საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 იანვარს დუბაიში უზბეკეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 იანვარს დუბაიში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე უზბეკეთის უპირველესი გუნდი იქნება. ამ შეხვედრის გარშემო ჯერაც ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ მკითხველს გარკვეული ინფორმაცია ახლავე შეგვიძლია მივაწოდოთ. ამავე წერილში ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგის თაობაზეც ვისაუბრებთ...

უზბეკეთთან მატჩში საქართველოს ნაკრები ძირითადად ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული. ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს, რადგან ეს დღე ფიფას ოფიციალურ "ფანჯარაში" არ ზის.

აქედან გამომდინარე, ეროვნულ გუნდში საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების გარდა იმ ლეგიონერებს მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი, რომლებიც ნაკრებში იშვიათად ხვდებიან.

ამ დროისთვის ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით საქართველოს ნაკრების შეკრების ზუსტი თარიღი და ადგილი. იანვარი რთული პერიოდია საფეხბურთო თვალსაზრისით, ბევრი კლუბი შეკრებაზეა... გარდა ამისა, სალაპარაკოა იმ ქართველი ლეგიონერების გუნდებთან, რომლებიც ამ შეხვედრისთვის ეროვნულ გუნდში იქნებიან მიწვეულნი.

ამ დროისთვის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უზბეკეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრები რამდენიმე დღის განმავლობაში უშუალოდ ადგილზე, დუბაიში მოემზადება. მანამდე კი საქართველოში აუცილებლად ჩამოვა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი.

დიდი ალბათობით, სანაკრებო სიაში იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც აქამდე საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდნენ, ახლა კი ლეგიონერები გახდნენ. ვლადიმირ ვაისისთვის მართლაც საჭიროა ასეთი მატჩი, რათა შეაფასოს ნაკრების უახლოესი რეზერვი.

მოდი, ვნახოთ უზბეკეთი...

იმთავითვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს დუბაიში ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოუწევს საქმის დაჭერა. უზბეკეთის ნაკრები წარმატებით თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სადაც A ჯგუფში მესამე ადგილზეა და ჩამორჩება ირანისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებს.

გუნდს ყველა სათამაშო რგოლში ჰყავს ლიდერი. მეკარეებში გამოირჩევა ტაშკენტის "ლოკომოტივში" კახა მახარაძის თანაგუნდელი, 33 წლის იგნატი ნესტეროვი. ის ძალიან საიმედო და ძლიერი გოლკიპერია.

დაცვაში მთავარი კაცი მოსკოვის "ლოკომოტივის" ერთ-ერთი ლიდერი, 29 წლის ვიტალი დენისოვია. შეუცვლელი ფიგურები არიან ჩინეთში მოთამაშე უკანახაზელები, 24 წლის ეგორ კრიმეტსი და 31 წლის ანზურ ისმაილოვი.

ნახევარდაცვისა და ნაკრების ლიდერია 34 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, სერვერ ჯეპაროვი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნიკითა და სათამაშო მანერით ის მთელ აზიაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ჯეპაროვმა კორეულ და არაბულ კლუბებში ითამაშა, ახლა კი კახა მახარაძესთან ერთად ტაშკენტის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს. მას ნაკრებში 121 მატჩი (25 გოლი) აქვს ჩატარებული.

უზბეკთა ნახევარდაცვაში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ორი ფეხბურთელი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება რუსული პრემიერლიგიდან. ესენი არიან თორნიკე ოქრიაშვილის თანაგუნდელი "კრასნოდარში", 29 წლის ოდილ აჰმედოვი და ამჟამად პოლტავის "ვორსკლას" ერთ-ერთი ლიდერი, სანჟარ ტურსუნოვი.

თავდასხმის ხაზში გამორჩეულია 32 წლის ალექსანდრ ჰაინრიხი. მას თავის დროზე მოსკოვის ცსკა-ში უთამაშია, ახლა კი ყაზახური "ორდაბასის" ღირსებას იცავს ოთარ მარცვალაძესა და გოგიტა გოგუასთან ერთად.

აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ჩინური "ბეიჯინგ გუაონის" 23 წლის შემტევი - იგორ სერგეევი. ერთი სიტყვით, უზბეკეთის მოქალაქე მწვრთნელის, სამველ ბაბაიანის ხელში საკმაოდ კარგი კონტინგენტია თავმოყრილი.

რა უპირატესობა აქვთ უზბეკებს?

თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ უზბეკეთის ნაკრებს ამ შეხვედრაში ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება. ამ ნაკრებში ლეგიონერები ისეთ გადამწყვეტ როლს არ თამაშობენ, როგორსაც - საქართველოს უპირველეს გუნდში.

უზბეკეთში მოთამაშე ის ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში სისტემატურად ირჯებიან, წლების განმავლობაში ძირითადად ერთსა და იმავე კლუბებში (ტაშკენტის "ლოკომოტივი", "ფახთაქორი") ირჯებიან და კარგადაც არიან შეთამაშებულები, რაც სოლიდური პლუსია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართლოსი
მიზანი უნდა იყოს გამარჯვება,რადგან ფიფას ვერსიით ძალიან უკან ვართ.„75„ ზე რომ იქნები რეიტინგში და კიდევ ძლიერ ნაკრებს არ ჩაიყვან დუბაისი,მაშინ აზრი საერთოდ არა აქვს იქ ჩასვლას.
გგ
ვაი ჩვენ დღეს
ნ
ჩემის აზრით, ნაკრების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა მუდმივად უნდა იყოს ფიფას რეიტინგში წინ წაწევა და პირველ 70–ში შეღწევა, რათა წამყვან მოთამაშეებს ევროპის უძლიერეს კლუბებში თამაშის საშუალება მიეცეთ. ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს ეს და ყველა სხვა შეხვედრაც.
Vasili
უზბეკეთთან თუ წავაგეთ მერე რა უნდა ვქნათ ???? :D :D :D / იმედია მოვიგებთ 1-2-ს
თამაზი
მე რომ ფედერაციის უფროსი ვიყო ,შევქმნიდი მეორე ნაკრებსაც ,საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებით და სხვა მწვრთნელით ,რომ სპარინგობა გაუწიოს პირველ ნაკრებს,თან სტიმული იქნება აქაურებისათვის თავის გამოსაჩენად
ზაზა
გოგია,ჯიქია,ფარცვანია–აუცილებლად ჭირდებიან ნაკრებს სერბებთან თამაშისთვის!
niko
ნაკრების მწრთვნელს კონტრაქტში უნდა ეწეროს რომ საქართველოში უნდა იცხოვროს 12 დან 10 თვე მაინც რომ ადგილობრივ ჩემპიონატს დააკვირდეს და ახალი ფეხბურთელები შეარჩიოს.
murtalo
ბატონო ალეკო რომ დაგეწერათ რომელ ადგილზეა უზბეკეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში მგონი ურიგო არ იქნებოდა.
odala
ირჯებიან, ირჯებიან და ირჯებიან. მაგრად გევასება ეს სიტყვა. თან ისე, რომ წინადადებაში 2-ჯერ შეგიძლია იხმარო :)))
zaza
უზბეკეთის გუნდიც თუ ძლიერ მეტოქედ ითვლება , საერთოდ რა გინდათ ? რაღას ყრით ფულს , ჩამოდით აგერ , ამბროლაურში ეთამაშეთ Xვენსგუნდა , მერე თყიბულს გაუარეთ , მერე თერჯოლას და ა.შ. აქეთ ღორების დაკვლაა , იმერეთში ნიდაურ-გოჭების და გაზაფხულიც მოვა ამასობაში . მერე ეკალა და ჯონჯოლი გამოვა და იყიალეთ ასე . მეთი მაინც არაფერი გეჭმევათ თქვენ , პატრონი რომ გყაბდეთ :(
555 GVARZLIANI
ამან რატომ უნდა ნახოს უახლოესი რეზერვი, რა კიდევ ერთი შესარჩევი უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, რომელიც მოლდოვას ვერ უგებს თბილისში და 4 ტურის შემდეგ ჯგუფიდან ვერგასვლა გარანტირებული აქვს.
niko
მთავარია დიდი ანგარიშით არ მოგვიგონ!!!
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უზბეკეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]
"კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს..." - სანიოლი
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
მიჯრით სამი მოგება და უკეთესის იმედი - "ჯვაროსნების" ოპტიმისტური კომენტარები
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
კაპიტან ჯიქიას რუსეთის ნაკრები ჯიქურ უზბეკეთსაც ვერ უტევდა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
სანიოლის კაპიტულაცია
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
რას წარმოადგენენ უზბეკები და რა შანსი აქვს კარგ ხასიათზე მყოფ საქართველოს?
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?