ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

როგორ დავამარცხოთ "ბარსელონა"? რეცეპტი ბექა ბურჯანაძისგან

როგორ დავამარცხოთ "ბარსელონა"? რეცეპტი ბექა ბურჯანაძისგან

"კონტრაქტში არის ერთი პუნქტი, რომლის მიხედვით გვეკრძალება თხილამურებზე დგომა, ველოსიპედითა და მოტოციკლით სიარული"
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი, ისევე როგორც საფეხბურთო "ლა ლიგა" ევროპაში გამორჩეულია. მასში ადგილის დამკვიდრება იოლი სულაც არ არის. თუმცა დღეს ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი აქვთ თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინსა და ბექა ბურჯანაძეს, რომლებიც თავ-თავის გუნდებში ლიდერები არიან.

ამას წინათ ბურჯანაძისა და შერმადინის "ანდორამ" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა კატალონიური გრანდი "ბარსელონა". ეს როგორ მოახერხა, ჟურნალისტური თვალსაზრისი გაზეთ "ლელოში" უკვე შემოგთავაზეთ, აქ კი ბექა ბურჯანაძის მოსაზრებას გავეცნოთ.

მას "ანდორაში" შევეხმიანეთ, ველაპარაკეთ როგორც ესპანურ, ასევე საქართველოს ნაკრების ამბებზე.

- "ანდორაში" თავიდანვე იოლად მოიკიდე ფეხი, როგორ ფიქრობ, რა იყო ამის მიზეზი?

- სანაკრებო მატჩების გამო გუნდს ცოტა გვიან შევუერთდით მე, გიორგი შერმადინი და ავსტრიელი ტომას შრეინერი. გუნდში მისვლის პირველივე დღიდან მწვრთნელიცა და თანაგუნდელებიც გვერდში მიდგანან, მეხმარებიან. თავი "ანდორას" დიდი ხნის წევრად მაგრძნობინეს.

არ მომერიდება, თუ ვიტყვი - ერთი ოჯახივით ვართ. არის ზოგიერთი გუნდი, ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, თანაგუნდელები ნაკლებად აღელვებს. ჩვენთან პირიქითაა. მოედანზე, გასახდელში, თუ დარბაზის მიღმა ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა გვაქვს.

- წინა სეზონში "კორუნიას" ლიდერი იყავი, ბევრი ტყორცნა გიწევდა, ამჯერად სხვა ფუნქცია გაკისრია, ახალ გუნდში შენს როლზე გკითხავ...

- "ანდორაში" ჩატარებულ პირველივე ვარჯიშზე გამოჩნდა, რას ელოდა მწვრთნელი ჩემგან, შემდეგ იყო პირველი ამხანაგური მატჩი, შემდეგ ოფიციალური შეხვედრები...

კარგად ვაცნობიერებ, რა სჭირდება მწვრთნელს ჩემგან და ვცდილობ, ზედმიწევნით შევასრულო. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ძალიან იოლია. ხან ცენტრის მეურვეობა მევალება, ხოლო დაზღვევაზე თამაშისას გამთამაშებლებსაც დავდევ. მეორე, მესამე და მეოთხე ნომრებზე ლაპარაკი არც არის. მწვრთნელის მითითებით მოხსნებზე კონტროლიც მევალება, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. იერიშებზე კი ძალიან სწრაფად გადავდივართ და არც ამ კომპონენტში უნდა ჩამოვრჩე.

სხვათა შორის, "ანდორა" სტატისტიკის მიხედვით ლიგის ყველაზე სწრაფი გუნდია, ყველაზე სწრაფად ჩვენ ვუტევთ. ერთი პერიოდი სათადარიგო ცენტრი სტევიჩი ტრავმირებული იყო, მე და მძიმე ფორვარდ ნაჩო მარტინს გვიწევდა წინა ხაზში თამაში. ამ დროს კიდევ უფრო მაღალ ტემპში ვუტევდით.

- "ანდორაში" ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ტანმაღალი ცენტრი, გიორგი შერმადინი თამაშობს და მაინც ყველაზე სწრაფი გუნდია...

- ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის, შერმადინი ხომ მოძრავი ცენტრია, კარგად შეუძლია სწრაფ შეტევაში გაქცევა. სხვათა შორის, "სარაგოსასთან" მატჩის ჰაილაითებში ის ეპიზოდიც მოხვდა, შერმადინი სწრაფი გარღვევის შემდეგ იერიშს ეფექტურად რომ ასრულებს. ცხადია, იგი ისეთივე სწრაფი ვერ იქნება, როგორიც 180 სმ სიმაღლის გამთამაშებელი ენდრიუ ალბისი, მაგრამ მთავარია, რომ იცის გუნდს როგორ წაადგეს და მშვენივრად ჯდება "ანდორას" მონახაზში.

თუ პირველი შეტევა ვერ გამოვიდა, მთავარ ფიგურად შერმადინი იქცევა - ცვდილობთ მას ბურთი ფარქვეშ ჩავუგდოთ და ვიცით, თუ ხელსაყრელ პოზიციაშია აუცილებლად ჩააგდებს, ხოლო თუ პერიმეტრზე რომელიმე პარტნიორია თავისუფალი, პასს არ უგვიანებს.

სხვათა შორის, სწორედ იმიტომ, რომ წინა ხაზში საიმედო ცენტრი გვყავს, მასზე მეტოქეებს დიდი ყურადღება გადააქვთ და დანარჩენებსაც გვიადვილდება გამოთავისუფლება.

- "ბარსელონა" მაღალი კლასის კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, თუმცა მასთან შეხვედრა ძალიან სტაბილურად ჩაატარეთ და გაიმარჯვეთ. რა იყო მოგების მთავარი მიზეზი?

- ბოლო ორი მატჩი წაგებული გვქონდა და საშინაო შეხვედრაში გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. ამასთან გვქონდა ექსტრამოტივაცია - ვეთამაშებოდით ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "ბარსელონას". შინ, ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე თამაში ნამდვილად არ გვიჭირს, 6-დან 6 საშინაო მატჩი გვაქვს მოგებული. სტუმრად კი ერთი მოვიგეთ მხოლოდ. ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

სწორ, გუნდურ კალათბურთს ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, გასვლით შეხვედრებშიც გვექნება შედეგი. რაც შეეხება "ბარსასთან" მატჩს, ის სწორედ მონდომებითა და გუნდური თამაშით მოვიგეთ. განსაკუთრებით კარგი გამოვიდა ბოლო წამები...

- როცა ჯერ "ტომიჩს" მიაღებინე "ანდორასთვის" ფასეული ფოლი, შემდეგ შეტევაში ორჯერ მოხსენი და გადამწყვეტ მომენტში გამთამაშებელ რაისს არ ჩააგდებინე...

- როგორც უკვე აღვნიშნე, მწვრთნელი ჩემგან ბევრს მოითხოვს. ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად გამოვიდა. სხვათა შორის, ვიდრე რაისი გადამწყვეტს ისროდა, ერთხელ სცადა, გამცდენოდა, მაგრამ მყარად დავუდექი, ფეხი დავუტოვე, ჯარიმა კი მივიღე, მაგრამ ნამდვილად არ ვნანობ. ფოლი რომ არ მიმეღო, რაისი იმდენად სწრაფია, გამცდებოდა და ჩააგდებდა. მეორე შემთხვევაში, ბოლო წუთზე უკვე აღარ უცდია სისწრაფეზე გვერდის ავლა - აიწია და სტყორცნა. ხელი საკმარისად შევუშალე, რომ ბურთი არ ჩაეგდო.

- "ბარსელონასთან" გამარჯვება როგორ აღნიშნეთ?

- ჩვეულებრივად. მართალია, ძლიერ გუნდს მოვუგეთ, ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ ეს პროცესია, სეზონის ნახევარიც არ გასულა, ჩვენი ამოცანაა, პლეი ოფის საგზურის მოპოვება. ხოლო იანვრის შუაში კი სატურნირო ცხრილში ზედა რვა გუნდს შორის უნდა მოვხვდეთ, სამეფო თასზე რომ ვითამაშოთ.

"ბარსასთან" მოგების შემდეგ, როგორც წესი, მთელი გუნდი ერთად წავედით სავახშმოდ.

- ქალაქი ანდორა, ალბათ გიორგი შერმადინმა გაგაცნო.

- პატარა ქვეყანა, პატარა ქალაქია. ბარსელონისნაირი არ არის, რომ დიდი დრო დაგჭირდეს შემოსავლელად და გასაცნობად. ჩამოსვლისთანავე გიორგისთან ერთად ქალაქის ცენტრში ვიყავი, ერთად ვივახშმეთ. ხშირად ვსტუმრობთ სპა-ცენტრს, რომელიც მართლაც მაღალი დონისაა. ანდორა საკურორტო ქალაქია, სუფთა ჰაერით... ზამთრის სეზონში მას სათხილამუროდ ბევრი ტურისტი სტუმრობს.

- როგორც ვიცი, თქვენ, კალათბურთელებს, თხილამურებით სრიალს გიშლიან.

- კონტრაქტში არის ერთი პუნქტი, რომლის მიხედვით გვეკრძალება თხილამურებზე დგომა, ველოსიპედითა და მოტოციკლით სიარული. ეს გასაგებიცაა, კლუბის ხელმძღვანელობა ყოველმხრივ ცდილობს, კალათბურთელები ტრავმიან სპორტს მოარიდოს.

- ანდორაში ქართველი მორაგბეებიც არიან. ერთმანეთის თამაშებზე თუ დადიხართ?

- მოთამაშეებიც არიან და გუნდის მთავარი მწვრთნელიც ქართველია. აქამდე უფრო მეტი ჩვენიანი თამაშობდა "ანდორაში", თუმცა ამ სეზონის წინ სხვაგან გადავიდნენ. კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაგბის ყურებაც მსიამოვნებს, თუმცა ხშირად ვერ ვახერხებთ ერთმანეთის საგულშემატკივროდ სიარულს - დროში ვერ ვემთხვევით. მორაგბეებს შუადღეს აქვთ თამაშები, მათ საყურებლად რომ წავიდეთ ჩვენს ვარჯიშსა, თუ მატჩზე დავაგვიანებთ. თუმცა ყოველთვის ასე როდია - მათი თამაშიც ნანახი მაქვს და ისინიც დადიან კალათბურთზე.

- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ვიცით. რომელიმე შენი ყოფილი თანაგუნდელი, მეგობარი ხომ არ თამაშობს მეტოქე გუნდის რიგებში?

- ახლო მეგობარი არ მახსენდება. ამხანაგური ტურნირისთვის თბილისში ჩამოსვლას აპირებს ჩეხეთის ნაკრები, რომელშიც სატორანსკი, ბალვინი თამაშობენ. მათთან "სევილიაში" ვიყავი. როდესაც საკონტროლო მატჩების განრიგი გამომიგზავნეს, ჩემს ანდორელ თანაკლუბელ ჩეხ დევიდ ჟელინეკს ვკითხე თბილისში ჩამოსვლის შესახებ. მითხრა - ჯერ არ ვიცი, მოვხვდები თუ არა 12 კალათბურთელს შორისო.

ასევე ამხანაგურად ვეთამაშებით ლატვიის ნაკრებს, თუმცა არ ვიცი, ჩამოვა თუ არა "ნიუ იორკის" ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი, რომელთანაც "სევილიაში" გამოვდიოდი.

- ევრობასკეტზე ჩვენს ჯგუფში რთულია ფავორიტ-აუტსაიდერების გამორჩევა...

- მძიმე მატჩები გველის. თუმცა ჩვენს ნაკრებს ნამდვილად შეუძლია მაღალი დონის გუნდებთან წარმატებით თამაში, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია. მთავარია, ამ ზაფხულს სათანადოდ მოვემზადოთ, მთავარ მატჩებს კარგ კონდიციებში შევხვდეთ, ყველა კალათბურთელი ჯანმრთელი იყოს ევროპის ჩემპიონატისთვის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ზურა

ბექა არის სტაბილურად ძლიერი კალათბურთელი, მჯერა უფრო დიდ კალათბურთს ითამაშებს მოკლე ხანში. ესპანეთის ლიგაში თავი დაიმკვიდრა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. თოკო, ბექა, დუდა: ქართული კალათბურთის იმედი.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე

17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო

[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა

ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]

ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის

შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე

ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა

ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა

ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში

ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს

[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა

[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა

ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]

[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში

კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს

კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს

იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა

[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

სეტიენის ყოფილმა თანაშემწემ პიკეს გუნდი ჩაიბარა

შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო

"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა