ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."

[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."

გაზეთმა "ლელომ" ალექსანდრე ამიშულაშვილთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა
ჯერაც უცნობია, გააგრძელებს თუ არა საფეხბურთო კარიერას 34 წლის ალეკო ამისულაშვილი. ის ბოლოს თბილისის "დინამოს" კაპიტანი იყო, მანამდე კი არაერთ კლუბში ("კახეთი", "ტორპედო", თბილისის და კიევის "დინამოები", "დნიპრო", "ტავრია", "შინიკი", "ნალჩიკი", "ქაისერისფორი", "კრასნოდარი", "კრილია სოვეტოვი", ბაქოს "ინტერი" და "ქარშიაქა") ითამაშა, საქართველოს ნაკრებში კი 14 წელი იყო და 50 მატჩი ჩაატარა. სათამაშო კლასით ის ერთ-ერთი გამორჩეულია ამ საუკუნის საფეხბურთო საქართველოში.

გუშინ "ლელო" ამისულაშვილს დაუკავშირდა და ჩაწერა ინტერვიუ, რომელსაც მკითხველი ინტერესით გაეცნობა...

მწვრთნელობა ბევრად რთულია, ვიდრე ფეხბურთელობა

- ვიცით, რომ აქტიური ფეხბურთისგან ისვენებთ. ხომ არ გადაგიწყვეტიათ, გააგრძელებთ კარიერას თუ დაასრულებთ?

- კარიერის გაგრძელება ჯერ არ გადამიწყვეტია. ახლა ოჯახთან ერთად ვისვენებ. წლების განმავლობაში ხშირად მოწყვეტილი ვიყავი ოჯახს. საქართველოში არ ვითამაშებ, მხოლოდ ერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს. არავისთვის მითქვამს, რომ გუნდს ვეძებ ან რაღაც ასეთი. შესაბამისად, საზღვარგარეთიდანაც არაფერი ისმის...

მოკლედ, დღეს ვისვენებ აქტიური ფეხბურთისგან და ვნახოთ, რა იქნება მომავალში - წავალ თუ დავრჩები?

- ჩემი რჩევა არ გჭირდებათ, მაგრამ, ალბათ, კარგი იქნებოდა, კარიერა თქვენი მშობლიური ქალაქის, თელავის გუნდში დაგემთავრებინათ. ეს დიდი სტიმული იქნებოდა მთლიანად კლუბისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის...

- სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივედი ჯერ. ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ისე, უნდა დაგეთანხმოთ - მართლაც კარგი იდეაა.

- სამომავალოდ მწვრთნელობაზე თუ გიფიქრიათ?

- ფეხბურთი, რაღაც დოზით, ყოველთვის იქნება ჩემს ცხოვრებაში. ამის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. შვიდი წლიდან ფეხბურთში ვარ. ამ ეტაპზე, მწვრთნელობაზე საერთოდ არ ვფიქრობ. და საერთოდაც, ეს ასეთი მარტივი გადასაწყვეტი არ არის. მწვრთნელად რომ შედგე, შენში ძალიან ბევრი თვისების თანხვედრა უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ბევრად რთულია, იყო მწვრთნელი, ვიდრე ფეხბურთელი.

- მაინც, რა თვისებებს უნდა აერთიანებდეს მწვრთნელი?

- უნდა იყოს ზომიერად დინჯი და ფიცხი. ზედმეტი არაფერი ვარგა. გუნდში 30 ფეხბურთელია, ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს, დროული ცვლილებები, სავარჯიშო პროცესი - ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ერთიცაა, რომ, როგორც ყველა პროფესიაში, აქაც მნიშვნელოვანია იღბალი, გამართლება...

არა, ჯერ საკუთარ თავში ამ თვისებებს ვერ ვხედავ. ახლა ასეა და მომავალში რა იქნება, ამას ერთად ვნახავთ. ჯერ ვერ გეტყვით.

შოთამ სულ სხვა დონეზე გამიყვანა...

- კარიერის განმავლობაში არაერთ კარგ მწვრთნელთან გიმუშავიათ. ვინ შეგძინათ ყველაზე მეტი?

- მართლაც არაერთ კარგ მწვრთნელად მიმუშავია. ყველაზე მეტად, როგორც ფეხბურთელი, შოთა არველაძესთან გავიზარდე, თურქეთში. კარგ ფეხბურთს თამაშობდა "კრასნოდარიც"... შოთასთან მუშაობამ კი მართლაც ძალიან ბევრი მომცა. 28 წლის ვიყავი, მასთან რომ მივედი და, შეიძლება ითქვას, როგორც ფეხბურთელი, სულ სხვა დონეზე გამიყვანა. ეს განსაკუთრებული პერიოდი იყო ჩემთვის. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ - ის შესანიშნავი მწვრთნელია და მინდა წარმატებები ვუსურვო. შოთას აქვს ყველა ის თვისება, რაც უნდა ჰქონდეს მწვრთნელს. მან იცის ინდივიდუალური მიდგომა ყველა ფეხბურთელის მიმართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორ ფიქრობთ, უნდა წავიდნენ თუ არა ქართველი ფეხბურთელები რუსეთში სათამაშოდ?

- რთული თემაა. რა თქმა უნდა, თუ ევროპული გუნდიდან იქნება ინტერესი, იქ უნდა წავიდნენ. არის ერთი მომენტიც - რუსეთში ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში. შესაბამისად, ისინი ფეხბურთელს დიდ ფასს ადებენ, როცა არის ევროპული ინტერესი და ეს აფრთხობთ ევროპულ კლუბებს. 25-26 წლის ასაკში რუსულ კლუბებს უჭირთ იმ ფეხბურთელთან შელევა, რომელიც მნიშვნელოვანია მათთვის. ევროპული კლუბისთვისაა დიდი ფასი, თორემ შიდა რუსული ბაზრისთვის ბევრი არ არის. დრო სწრაფად გადის. მერე უახლოვდები ოცდაათს და კარიერასთან ერთად უკვე ფიქრობ მატერიალურ ფაქტორზეც. შენს უკან ხომ ოჯახია...

მოსკოვის დინამოს ძალიან ვუნდოდი...

- საინტერესოა, გქონიათ თუ არა შემოთავაზება ევროპის ტოპჩემპიონატის კლუბებისგან?

- ვერ მოგატყუებთ, რაიმე კონკრეტული შემოთავაზება არ მქონია, ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე არ მოსულა. შეიძლება იყო ვიღაცისგან ინტერესი, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ასეც ხდება ხოლმე. რუსეთში რომ ვთამაშობდი, იყო ინტერესი რამდენიმე კლუბისგან. მაგალითად, მოსკოვის "სპარტაკისგან", მოსკოვის "დინამოსგან"... მაშინ ნალჩიკის "სპარტაკში" ვთამაშობდი. "დინამოს" ძალიან უნდოდა ჩემი წაყვანა. თან, ნალჩიკელებთან 6-თვიანი კონტრაქტი მქონდა დარჩენილი. "დინამო" ძალიან კარგ გუნდს აკეთებდა, მე კი ნალჩიკში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი გუნდისთვის. იმ პერიოდში კლუბს არ ულხინდა და ამიტომაც არ გამიშვეს.

ჩემი კარიერა თავიდანვე რუსეთის გზით წავიდა. არ მომეცა საშუალება, ევროპის ტოპჩემპიონატში მეთამაშა. მიზეზს მხოლოდ საკუთარ თავში ვეძებ, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ. მე ასე მჯერა: ყველა ადამიანი იღებს იმას, რასაც იმსახურებს.

- თავის დროზე, თქვენ მშვენიერი შანსი გქონდათ, დამკვიდრებულიყავით კიევის "დინამოში"...

- მართალი ბრძანდებით, იყო ასეთი შანსი. არადა, შეიძლებოდა, სულ სხვანაირად წასულიყო ჩემი საკლუბო კარიერა. დამეთანხმებით, ფეხბურთელის კარიერაში ერთ შემთხვევას, ერთ გამართლებასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

- მაინც, რამ შეგიშალათ ხელი?

- ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა, ადაპტაცია გამიჭირდა... განსხვავება სათამაშო დონეშიც იყო. საქართველოში რომ ვთამაშობდი, თბილისის "დინამოში" სამი წლის განმავლობაში სულ ძირითადში ვიყავი. კონკურენციის მომენტიც იყო. მაშინ ბოლომდე არ ვიყავი მზად უცხო ქვეყანაში სათამაშოდ. მერე კი ვისწავლე რუსული, მაშინ არ ვიცოდი კარგად. მოკლედ, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი და ისე მოხდა, რომ პირველი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ უკრაინის თასზე ვითამაშე.

გული ამაზე მწყდება...

- კარიერის განმავლობაში არაერთი შესანიშნავი თავდამსხმელის წინააღმდეგ გითამაშიათ. ვინ იყო მათ შორის საუკეთესო?

- მე სამუელ ეტოოს გამოვარჩევ. ფეხბურთელს სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით ახასიათებენ. ეტოოს კი ასე ვერ დაახასიათებ - მას ყველაფერი უმაღლეს დონეზე აქვს. ჩემი დაკვირვებით, არ არის კომპონენტი, რომელშიც ის სუსტია. რაც შეეხება "მეორე სართულზე" მოთამაშე ფორვარდებს, ამათგან გამოვარჩევდი "არსენალის" ფორვარდ ოლივიე ჟირუს. ის ამ კომპონენტში თითქმის უნაკლოა.

- დაცვის ცენტრში ვინ იყო თქვენი საუკეთესო პარტნიორი?

- საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრი მაღალი დონის მცველის გვერდით ვითამაშე - კახა კალაძე იყო, მალხაზ ასათიანი, ზურაბ ხიზანიშვილი, გურამ კაშია... კაშიასთან ერთად, მაინც უფრო ნაკლებად, რადგან ის ხშირად არ თამაშობდა ნაკრებში თავის პოზიციაზე. საერთოდ, კარიერის განმავლობაში არაერთ კარგ მცველთან მითამაშია და ამით მხოლოდ კმაყოფილება შემიძლია გამოვხატო.

- გული რაზე გწყდებათ?

- იმაზე, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ - ვერ ვითამაშე ევროპის ტოპჩემპიონატში. განსაკუთრებით გერმანიის ჩემპიონატი მიყვარს. ხშირად დავსწრებივარ ბუნდესლიგის მატჩებს და საქართველოს ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელებისგანაც ვიცი - იქ განსაკუთრებული ატმოსფეროა. სწორედ გერმანიის ჩემპიონატში მინდოდა თამაში ყველაზე მეტად.

გული მწყდება იმაზეც, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ვერ ვითამაშე მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე. ეს ჩვენი დიდი ოცნებაა. მე მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. უბრალოდ, საწყენია, რომ ჩემი კარიერა ამის გარეშე დასრულდა... ბედნიერი ვიქნებოდი, პირიქით რომ მომხდარიყო...

...ასე იტყოდა ივო

- საქართველოს ნაკრებზეც უნდა გკითხოთ. 14 წელი ითამაშეთ ეროვნულ გუნდში. მიგაჩნიათ, რომ თქვენი სანაკრებო კარიერა შედგა?

- ივო შუშაკი, ვისაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ, ასე იტყოდა ხოლმე: ფეხბურთელის კარიერა შემდგარია, თუ საკლუბო დონეზე 500 და სანაკრებოზე კიდევ 50 მატჩი მაინც აქვს ჩატარებულიო. სწორედ ამდენი ვითამაშე საქართველოს ნაკრებში.

იყო იძულებითი პაუზა, რომლის გახსენებაც აღარ მინდა. საქართველოს ნაკრები ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გუნდია და ასე დარჩება, სანამ ალეკო ამისულაშვილი იცოცხლებს...

დღეს პროგრესი ჩანს. კი, მოლდოვასთან არ იყო შედეგი ისეთი, როგორიც გვინდოდა, მაგრამ მაინც. ჩვენ გვინდა, სწრაფად მივიღოთ შედეგი. ეს კი ძალიან რთულია. ქართული ფეხბურთი მაშინ დადგება ფეხზე, როცა თვითონ ქვეყანა დადგება ფეხზე. ასეთია ჩემი აზრი. შეიძლება, ზოგს სხვანაირად წარმოუდგენია...

26 წელია, დამოუკიდებლები ვართ. ქვეყნის ცხოვრებაში ეს არ არის დიდი პერიოდი. ადამიანის ცხოვრება ხანმოკლეა და ჩვენ დიდად გვეჩვენება. ოთხი ომი გამოვიარეთ ამ 26 წელიწადში - ესეც გასათვალისწინებელია.

საქართველოს ნაკრების წარმატების ერთ-ერთ ძირითად პირობად კი მიმაჩნია ის, რომ ეროვნულ გუნდში რაღაც დოზით მაინც იყვნენ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები. ჩვენი პირველობის პროგრესი განაპირობებს იმას, რომ საერთაშორისო დონესთან აღარ იქნება ამხელა ჩამორჩენა. ათგუნდიანი პირველობისაც მეიმედება.

და კიდევ ერთი - ჩემი აზრით, ფეხბურთელი უცხოეთში სათამაშოდ უნდა წავიდეს მაშინ, როცა საქართველოში დაამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია

"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა

[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა

"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება

ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა

[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა

რა ხდება პსჟ-ში - ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ალავესთან" მატჩში?

[VIDEO] ლამაზად შეუსრულა. მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "ვილიარეალმა" ისევ გაიმარჯვა

[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა

კვერნაძის "ფროზინონემ" გაიმარჯვა და კვლავ ლიდერია

"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს

გაყიდვა ახლავე სურთ - ვულვზის ფორვარდის დამატება პრემიერ ლიგის კლუბს სურს

ვან დეიკმა მისი კარიერის შესაძლო დასრულების ჭორებს უპასუხა

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის

ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს

"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა

ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]

უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება

ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]

[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში

[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?

soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი

ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ

რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა

[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა

"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა

ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე

სიჩიოვი: ქართულ რესტორანში დანახარჯს ყოველთვის ასათიანი იხდიდა - ჯანაშია დიეტურ მაგიდაზე მწვანილს მიირთმევდა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში

ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."

მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს - ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

ალეკო ამისულაშვილი საქართველოს ნაკრებიდან გააცილეს

სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე