე წრეს. ერთი გუნდი მოხვდება ევროლიგაზე. თუ ასრულდა მაყარიჩი მიკისრეთ.
nikola
ბათუმის დინამოს ვულოცავ და ვუსურვებ მომავალ წარმატებებს!!!!თბილისის დინამოს თუ უნდა წარმატებების მიღწევა უნდა დაუნგრიოთ სტადიონი და საწვრთნელი ბაზა და შედეგიც დადგება,როგორც ეს ბათუმის დინამოს ჭირს...უსტადიონოდ და უბაზოდ გუნდმა ჯერ მეორე ადგილი აიღო ,ეხლა მესამე.....
marko
ფიფია ისტორიაში შევიდა დინამოს გაბანძებით, ბიძიკო თუ არ იცი თბილისის დინამო რას ნიშნავს , წადი ჩხირიმელა იყიდე ან მეშახტე და იქ გაათეთრე ფულები.
კახა ქირია
რა აგიჩემებიათ ეს ფიფია ფიფია რაც ამ კაცის მოვალეობაში შედის ყველაფერს აკეთებს;რაც გუნდის კრეზიდენტს ეხება,დაწყებული ბაზიდან და აკადემიიდან დამთავრებული ხელფასებითა...მას არ ჩამოჰყავს ფეხბურთელები,ის არ წყვიტავს რა ტაქტიკით უნდა გაითამაშონ და ა.შ.ის არის პრეზიდენტი ჩელსი რო ვერ თამაშობდა რა აბრამოვიჩს აბრალებდნენ...ფიფია ჩემი არც ნაცნობია არც ნათესავი მე საერთოდ არა ვარ საქართველოში უბრალოდ არ შეიძლება ესე კაცს დააბრალო ის რაც მაგას არ ეხება პასუხი უნდა მოსთხოვოს იმას ვისაც რა ავალია და როგორი კომპეტენტურია თავის საქმეში
murtalo
სიტყვებს ვერ ვაბამ ისეთ შოკში ვარ...50 წელზე მეტია ფეხბურთის, კერძოდ კი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და ასეთი, ბოდიშს მოვიხდი გაბანძებული "დინამო" არ მახსოვს. პრობლემის თავი და თავი ფიფია რომაა ამაშიც ორი აზრი არ არსებობს. ათჯერ მაინც მაქვს დაწერილი აქ თხოვნა ბატონი რომანის მიმართ, რომ გაეყიდა "დინამო". ამ ბრენდს კარგი მსუქანი მყიდველიც გამოუჩნდება. ბატონ რომანს კი თუ ასეთი დიდი სიყვარული აქვს ქართული ფეხბურთის მიმართ, იმ ფულის მეათედით იყიდის ნებისმიერ ქართულ კლუბს და მეტი კონკურენციაც გაჩნდება, კლასიც აიჭევს და ამას დაერქმება ღირსეული საქციელი... ხოლო იმას რასაც დღეს თქვენ აკეთებთ გუნდის მმართველობა არ ჰქვია...ეს მისი დაქცევაა! ბათუმს ვულოცავ ამ გამარჯვებას და იმედია კიდევ მრავალჯერ გაიხარებენ საყვარელი გუნდის წარმატებით.
sergia
ბარემ აკადემიის ასაკობრივი ეთამაშებინათ,საბავშვო ბაღით და ვითომ აკადემიით ხომ ხედავთ ვერაფერს ვაღწევთ,ისწავლეთ ნორმალური ლეგიონერების ჩამოყვანა და ეს არაადეკვატური მწვრთნელიც გაუშვით უკან,ვერ ატყობთ უკვე რომ კარგს ვერაფერს გააკეთებს? რომან ბატონო-წლიდან წლამდე უარესი ხდება დინამო
gri
ფიფია დაანებე ფეხბურთს თავი,ხომ ხედავ შენი მართვის 6-7 წლის შედეგს,ეგეც შენი აკადემიის აღზრდილები და ვითომ მაგარი ძველი იგროკები-კიდევ კარგი ვერ გავედით ევროპაზე თორემ გადაახევდენ ამ საცოდავებს ბურთს ქაბალა ან ქაირათი. ვაი ჩვენს პატრონს!!!
jeki
ყოჩაღ! ამასაც მოხერხება უნდა! სირცხვილია....წალეკა ნეპოტიზმმა დინამო,19 წლამდელებიც დამარცხდნენ საბუეთალოსთან ფინალში,იცით რატომ დინამომ გაუშვა ბევრი თავისი აღზრდილი ფეხბურთელი,გაწირა. მაგ: ზივზივაძე,ლობჯანიძე,არაბული,შერგელაშვილი,მოიყვანა კურიე,მურიე და ა.შ.აი შედეგიც! ფიფიას შეიძლება უყვარს მაგრამ აზრზე არ არის ფეხბურთის,გარემოცვა კიდევ აგიჟებს და არის გამორჩენაზეეეეე...არაკომპეტენტურიიიიი....
giorgi
ძალიანაც კარგი, მაინც არაფრის მკეთებლები არიან! იქნებ ბათუმა ცოტა ფული გამოიმუშაოს.
dato
პასის გაკეთება ისწავლეთთ ვინახართ ტქვენ ბიჯო
levani
ბატონო რომან,როდის მიხვდებით რომ ბეხბურთში არაფერი გესაქმებათ...როდემდე უნდა მიგყავდეთ დინამო უფსკრულისკენ....რას გვერჩით,რა დაგიშავეთ თბილისელებმა და სრულიად საქართველომ???
Soso
სირცხვილია,თბილისის დინამო რა მდგომარეობაშია.ყველაზე სახიფათო მომენტი მეკარემ შექმნა.ყველაფერი არასწორი საკლუბო მენეჯმენტის ბრალია.რამდენი მწვრთნელი შეცვალეს............. მიზეზი თავშია და ზოგიერთი განტევების ვაცს მწვრთნელებში,ფეხბურთელებში ეძებს.რო ხედავ შენს ხელში კლუბი რა მდგომარეობაშია,უნდა გაეცალო სწრაფად.
Me
ევროსარბიელზე ვნახოთ რაც იქნება
არჩილ ხოფერია
ერთი წინადადება მაქვს, არ ვიცი თუ გაიზიარებთ?! მომავალ წელს რომ გათამაშება დაიწყება უმაღლეს ლიგას ნუ დავარქმვთ, იყოს საქართველოს პირველობის II ლიგა. ხოლო მომავალი წლის I ლიგა შესაბამისად იქნება III. უმაღლესი და I ლიგა არ იარსებებს, ჯერ-ჯერობით!
kika
Bრავო ბათუმო გილოცავთ. ბატონო ფიფია ეს უკვე სირცხვილი კიარა დანაშაულის ტოლფასია რასაც შენ აკეთებ დინამოში. დინამოს ასე ... არ გეპატიება.
basko
ფიფია ფუფუა!!! ყოჩაღ ბათუმი ყოჩაღ ტორპედო!!!
batumi
ვულოცავ ბათუმელებს ამ წარმატებას და იმედია ამჯერად მინიმუმ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს გადალახავენ. რათქმაუნდა დამსახურებულად დაამარცხეს თბილისის დინამო, და აი ასეთ თბილისის დინამოს ევროტურნირებზე გასვლა უბრალოდ სირცხვილი იქნებოდა . .. glory glory dinamo batumi
თბილისელი
ფიფია მგონი უნდა მიხვდე რომ პრობლემა შენშია და არა მწვრთნელებში,ფეხბურთელებში.რა პოლიტიკასაც აწარმოებ კლუბში,იმ შედეგსაც იღებ.
leqso
დინამოს მფლობელი მგონი .....
gocha
4-ივე დასავლეთ საქარეთველო ევროტურნირებზე....ახია ფიფიაზე ამდენი წლის განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა ტიპი რა უნდა და რისთვისაა საერთოდ საქართველოში.ფეხბურთში დილეტანტია.ყოჩაღ ბათუმს.ალალად დაიმსახურეს ის რაც მიიღეს.დინამომაც ის მიიღო რაც დაიმსახურა.მგონი ევროტურნირებზე ერთმა გუნდმაც რო გადალახოს ერთი ეტაპი იმითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ,მეტს აშკარად ვერ მოვთხოვთ ამ გაუბადრუკებული ქვეყნის საფეხბურთო კლუბებს...
sake
ვულოცავ ბათუმის დინამოს და ვუსურვებ მომავალში წარმატებებს. პ.ს.ბატ.რომან ძირეულად გაქვთ შესაცვლელი გუნდში ყველაფერი,აბსოლიტურად ყველაფერი,აკადემიიდან დაწყებული.
viva batumi
დინამო, დინამო, დინამო, ვავა ჩემო დინამო!!! აბა დინამო? სადაა დინამო? ფაფუ...
გიორგი
სანამ სტადიონებს არ ააშენებთ, როგორც გროზნიმ მოითხოვა მანამდე ფეხბურთი არ გვექნება. ვაი თქვენს პატრონს. ბათუმს ვულოცავ. მეტ გამარჯვებას ვუსურვებ
ქუთაისელი და თბილისელი ქართლოსი
გილოცავთ ბათუმელებო,თქვენ ჩვენი ჩემპიონატის პირობაზე მართლაც გმირები ხართ, თქვენ ხომ ევროპის ულამაზეს ბულვარში აშენებული სტადიონი წაგართვეს და დაგინგრიეს,რომ შემდეგ ჩარჩულად გაეყიდათ გადამთიელებისათვის ,და ეს ნაციონალ სექტანტთა აღვირახსნილი ქმედება ამ მთავრობამ შეარჩინა,რადგან მათ ამ ადგილას ულტრა თანამედროვე „40„ათასიანი სტადიონი უნდა აეშენებინათ,რატომ ხალხო რატომ გაგვაგებინეთ სად წაიღეს ნაც უწმინდურებმა სამშობლოს და ბათუმის ასაშენებელი ფული ,პასუხი გაგვცეს პროკურატურამ, ეხლა ხომ ჭირდება „40„ათასინი საფეხბურთო სტადიონი ბათუმს,რა ქნას რა ვის მოთხოვოს ვის.
Guadua
ნუ მისტირით დინამოს, ტოპრპედოს და სხვათა წარსულებს,ახლა ახალი დროებაა და მარტო ბაზა, დიდი სტადიონი და დიდი ხელფასები არაფერს წყვეტს,ამას ამტკიცებს სამტრედია, ჩიხურა და დინამო, ამათვე გვერდშია ტორპედოც. ბათუმის დინამომ ღირსეულად დაიმკვიდრა მესამე ადგილი,ტორპედოსა და დინამოს "გადამუშავებით' ამ კლუბმა კიდევ ერთელ დაანახა სფფ-ს რომ მისი ტაქტიკა და ხედვა ფეხბურთის განვითარების არის გაუაზრებელი, სულელური და არაფრის მომცემი. 10 კლუბიანი ჩემპიონატიც არაფერს მოგვცემს მომავალ წელს თუკი არ შეიცველბა ფილოსობია დ აიდეოლოგია ფეხბრუთთნ მოდგომის. არავითარი სარეკლამო სამუშაო ამ უსაქმურთა კრებულს ფედერაციაში არ ჩაუტარებია რომ დღევანდელ მატჩზე ხალხი ყოფილიყო., მხოლოდ 600 ადამიანი მოვიდა,ამაზე ცუდი რა უნდა იყოს? იმაზე ცუდი რა უნდა იყოს როდესაც 1,5 მილიონიანი ქალაქიდან დინამოს 300 გულშემატკივარიც არა ჰყავს რომ სტადიონზე იაროს? უინტერესო და გაზარმაცებული ყავაწრუპიების ქალაქად იქცა ერთო დროს ფეხბურთით რომ სუნთქვამდა ისეთი ქალაქი, საერთოდ დაკნინდა და გაზარმაცდა ახალგაზრდობაც. ფედერაციას ეს თემაა აქვს კონკრეტიკაში მისახედი. ხვალ უნიკალური ფინალია, ისიც თან დინამოს სტადიონზე, და ასეთი მატჩისათვის არანარიი სარეკლამო კამპანიას არ ატარებს ფედერაცია არც ტვ-ზე არც რადიოზე არც ინტერნეტში. სამარცხვინოები ხართ და გრცხვენოდეთ, მე ვერ გამიგია რა გესაქმებათ ფეხბურთში თუკი სტადიონზე მაყურებლის მოყვანის ორგანიზებაც არ გეხერხებათ ასეთ მატჩებზე?
გია
მაინცადამაინც უნდა გავარდეს დინამო მეორე ლიგაში რო მიხვდეს ფიფია რაღაცას და მართლა რამე შეცვალოს?თუ არადა წავიდეს და დაუთმოს ეს გუნდი სხვას....
Gio T
Fifia, rogor ar gcxvenia? Am chempionatidan evropis ligazec ver gagkavs gundi!!! Shen ar izaxdi shida chempionatshi konkurencia ar gvakvso da imitom ver gavdivart ligazeo? Gagveci erti pasuxi she samarcxvino
rusi
რომან როგორც მოხვედი ისე გაეცალე აქაურობას რაც მით უკეთესი!!!
dima
ეხლა დადექით და აბრალეთ სხვას რა!! იცი რას გეტყვით თუ მოგების ტავი გაქვს და პრეტენზია გაქვს ევროტურნირებზე კარგად გამოსვლის მაშინ რაც გაგიტანეს იმაზე მეტი უნდა გაიტნო რა. ასე რომ თავი არ გქონდათ მოგების და სხვას აბრალებთ!! წარმატებები ბათუმის დინამოს ევროტურნირებზე.
svan
რა გაუჭირეთ საქმე ამ გროზნის?! მოიყვანეთ კვალიფიციური ფეხხბურთელები და ევროპის ჯგუფურზეც გავლენ...! რომელ ფეხბურთელსაც ამბობდა კარგად არ მახსოვს რონალდოო თუ მესიო ან იბრაო))) არველაძის გუნდი ხო როგორ გავიდა ჯგუფურზე ღმერთმა იცის კიდევ საღოლ შოთა, ეს დანდალკი ხო საერთოდ...! სხვათაშორის გუშინწინ იყო თამაში და შეგიძლიათ ნახოთ რა გუნდები თამაშობენ ლიგას)) დღეს რასაც თამაშობს სამტრედია ვარსკვლავია ამათში)))
Qvreizi
Dinamo tbilisi iseti gundia yvelaze kargi momenti mekarwm sheqmna bolos :D bavshvebi akademiashi!!
nika
საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან დინამოს აკადემიიდან, დროა საჭირო ბრავო ბათუმს
svan
ჩავრჩით პირველივე ეტაპზე და ეგაა)))
Zura
პიპიას რაგაც სხვა ინტერესი აქვს ესე მგონია ტორე როგორ გინდა ამ მარაზმს უყურო და გაუზლო პრეზიდენტმა
სოსო
ბათუმელებს გულით ვულოცავ გამარჯვებას,აფერუმ ბიჭებო,მაგრამ სტადიონის დაწყების საქმე როგორ არის,კიდევ არ მოატყუებინოთ თავი,თორემ ამ მთავრობამ ძალიან მოუხშირა ჩვენს გადაგდებას,იგივეს გეტყვით ტანვარჯიშის სკოლაზეც,ბათუმში,ახალ დარბაზს ავაშენებთ ჯერ და ძველს მერე დავანგრევთო,მაგრამძველი უკვე დაუნგრევიათ მგონი და ახალი კი არც დაუწყიათ,ყოველ შემთხვევაში ასე ითქვა ელენე ბილიხოძის გადაცემაში.ქოცებში ნაცები გამრავლდნენ და ტყუილმაც იმატა. თბილისის დინამოზე კი რაღა უნდა ვთქვათ,ევროპაში ერთერთი საუკეთესო ბაზი მქონეგუნდი უსტადიონო გუნდთან რომ დამარცხდებადა სამეულშიც კი ვეღარ მოხვდება,სამარცხვინოზე მეტია.ეს დინამოა და ეტყობა მათ ავიწყდებათ რა არის ჩვენთვის დინამო,ყმაწვილ გულშემატკივარს არ ვგულისხმობ,სტაჟიანებზე გესაუბრებით,ფიფია კი მე მგონი სრულ გაუგებრობაშია მოხვედრილი და თუ გაზაფხულამდევერ გაერკვა...
gg
midit esxla gamoidzaxet nakrebshii dinamos pexburtelebii.. vai vaiiiiii vaiiii
dato
პიპია მგონი სჰეგნებულად ანგრევს ფეგბურტს
dato
პიპია მგონი სჰეგნებულად ანგრევს ფეგბურტს
gia
რისი ბავსჰვები რა ბავსჰვები 20 და 23 არიან პიპია გასაჰვები დროზე
Vasili
რაღა ბავშვები ?!?!?!? ბავშვების და აღსაზრდელების ადგილი არის აკადემიაში და არა დინამოს ზირითად გუნდში!!! 19-20 წლის ბიჭი გაუჩერებელი უნდა იყოს, მოზღვავებული ენერგიით , და ესენი დგანან და უყურებენ მხოლოდ იმას ვისაც ბურთი აქ , უბურთოთ თამაშის აზრზე არ არიან და ბურთიანი კიდე რაღაცეებს ხლაფორთობს უშნოდ, უპასუხისმგებლო ხალხია! ! !
gurami
ბავშვები თამაშობენ ამ დინამოში, რა ქნან:) აცადეთ ცოტა
Fani
Chempionatis mimdinareobisas bevri idzaxoda rom tetri jgufi ufro dzlieri iyo.rogorc xedavt witeli jgufis meoreadgilosanma tetris meoreadgilosans mougo.samtrediac titqmis chempionia da daskvna gamoitanet romeli jgufi iyo dzlieri
Vasili
გუნდს მოედანი არ აქ, არ ყავს პატრონი(ფულიანი)... ამაზე მეტი რა უნდა ქნას ასეთმა გუნდმა? წარმატებები ბათუმს../ თბ.დინამო მაგრად გვეღადავება, ერთერთი საუკეტესო მოედანი, ბაზა , ნორმალური ხელფასები , ფულიანი პატრონი, მაგრამ რა ხდება ვერ გაიგო ერმა, ისეთი ვეტერანები ჩამოყავთ რომელბსაც კარიერა დასრულებული აქვთ, ლეგიონერები ჩამოყავთ საერთოდ რო აზრზე არ არიან ფეხბურთის, ახალგაზრდები ყავთ და ასეთი ცოცხალმკვდარი რო იქნები, სამი ოთხი წლის მერე რაღა უნდა ითამაშო,/ ფიფია ყველაფერი კარგი გააკეთე , ინფრასტრუქტურაა , ბავშვთა აკადემია ააშენე, მაგრამ მაგის მეტი როგორც ჩანს აგარ შეგიძლია, უაზროდ ხარჯავ ფულს, წყალში ყრი, ან მოიყვანე ისეთი კადრები რო მაგარი გუნდის გაკეთება შეძლონ და ან კიდე წადი შენ თვითონ, იმიტო რო ჯერ გამარჯვებული დინამო რა საცოდავი სანახავი იყო ევროტურნირების საკვალიფიკაციოზე და ეხლა დამარცხებული ხო საერთოდ სვარკაა ნამდვილი ...
დათო
ბათუმის დინამოს ვულოცავ გამარჯვებას! დღევანდელ თამაშში ჩემი აზრით ყველა კრიტერიუმით ბათუმმა აჯობა მეტოქეს. მაღალი ტემპი,ბურთი კონტროლი,ბურთის დაჭერა, ორთაბრძოლა, საიმედო დაცვა და სწორი ტაქტიკა. ბათუმმა უფრო სოლიდური გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და დამსარურებულად გაიმარჯვა კიდევაც.
givi271
გამეხარდა ბათუმის დინამოს წარმატება!ბათუმელებმა ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარეს თბილისელთა დოყლაპიების გუნდს! ასევე წარმატებებს ვუსურვებ ევროპაზეც ბათუმის დინამოს!
tfuiiiii din tb
reebss aketebb fifiaa ra grozni riss axalgazrdebiii modebashii arariann fegburtisss
გოგა
ბათუმის დინამოს ულოცავ წარმატებას.თბილისის დინამომ კი სრული კრახი განიცადა.ამ გუნდში ფეხბურთელი რასაც ქვია არავინაა.დინამოს მაისურს რო ჩაიცვამ უნდა ითამაშო ფეხბურთი და არა დაიძინო მინდორზე.სირცხვილია რა უკვე.
ramazi
kochax batums carmatebebi batums btuma zestafonze unda mixos gazafxulidan ligaze gundebi,dinamo dasashlelia da xelmeored gasaketebeli gundia mekarec unda gaushvan
gio
როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყნის ღირსების, ჩვენი "დინამოს" მიმართ, ჩვენი ესე გულგრილი დამოკიდებულება, ნაცარს ვაყრევინებთ თვალებში მერამდენე წელია და ვუყურებთ სადღაც "ჭ" ლიგებიდან თავისუფალი აგენთის სტატუსით მოყვანილ კურიებსა და ვოუებს, ასე ვართ წლიდან წლამდე შედეგის მოლოდინში. შევახსენოთ ბატონ რომას, ერო ტურნირებზე წარუმატებლობის შემდეგ თავისი ნათქვამი -"რა ვქნა ბატონო რა ჩემი ბრალია თუ ჩემპიონატში ვერ გვიმკლავდებიან და მაგიტომ ვერ ვაღწევთ წარმატებასო" ასე არ შეიძლება ბატონო რომა, თქვენ სხვაგან მოხვდით!
lua lua
სირცხვილიი, ..... ხართ თქვენ, რა გეტყობათ გუნდის, და აი ამ სამარცხვინო გუნდის 6 ფეხბურთელი თამაშობს ნაკრებში
boss
ფიფია სად ხაარ :D :D :D ....))))
DDD
samtrediashin ise dawyevles dinamo tituls vegar egirsebaa.. tankebii dinamo sadarii tankebiii.. samtredias ro gamouyvanet tankebii kargad gaixsenet
აღმოსავლეთ რეგიონი
მე ვარ ნეიტრალური ქომაგი ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან გამიხარდა ბათუმის დინამოს გასვლა. არ ვიცი რას გავს თბილისის დინამოს და მისი მესვეურების საქციელი, რატომ ან რას წვალობენ ეს ბოლო წლები, ვინ ჩამოყავთ, რატომ ვერაფერი ვერ გამიგია და შედეგსაც შესაბამისს იმკიან. წარმატებები ბათუმს!
Aba heee
Arc moedani arc baza,bichebi gmirebi arian,sagol bichebi....
gocha
ღირსეულად გაიმარჯვა ბათუმის დინამომ ვულიცავ.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
თეიმურაზ შონიას ყუმბარისებური ჯარიმა 35 მეტრიდან [VIDEO]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა
თეიმურაზ შონია "ლოკომოტივის" ღირსებას დაიცავს
ეროვნული ლიგა. XX ტური: ბათუმის "დინამომ" გორში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
დილა-დინამო (ბთ) 1:2 - რთული მისია [VIDEO]
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 2:1 - სტარტიც ასეთი უნდა! [VIDEO]
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ლევან ხომერიკი ქართული გუნდების ევროშანსებზე