29 წლის უნივერსალ მცველს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა და კლუბი ჯერ არ მოუძებნია
თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა უნივერსალ მცველ ზაზა ჭელიძეს. 29 წლის ფეხბურთელმა გუნდი უკვე დატოვა. "ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა...

- "დინამოსთან" კონტრაქტი კი დაგისრულდათ, მაგრამ უცნობია, სად გაატარებთ მომავალ სეზონს?

- ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ფაქტი ისაა, ხელშეკრულება აღარ მაქვს. ასე რომ, ჯერ ამის მეტს ვერაფერს გეტყვით.

- კლუბს ხელშეკრულების გახანგრძლივება არ შემოუთავაზებია?

- არაფერი მსგავსი არ უთქვამთ, არც დარჩენაზე და არც წასვლაზე. ფაქტია, რომ თავისუფალი აგენტი გავხდი. მეორე მომენტია - სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ ახალგაზრდული გუნდი უნდა ჩამოაყალიბონ და სეზონის ბოლოს ძირითადად, 19-დან 21 წლამდე ბავშვები დააწინაურეს. ეს ამბავი მაფიქრებინებს, რომ, დიდი ალბათობით, ჩვენი გზები გაიყარა.

"დინამომ" თავისი საქმე უკეთ იცის, მე კი ფეხბურთელი ვარ და დიდი ხანია შევეგუე იმ აზრს, რომ კარიერაში ცვლილებები ხშირად ხდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

- სხვა კლუბებისგან არ გქონიათ შემოთავაზებები?

- ჯერ კონკრეტული არაფერია.

- რამდენად მართალია, თითქოს თქვენით დაინტერესებული კლუბები თბილისის "ლოკომოტივი" და "საბურთალო" არიან?

- პირადად მე არცერთი მათგანი არ დამკავშირებია.

- გარდამავალ ჩემპიონატში "დინამომ" ვერც თასი მოიპოვა და ვერც სამეულში შევიდა. თქვენი აზრით, რატომ ჩააგდო გუნდმა მოკლე სეზონი?

- ყველაფრის გაანალიზება ჩემი საქმე არ არის და არც მსურს, მაგრამ ფაქტია, შედეგი არ იყო და ევროპის ლიგის მიღმაც კი დავრჩით.

- ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება...

- უბრალოდ, ერთი რამ იყო თვალშისაცემი - ხანმოკლე პერიოდში სამი მთავარი მწვრთნელი შევიცვალეთ, რამაც ბიჭებიც და საბოლოოდ გუნდიც ძალიან არია. ძნელია, ხანმოკლე სეზონის მსვლელობისას სამ სხვადასხვა სტილზე გადაწყობა-გადმოწყობა. მერე შემადგენლობა უცებ შეიცვალა და გაახალგაზრდავება დაიწყო. სეზონის მსვლელობისას ესეც ძალიან რთული პროცესი იყო...

ახალი სეზონიდან გუნდს წარმატებებს ვუსურვებ და დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ ისეთ "დინამოს" ვიხილავთ, რომელიც თავის სიმაღლეზე იქნება და გულშემატკივარს გაახარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sunsula
წარმატებები ზაზა,მართლაც მაგარი ფეღბურთელი და პროფესიონალი ხარ გისურვებ წინსვლას
pablito
სანამ დინამო ასეთ დებილობა ცვლილებებს გაანაგრძობს გუნდში მანამდე შედეგი არექნებათ. გუნდიდან აბსოლუტურად ყველა გამოცდილი ფეხბურთელი გაუშვეს, ზოგი ვერც ქაჩავდა მაგრამ აუცილებელია იყოს 3-4 გამოცდილი ფეხბურთელი,არაა აუცილებელი ლეგიონერების ჩამოყვანა და დიდი ხელფასების გადახდა, ჩვენს ჩემპიონატშიც არიან კარგი ფეხბურთელები რომლებსაც უბრალოდ დინამოს ნაირი კარგი პირობები სჭირდებათ. არც მიკვირს რომ დინამოს ყველაზე ცუდი წელი ქონდა, შემადგენლობის ასე ცვლილება როდემე უნდა გაგრძელდეს, გუნდი ასე ვერ შეიკვრება, რაც დინამოს თამაშზე, დონეზე და შედეგებზე უკვე აისახა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
საჩხერის "ჩიხურა": ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ორი შეკრება თურქეთში
ვერავის დავიმატებთ, ფული არ გვაქვს - ქუთაისის "ტორპედო" 11-მა ფეხბურთელმა დატოვა
საჩხერის "ჩიხურა": თურქეთში ბულგარელების წინააღმდეგ
ტორპედო-ჩიხურა 0:2 - მეტი იღბალი და კონტრშეტევის ძალა [VIDEO]
სოსო ფრუიძე: 10-გუნდიან ჩემპიონატს დიდი სათადარიგოთა სკამი სჭირდება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
შუქურა-დინამო (თბ) 0:1 - "დინამო" პლეი ოფს მიუახლოვდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა