"თუ გინდა, დარჩი, თუ არ გაწყობს, კარგად იყავიო. საწყენია და არა მგონია, ასეთ დამოკიდებულებას ვიმსახურებდე"

გარდამავალი ჩემპიონატი "ჩიხურამ" ვიცე-ჩემპიონის სტატუსით დაასრულა. საჩხერელთა ერთ-ერთი ლიდერი, ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი შეეგუა იმ აზრს, რომ გუნდს დატოვებს. თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ამაზე მან "ლელოსთან" მოკლე ინტერვიუში ილაპარაკა...

- "ჩიხურა" მთელი სეზონი კარგ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ სწორედ მაშინ წააგეთ, თქვენგან ყველაზე მეტს რომ ელოდნენ...

- ცუდი ისაა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში კარგ ფეხბურთსაც ვაჩვენებდით, მაგრამ ეს მაინცდამაინც "სამტრედიასთან" ვერ მოვახერხეთ. ფაქტია, რომ ორივე შეხვედრაში აშკარად გვაჯობეს. არადა, სამტრედიაში ერთი გოლი მაინც რომ გაგვეტანა, თბილისში საპასუხო თამაშს სულ სხვაგვარი განწყობით ჩავატარებდით. მაგრამ სწრაფი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, მერე "სამტრედიამ" კიდევ გაგვიტანა და უცებ დავიშალეთ. ფინალის წაგებაში კი, ეტყობა, მთავარი დამნაშავე მე ვიყავი.

- ეს ვინ დაასკვნა?

- მოვლენები ისე განვითარდა, რომ ასეთ დასკვნას თავად ვაკეთებ. აშკარაა, ჩემი დატოვება აღარ სურთ...

- მართალია, რომ "ჩიხურასთან" კონტრაქტი დაგისრულდათ?

- დიახ, დასრულდა...

- ...და გაგრძელება აღარ შემოგთავაზეს?

- საქმე სხვაგვარად არის. "ჩიხურას" თბილისის "დინამოდან" ისეთ დროს დავუბრუნდი, როცა ტრავმირებული ვიყავი და ამიტომაც დავთანხმდი დაბალ ხელფასზე. სეზონის დასრულებისთანავე ხელშეკრულებაც დამისრულდა. მაგრამ პირობები უნდა გაეუმჯობესებინათ. ორიოდე დღის წინ კი, ისე დამიკავშირდნენ, შეხვედრაც არ ისურვეს და მითხრეს, პირობებს ვერ გავაუმჯობესებთო.

კლუბმა თავად იცის, რა აწყობს და რა არის მიუღებელი, მაგრამ ეს წინადადება ულტიმატუმს ჰგავდა - თუ გინდა, დარჩი, თუ არ გაწყობს, კარგად იყავიო. საწყენია და არა მგონია, ასეთ დამოკიდებულებას ვიმსახურებდე.

- რა დასამალია და, წაგებულ ფინალში საუკეთესოდ ნამდვილად არ გითამაშიათ...

- სამწუხაროდ, შეცდომები დავუშვი, მაგრამ წაგება მხოლოდ ჩემი ბრალი იყო? ეს სეზონში "ჩიხურას" ყველაზე ცუდი შეხვედრები იყო. მაგრამ მივხვდი, გუნდს აღარ ვჭირდებოდი.

- მას შემდეგ რომელიმე გუნდში გადასვლა შემოგთავაზეს?

- ერთი ვარიანტი პოლონეთში შემომთავაზეს, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია. საქართველოში კი ყველა კლუბმა ჯერ არც იცის, რომ წამოვედი და მხოლოდ ერთი მათგანი დამიკავშირდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rustavi
აუცილებლად რუსთავში წამოდი ....
diego
გიორგი კარგია, რომ აღიარე შეცდომა, და საერთოდ "გოდორი იჭვნება" უმადურობას ყოველთვის დახვდება წინ იგივე
temo
გული არ გაიტეხო სხვა გყნდი მონახე ასე რატომ მოიქცენ მიკვირს
shio
ფრუიძემ თვითონ წააგო ან დათმო ფინალი,მაგას რა უნდა ფეხბურთში.რეხვო ჯიგარი ხარ,წადი პოლონეთში თუ გამოგივა.წარმატებები.
Guadua
სოსო ფრუიძე, არ გეკადრება შენ ამ ხნის კაცს, ასე ცუდად მოქცევა რეხვიაშვილთან. სამტრედიის ქომაგი ვარ მაგრამ რა ექნა, ამ კაცს ფრთები უნდა გამოესხა?თუ არ სცნობთ იმას რომ სხვები შეიძლება თქვენზე ძლიერნი იყვნენ? მაშინ კაშია რატომ არ გააგდეთ? რომ არა მის გამო 1-ლი პენალტი სამტრედიასთან, იქნებ სულ სხვა სცენარით წასულიყო თამაში? რეხვო, დარეკე სამტრედიაში ცეცაძესთან, მუშა ბიჭი ხარ, სამტრედიელებიც პატივს გცემენ, აი პოლონეთში წასვლა კი სისულელეა, იქაური აფერისტების ბანდა დაძრწის საქართველოში და ცხოვრებას მოგისპობენ.
ჩიხურა
შენსავით რომ ყველამ აღიაროს შეცდომები.ყველაფერი კარგათ იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის "საბურთალო" დატოვა
გიორგი რეხვიაშვილი: თამაშიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ლოგიკური შედეგია
გოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]