ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ექსკლუზივი] ბაჩანა არაბულის სიხარული, ტკივილი და დაბრუნებული რწმენა

[ექსკლუზივი] ბაჩანა არაბულის სიხარული, ტკივილი და დაბრუნებული რწმენა

"ქართული ფეხბურთი ამ ტალახში იმიტომაც არის, რომ ასეთი მიდგომა ბევრ გუნდშია. ფულს უაზროდ ყრიან, წინ კი ვერ მივდივართ"
...ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო, გულშემატკივარმა რომ გაიცნო და "ქართული ფეხბურთის მომავლად" შერაცხა: 2010 წელს, თბილისში გამართული შესარჩევი ციკლის შეხვედრებში, ნიჭიერი შემტევი კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. გუნდი ელიტრაუნდში გავიდა, ბაჩანა კი ლიდერი იყო - პეტრ ზელინსკის პოლონეთსაც გაუტანა და რაჰიმ სტერლინგის ინგლისსაც...

ვერ იტანს ბურთის უაზრო გადაგდება-გადმოგდებას, რასაც ბევრი ქართული გუნდი მისდევს და დაცვიდან შიშით თამაშობს...

მანჩესტერ სიტი, პაუზა და დაბრუნება

...მერე 19-წლამდელთა ნაკრებში გია ცეცაძის ხელმძღვანელობით გამოჩნდა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ამის შემდეგ ქართველი თავდამსხმელით ინგლისის პრემიერლიგის "მანჩესტერ სიტი" და კიევის "დინამო" დაინტერესდნენ. ინგლისში სინჯებზეც იყო, მაგრამ საბოლოოდ სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "ალკორკორნში" ჩაირიცხა. იურიდიული პრობლემების გამო ვერ თამაშობდა, შემდეგ კი დაშავდა და საქართველოში დაბრუნდა...

მას შემდეგ მთელი სამი წელი ბაჩანა არაბული თითქმის არ ჩანდა. ბევრმა, ვისაც მასზე წარმოდგენა არ ჰქონდა, ჩათვალა, რომ მოზარდობის პერიოდის წარმატება თავში აუვარდა და შრომა ეზარებოდა. არადა, არაბული საკუთარ თავს, კლუბებსა და მწვრთნელს ეძებდა გორის "დილაშიც", "ცხინვალშიც", თბილისის "დინამოშიც" და მხოლოდ "სამტრედიაში" მიაგნო. აქ გამოჩნდა კიდეც, რომ არც შრომა დაზარებია და არც "ვარსკვლავური ავადმყოფობა" დამართნია.

თუ ვინმეზე ვიტყვით, რომ იმერული გუნდის წარმატება განაპირობა, ერთ-ერთი მათგანი, უდავოდ, არაბულია. "სამტრედიის" თამაში 22 წლის ტექნიკურ, აზრიან და არაორდინარულ შემტევზე იყო აწყობილი: ის, ბუდუ ზივზივაძე, დავით ჯიქია და დავით რაჟამაშვილი სწრაფი და ტექნიკური თამაშით მეტოქის მცველებს ნამდვილ ჯოჯოხეთს უწყობდნენ. პირადად არაბულმა 13 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სეზონის ერთ-ერთ გმირს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა, რადგან მისი ტრანსფერი თბილისის "დინამოს" ეკუთვნის და, შესაძლოა, მალე დიღმის ბაზას დაუბრუნდეს. არაბული ემოციებითა და წარსულზე გულისტკივილით ლაპარაკობს...

ვიცოდი, რა გუნდში მივდიოდი

- "სამტრედია" ჩემპიონი გახდა, თქვენ კი საუკეთესო სეზონი ჩაატარეთ. საქმე მოსალოცად გაქვთ...

- ეს ჩემთვის საუკეთესო სეზონი იყო. საერთოდ, უმაღლეს ლიგაში პირველად ვითამაშე, რასაც თამაში ჰქვია. აქამდე შეცვლებზე შევდიოდი და მეორეხარისხოვან როლში ყოფნა მიწევდა. ასე მე კი არა, ვერავინ გაიხსნებოდა. სეზონი დასრულდა და ისეთი შინაგანი განცდა მაქვს, რომ ფეხბურთს ხელახლა დავუბრუნდი. გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ თავადაც დავინახე და სპეციალისტებმაც, რაღაც შემიძლია თუ არა. "სამტრედიაში" თამაშმა საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. ეს ჩემპიონობაზე არანაკლებ მახარებს.

- შეგიძლიათ, თქვათ, რომ აქეთ-იქით წარუმატებელი სიარულის შემდეგ საკუთარი გუნდი იპოვეთ?

- რომ იცოდეთ, "სამტრედიაში" სწორედ ამიტომაც გადავედი. ყველამ იცის, გია ცეცაძესთან რა ურთიერთობაც მაქვს. მან ჩემს გაზრდაში დიდი როლი ითამაშა - 13 წლის ვიყავი, მასთან "ოლიმპში" რომ გადავედი, შემდეგ კი "საბურთალოში" გავყევი. ტრავმის დროსაც გვერდში დამიდგა და ამ წარმატებასაც მას ვუმადლი. იცით, გვერდში თუ დაგიყენა, არ გიღალატებს და შენ დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. მე ვიცოდი, სად და ვისთან მივდიოდი - გიას ისეთი ფეხბურთი უყვარს, რომელიც ჩემზეა მორგებული და მეც ძალიან მიყვარს. ვერ იტანს ბურთის უაზრო გადაგდება-გადმოგდებას, რასაც ბევრი ქართული გუნდი მისდევს და დაცვიდან შიშით თამაშობს. მეც შემტევი და სანახაობრივი თამაში მიზიდავს.

...ამიტომაც ვაჯობეთ "ჩიხურას"

- მაგრამ ასეთი ფეხბურთის თამაში ძნელი და, გარკვეულწილად, სარისკოც არის...

- მაგრამ ამ რისკმა გაამართლა, რაც ფინალში აშკარა იყო. ანუ ცეცაძე მართალი ყოფილა. ფეხბურთში რისკი ფასდება.

- ფინალზე რას იტყვით?

- მე მგონია, რომ ჩვენი ფეხბურთის უპირატესობა განსაკუთრებით ფინალში გამოჩნდა. ორივე შეხვედრაში მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ. არადა, "ჩიხურა" ძალიან ძლიერი გუნდია და ეს თავის ჯგუფშიც დაამტკიცა, სადაც თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო" და "ლოკომოტივი" ჩამოიტოვა. ჩვენ სხვა ფეხბურთის თამაში არ გვიყვარს. ეს მხოლოდ ევროპის ლიგაზე "გაბალასთან" არ გამოგვივიდა. ვეცადეთ, მაგრამ ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეები ჰყავდათ და შეცდომები არ გვაპატიეს.

- სამტრედიაში რომ გეთამაშათ, ეს რამეს შეცვლიდა?

- "გაბალა" მაშინ ნაღდად გვჯობდა, მაგრამ სამტრედიაში ნებისმიერ მეტოქეს მოვუგებთ - გუნდიც კარგია და გულშემატკივრის თანადგომაც ძალას გვმატებს. სხვათა შორის, ეს დიდი პლუსი იყო, ჩვენ სამტრედიაში რომ ვითამაშეთ, "ჩიხურამ" კი თავის სტადიონზე ვერ გვიმასპინძლა. პირველი შეხვედრა ჩანაწერში ვნახე და პირველ ტაიმში ნაჩვენები ჩვენი ფეხბურთი ძალიან მომეწონა. მიმაჩნია, რომ ასეთი გამართული ფეხბურთი არასოდეს გვითამაშია.

იცით, რა მგონია? შუქი აანთე, მეორე მხარეს ტრიბუნები დაუმატე და ტელემაყურებელი ევროპულ თამაშს ნახავდა, დაახლოებით ისეთს, ჰოლანდია-ბელგიაში რომ უყურებენ. მაგრამ თამაშების კარგად შეფუთვა ნამდვილად გვაკლია.

მე და ბუდუ

- თქვენი ტრანსფერი თბილისის "დინამოს" ეკუთვნის და დიდი ალბათობით, გუნდს დაუბრუნდებით...

- ალბათ, ასე იქნება, რადგან "დინამოსთან" კონტრაქტი ზაფხულამდე მაკავშირებს. თუმცა, ჯერ არავინ დამკავშირებია და არ ვიცი, რა მოხდება...

- ფინალებში გამოჩნდა, რომ თქვენ და ბუდუ ზივზივაძე ერთმანეთს თვალდახუჭულები უგებთ...

- მის გვერდით თამაში სიამოვნებაა, იცი, რომ აუცილებლად გაგიგებს და ჩემს ჩანაფიქრსაც მიხვდება.

- მაგრამ ახალი სეზონიდან ერთად აღარ იქნებით, მსგავსი პარტნიორი კი საქართველოში სანატრელია...

- ეს მართლაც სამწუხარო ამბავია, მაგრამ ჯერ ახალგაზრდები ვართ და იმედია, გვერდიგვერდ კიდევ ვითამაშებთ.

- ...თუნდაც ეროვნულ ნაკრებში? წლევანდელი სეზონი ამის საფუძვლიან ამბიციას გაგიჩენდათ...

- მეც ამის იმედი მაქვს.

- თქვენი წასვლა "სამტრედიას" საგრძნობლად დაასუსტებს...

- მთავარია, გუნდში ცეცაძე დარჩეს და ის ჩვენს შემცვლელებსაც აუცილებლად მოძებნის და უფრო ძლიერ გუნდსაც ჩამოაყალიბებს.

დაწუნებული ჩემპიონები

- თქვენნაირ შეთამაშებულ წყვილს სად მოძებნის?

- გია ისეთი მწვრთნელია, რაღაცას მოიფიქრებს. ბუდუს ინტერვიუს ვკითხულობდი და მართალი თქვა. ჟურნალისტმა ჰკითხა - ამდენი თუ შეგეძლო, აქამდე რატომ არ ჩანდიო? ბიჭს არ ენდობოდნენ, მის ნაცვლად მესამეხარისხოვანი უცხოელები ჩამოჰყავდათ და თავი სად უნდა გამოეჩინა, უბანში?! ეს ჩვენი ფეხბურთის დიდი პრობლემაა.

გაიხსენეთ, სეზონის დასაწყისში "სამტრედიაში" ცეცაძემ რა ფეხბურთელები აიყვანა: მეც, ბუდუც და ჩვენი 15 მოთამაშიდან 10 - სხვა გუნდებმა დაგვიწუნეს. ყველა დაინტერესდეს, თითოეული ჩვენგანი რატომ გაიხსნა "სამტრედიაში" და არა რომელიმე სხვა გუნდში?

- საქართველოში ნიჭიერ მოთამაშეებს ვერ ამჩნევენ?

- არ ვიცი. შესაძლოა, მწვრთნელებს ნიჭიერი ქართველები არ აინტერესებთ. გია გვიცნობდა, გვენდობოდა და ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენა სურდა.

- სხვაგან ეს არ სურდათ?

- ფაქტია, რომ ჩვენი გუნდების ლიდერების უმრავლესობას თავის გამოჩენის შანსი ისეთ გუნდებში არ მიეცათ, ახლა უკან რომ მიჩანჩალებდნენ. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ქართული ფეხბურთი ამ ტალახში იმიტომაც არის, რომ ასეთი მიდგომა ბევრ გუნდშია. ფულს უაზროდ ყრიან, წინ კი ვერ მივდივართ.

რაღაც რომ უნდა შეიცვალოს, ეს საკამათო არ არის. ამ ფედერაციაში პატიოსანი ხალხია და მათი იმედი მაქვს. გია კი ფეხბურთში სიხარულს ეძებს და არა - ფინანსურ მოგებას. მისი წარმატებული მუშაობის ერთ-ერთი საიდუმლო ესეც არის.

ცეცაძე ახლაც სქემებზე იმუშავებს

- ევროპალიგის შემდეგ "სამტრედია" საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ ევროპულ დონემდე ჩვენს გუნდებს კიდევ ბევრი აკლიათ. თქვენი აზრით, ფინალში ნაჩვენები ტემპით გუნდი ევროპაში უკეთ ითამაშებს?

- იცით, რომ გიას არც ერთი ვარჯიში მეორეს არ ჰგავს? ის სულ ფიქრობს, თავად როგორ განვითარდეს და გუნდიც რა გზით გაზარდოს, ამ ვითარებაში როგორ დავეწიოთ ევროპელებს და მათ საწინააღმდეგოდ რა სქემები გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, ახლაც თავის ოთახში ზის, სქემებს ხაზავს და მომავალ სეზონსა და თამაშებზე ფიქრში ღამეებს ათენებს. სიახლეების მოყვარულია და სულ რაღაცას იგონებს. რამდენ მწვრთნელთან მიმუშავია, მაგრამ საკუთარ თავზე ასე რომ მუშაობდეს, სულ სწავლობდეს და წინსვლაზე ფიქრობდეს, ჯერ მსგავსი არ მახსენდება.

- ფაქტია, სადაც უმუშავია, შედეგი ყველგან ჰქონდა...

- ეს მეც კარგად მახსოვს. გორის "დილა" პირველი ლიგიდან უმაღლესში გადაიყვანა და ისეთი ფეხბურთელებით აათამაშა, სხვები ზედ რომ არ უყურებდნენ. "დილა" მაშინდელ ლიდერებს - თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონს" სისხლს უშრობდა. დანიშნეს 19-წლამდელთა ნაკრებში და ბევრი ამბობდა, რომ სუსტი თაობა ვიყავით და ჩვენგან არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ ბელგიაში გამართულ ელიტრაუნდში, მასპინძლების გარდა, ინგლისი და შოტლანდია ჩავტოვეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით. "სამტრედია" ჩაიბარა და ჩემპიონები გავხდით. ქართველმა მწვრთნელმა მეტი რა უნდა გააკეთოს, რომ დაფასდეს?

დიდი ალბათობით, ახლა მე და გია ერთად აღარ ვიმუშავებთ და ასე ამიტომაც ვლაპარაკობ. ისეთი ადამიანი და მწვრთნელია, მიმაჩნია, რომ მსგავსი ხალხი უნდა დააწინაურონ და მერე თქვან, ქართულ ფეხბურთს რა პოტენციალი გააჩნია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• LBR212

ვეთანხმები ნიკოს,რა საოცრად დიდი ნიჭია საჭირო ისეთი მწვრთნელები მოძებნო დინამო რო პოულობს. დაუფასდა სამტრედიას სწორი არჩევანი, წარმატებებს ვუსურვებ.

• Vova

გია ცეცაძე და გია გურული რომ არსებობენ ქართულ ფეხბურთში ამიტომაც არ იღუპება ბოლომდე ქართული ფეხბურთი და ფეხბურთელები სამწუხაროა როგორ განვითარდა რაჰიმ სტერლინდი და როგორ ჩამოარჩინეს განვითარებას არაბული (ვფიქრობ ეს წელი კიდევ უნდა იმუშაოს ცეცაძის ფრთის ქვეშ)

• ნიკო

არ ვიცი დინამოში ეს რა ხალხი მუშაობს, რაც ფიფა მოვიდა გუნდი პროგრესის გზას ერთხელ დაადგა გეგუჩაძის დროს, გაბალასაც თანაბრად ეთამაშნენ ახალი შეკრებილი ახალგაზრდა ბიჭები, გუნდი იზრდებოდა, ზამთარის ზბორებზე დინამოს რომ ვუყურებდი გუნდს სისმუბუქე გაუჩნდა გესიამოვნებოდა, მაგრამ მერე ისევ წავიდა ჩაკეტილი წრე ვიღაც პროვინციელი სლოვაკი მოიყვანეს საერთოდ გაუგებარი საიდან მოქექეს იმ დონეზე დაიყყვანეს გუნდი რომელსაც წელს უნდა გაესროლა რომ ზაგრბთან და პაოკთან კარში არ დაურტყამთ მემგონი, და უსუსტეს ალაშკერტს ეჯაჯგურნენ. ეხლა ეს გროზნიც ნა ურაზე მოიყვანეს, შედეგიც რომ დადოს ეს იქნება უბრალოდ რომ მოარტყეს გაუვარდათ სხვა არაფერი თორემარც ეს მწვრთნელია დიდი ანალიზით მოყვანილი უბრალოდ გაუგიათ რომ ჩეხურ სლოვაკური ან უკრაინული ფეხბურთ ფიზიკაზეა დაფუძნებული და აუცილებლად უნდა მოიყვანონ მწვრთნელი იქიდან.

• გიგა

ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს წარმატებულ სპეციალისტებს. უცხოელების ქებაში ენაგვაქ გადატყაული.ესეა ზოგადად ყველა სფეროში.

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა

სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს

დავით რაჟამაშვილი გორის "დილას" დაუბრუნდა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა

ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება

ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

ბოლნისის "სიონი" გადახალისდება

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]

შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა

2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" თასზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "შუქურას" მოგებამდე ცოტა დააკლდა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

სამტრედია-ჩიხურა 3:0 - მარტო ჰამზიჩი ჩემპიონთან ბრალია [VIDEO]

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

დავით ჯიქია თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა

შუქურა-სამტრედია 0:2 - სტუმრად, როგორც შინ... [VIDEO]

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები