საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელის საქმეზე ვენის სასამართლოში მოსმენა უნდა გამართულიყო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი არ გამოცხადდა ვენის სასამართლოში, სადაც არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალური ხასიათის დანაშაულის საქმეზე მოსმენა დღეს უნდა გამართულიყო. ამის შესახებ tass.ru იუწყება.

- საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურება ბრალდება

"არ ვიცი, რატომ ვერ მოვიდა ის დღეს, - განაცხადა სასამართლოს დარბაზში ბრალდებულის ადვოკატმა ბერნხარდ ლეხოფერმა. - შესაძლოა თვითმფრინავზე დააგვიანა; შესაძლოა, ავად გახდა". მისი თქმით, სასამართლომდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა ზაიზენბახერს და დარწმუნებული იყო, რომ მოსმენაზე გამოცხადდებოდა. ამჟამად ყოფილი ძიუდოისტის ტელეფონი მიუწვდომელია.

მოსამართლე კრისტოფ ბაუერმა ბრალდებულის გარეშე საქმეზე მოსმენის გამართვა საჭიროდ არ ჩათვალა და სხდომა იქამდე გადადო, სანამ ზაიზენბახერის ადგილსამყოფელი არ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ვენის პროკურატურამ სამწლიანი გამოძიების შემდეგ ყოფილ სპორტსმენს ბრალი წაუყენა. საქმე მისი სავარაუდო ერთ-ერთი მსხვერპლის განცხადების საფუძველზე აღიძრა. 56 წლის ავსტრიელს 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში ორი გოგონას გაუპატიურებას აბრალებენ. იმ პერიოდში ზაიზენბახერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა.

პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში, 1984 წელს ლოს ანჯელესის, 1988 წელს კი სეულის თამაშებზე მოიპოვა და პირველი ძიუდოისტი გახდა ისტორიაში, ვინც გამარჯვება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო. პეტერი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს 2010-12 წლებში წვრთნიდა. ამჟამად კი ის აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრებში მუშაობს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პეტერ ზაიზენბახერი ისევ არ ჩანს
კიევის სასამართლომ პედოფილიაში ბრალდებული პეტერ ზაიზენბახერი გაათავისუფლა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პედოფილიის გამო 5 წლით ციხეში ჩასვეს
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
პედოფილიაში ბრალდებული საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კიევში დააკავეს
პეტერ ზაიზენბახერის კიევში დაკავების კადრები [VIDEO]