პრაღის "სლავიას" ფეხბურთელმა ჯერ არ იცის, რა იქნება ზაფხულში, როდესაც კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ლევან ყენიას ზაფხულის შემდეგ არ უთამაშია. მან ტრავმა ევროპალიგის პლეი ოფის მატჩის წინადღეს მიიღო და 25 აგვისტოს შემდეგ უქმობს.

სამწუხაროდ, ყენიას კარიერას არა და არ ეშვება ტრავმები. ჯერ კიდევ "შალკეში" ყოფნისას, ლევანმა მიიღო ის ტრავმა, რომელიც დღემდე აწუხებს. კარგია, რომ ყენია ასეთ ვითარებას უძლებს და მომავლის იმედს არ კარგავს.

"ლელო" მას პრაღაში შეეხმიანა. ცხადია, თავდაპირველად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხეთ:

"სამწუხაროდ, ჯერაც ვერ ვთამაშობ იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც "ანდერლეხტთან" მატჩის წინადღეს მივიღე. მადლობა, რომ გახსოვვართ! რეაბილიტაციის პროცესი ძალიან გაიწელა. გერმანიაში დავდივარ სამკურნალოდ", - გვითხრა ყენიამ.

"ამ დროის განმავლობაში, ბურთთან ერთადაც ვვარჯიშობ, მაგრამ ცუდი ის არის, რომ 100 პროცენტით ვერ ვიტვირთები.

რაც შეეხება "სლავიას", გუნდში ყველაფერი კარგადაა. ჩეხეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე ვართ, კლუბის ხელმძღვანელობას ჩემპიონობა სურს", - ესეც ყენიას სიტყვებია.

იქვე ის, "სლავიასთან" კონტრაქტზეც ლაპარაკობს.

"ზაფხულამდე მაქვს კლუბთან ხელშეკრულება. სამწუხაროდ, როგორც სულ ხდება ჩემს კარიერაში, ტრავმამ ამჯერადაც უკან დამწია, მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებ. ბრძოლას არ ვწყვეტ. ჯერ არ ვიცი, რა იქნება ზაფხულში", - ამბობს ლევანი.

"ფეხბურთელისთვის იმაზე რთულად ასატანი არაფერია, როცა იძულებით უწევს უქმობა.

"როგორც ყოველთვის, ოჯახი ჩემს გვერდითაა. ისინი მიმსუბუქებენ ყოფას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიშა
ფაფასუა ფეხბურთელი არის ევროპაში ტანკი უნდა იყო რომ გამოგივიდეს თამასი და არა საპნის ბუშტი
ზვიო
წამოდით მერე მაგ ხოკეისტი ქვეყნებიდან ბიჯო
odala
1-2 ტატუიროვკაც დაირტყი და ყველაფერი მაგრად იქნება.
gizog
ლევან მალე გამოჯანმრთველებას გისურვებ, შენ ფეხბურთს ალამაზებ შენი თამაშით, ამიტომ დიდ ხანს თამაშს გისრვებ. გელოდებით ეროვნულში. დამდეგს გილოცავ.
Tbiliseli
ყველაზე ნიჭიერი ხარ, არ დანებდე!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - "ბაიერნმა" და "ინტერმაც" მოგებებით დაიწყეს
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
"არსენალი" შეუჩერებელია - "ნაპოლი" "აინტრახტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია