8 იანვარს ვაჟთა ნაკრებთან ერთად ქალებიც მიემგზავრებიან ავსტრიულ მიტერშილში ერთობლივ კემპზე
ფოტოზე: მზია ბებოშვილი

ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად გეგმები ვაჟებთან ერთად ქალებმაც დააწყვეს, რომლებიც ასევე ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის, თუმცა იქამდე მზადების რამდენიმე ეტაპს გაივლიან.

8 იანვარს ვაჟთა ნაკრებთან ერთად ქალებიც მიემგზავრებიან ავსტრიულ მიტერშილში ერთობლივ კემპზე, რომელსაც ძიუდოს ევროპული ფედერაცია ატარებს. ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია თენაძეს იქ ექვსი შეგირდი მიჰყავს, თუმცა ასაკით ყველა მათგანი არა ქალების, არამედ გოგონების ასაკობრივი გუნდების წევრია: ოლიკო ალადოშვილი (48), მზია ბებოშვილი, მარიამ ჯანაშვილი, სალომე მარგიანი (სამივე - 52), ხატია ჯანაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი (ორივე - 57). ამათგან ლიპარტელიანი ჯერ ისევ ჭაბუკთა გუნდის წევრია, თუმცა მწვრთნელს გამოცდილების მისაღებად მაინც მიჰყავს - ავსტრიაში ხომ ძიუდოს მთელი ელიტა შეიკრიბება და მათთან ვარჯიში, მათთან სპარინგები ძალიან წაადგება ლიპარტელიანსაც და სხვებსაც.

თუმცა თენაძე და მისი ორი გამორჩეულად ნიჭიერი შეგირდი ერთი დილემის წინაშე მაინც დადგნენ - შესაძლოა, მარიამ ჯანაშვილმა და მზია ბებოშვილმა წონითი კატეგორიები შეიცვალონ. ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტ ჯანაშვილს ზედმეტი წონა იმდენად არ აწუხებს, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგში ძიუდოს წესებში შესატანი სავარაუდო ცვლილების გამო დადგა. მოგეხსენებათ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სერიოზული რეფორმები წამოიწყო, ერთ-ერთი მათგანი კი შერეული გუნდური შეჯიბრების ჩატარებაა. ახლა ქალები და ვაჟები თუ ცალ-ცალკე ატარებენ გუნდურ პირველობას, სამომავლოდ განზრახულია, შეიქმნას გაერთიანებული გუნდი ექვსი წონითი კატეგორიით, სადაც სამი ქალების, ამდენივე კი ვაჟების წონა იქნება.

ამ სამომავლო პროექტში არ შედის 52 კილოგრამი, 57 ექნებათ ქალებს. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ წესების პროექტია, რომელიც საბოლოოდ ბაქოში უნდა განიხილონ იანვრის დასაწყისში და იქ გადაწყდება, დაამტკიცებენ თუ არა. დამტკიცების შემთხვევაში ჯანაშვილს ზევით გადაიყვანენ, თუ არადა, დარჩება 52-ში.

რაც შეეხება ჭაბუკებში ევროპის კიდევ ერთ ჩემპიონ ბებოშვილს, მისი საქმე ცოტა რთულადაა, რადგან წონა საგრძნობლად გაექცა და 52-ში დასაბრუნებლად გვარიანი ჯაფა დაადგება. მოგეხსენებათ, მან მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ლამის მთელი სეზონი გაუცდა. წონაშიც ამ პერიოდში მოიმატა, თუმცა ის ისეთი ბუნებრივი მონაცემებისაა, ეს ისედაც გარდაუვალი იქნებოდა - ჯერ კიდევ მოზარდია, ფიზიკურადაც ჯანიანი გოგოა და ასაკთან ერთად წონა აუცილებლად მოემატებოდა.

ავსტრიულ კემპზე ნაყოფიერი სპარინგების გარდა, მისთვის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა წონის ეტაპობრივი, გეგმაზომიერი დაკლება იქნება, თორემ მასაც მოუწევს 57-ში გადასვლა. ეგ კი არა, იქაც ექნება დასაკლები.

ეს კემპი 16 იანვარს მთავრდება და ჩვენები სამშობლოში ბრუნდებიან, 20-დან კი თენაძეს განზრახული აქვს, ბაკურიანში საერთო ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება დაიწყოს, სადაც, სავარაუდოდ, უკვე გაფართოებული შემადგენლობა იქნება და ამ ექვსეულს სხვებიც დაემატებიან, მაგრამ ერთი კი არის, რომ კონტინგენტი შეზღუდულია და მწვრთნელს დიდი არჩევანი არც აქვს. ამის შემდეგ თენაძეს ბელგიაშიც სურს ერთობლივ შეკრებაზე წასვლა, სადაც 6-9 თებერვალს ქალაქ სპაში საწვრთნელი კემპი ჩატარდება.

ამის შემდეგ ჩვენები ტურნირებშიც გამოვლენ, ოღონდ აქცენტს შედარებით დაბალი რანგის "ევროპის ღია თასებზე" გადაიტანენ, თუმცა უმაღლესი რანგის შეჯიბრებებშიც გამოვლენ.

ბელგიაში წასვლამდე იანვარში საერთაშორისო ძიუდოში ორი შეჯიბრება იმართება - 14-15 იანვარს ტუნისში "აფრიკის ღია თასია", 4-5 თებერვალს კი ანალოგიური ევროპული შეჯიბრება სოფიაში იმართება, რომელიც ქალთა ტურნირია (აფრიკულ სტარტში ასეთი გაყოფა არაა), თუმცა ჩვენები არც ერთში არ გამოვლენ. ისინი ტურნირში პირველად ავსტრიაშივე, ოღონდ ობერვარტში გამოვლენ, სადაც 18-19 თებერვალს "ევროპის ღია კონტინენტური" თასი ჩატარდება, ერთ თვეში კი პრესტიჟულ შეჯიბრებაში მოსინჯავენ ძალებს - 24-26 მარტს დიუსელდორფში "დიდ პრიზზე" იჭიდავებენ.

იქ წასასვლელად ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია შეჯიბრების შემდგომ გასამართავი ტრადიციული ერთობლივი წვრთნებია, რომელშიც ჩვენებიც მიიღებენ მონაწილეობას. გეგმაშია ჩეხეთის "ღია თასიც", რომელიც 4-5 მარტს ტარდება და რაღა თქმა უნდა, საშინაო ტურნირი - თბილისის "დიდი პრიზი", მარტი-აპრილის მიჯნაზე რომ უნდა გაიმართოს სპორტის ახალ სასახლეში.

სავარაუდოდ, უკვე ჩეხეთის ტურნირის შემდეგ საბოლოოდ გაირკვევა, ვინ იჭიდავებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც 2-23 აპრილს ვარშავა უმასპინძლებს. ასეთებისთვის თბილისის ტურნირი უკვე საკონტროლო შეჯიბრება იქნება, თუმცა კონკურენცია სადმე ისევ თუ იქნება გადასაჭრელი, შესარჩევის დანიშნულებასაც შეასრულებს.

სავარაუდოდ, თბილისში გაცილებით უფრო დიდი გუნდი იასპარეზებს, ვიდრე - დანარჩენ ჩამოთვლილ ტურნირებში, რადგან აქ მგზავრობის ხარჯები არ ექნებათ და არც მწვრთნელი შეზღუდავს მსურველებს. თენაძის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე მარიამ ჯანაშვილი ნამდვილად იჭიდავებს, დანარჩენთა საკითხი კი ამ სტარტების შემდეგ გადაწყდება.

აქვე განვმარტავთ, რომ ესაა მწვრთნელთა შტაბის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც უკვე წარუდგინეს ფედერაციას და იმედოვნებენ, რომ სრულად დაუმტკიცებენ, თუ არადა, მერე დასხდებიან და იმსჯელებენ, რომელი პუნქტი ამოაგდონ.

სავარაუდოდ, ფედერაცია დაამტკიცებს ამ კალენდარს, რადგან თვითონაც დაინტერესებულია ქალთა ძიუდოს განვითარებით, ხოლო ახალი წესების, უწინარესად კი შერეული გუნდის დამტკიცების შემდეგ იძულებულიც იქნება, ასე მოიქცეს. სხვა გზა, უბრალოდ, არ გვრჩება, თორემ გუნდურში ვაჟთა ძლიერი შემადგენლობაც დაგვრჩება ხელმოცარული. თუმცა ფედერაცია აქამდეც ბევრს გეგმავდა ქალთა დასახმარებლად და ამ ცოტა ხნის წინათ შეხვედრაც კი მოუწყო ნაკრებს - სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და მშობლებსაც კი, სადაც ისაუბრეს ამ გუნდის დახმარების აუცილებლობაზე და დაჰპირდნენ კიდეც ამას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დავასრულეთ - ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
ბექაური, ლიპარტელიანი - ოქროს მედლების მოლოდინში ტაშკენტში
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
უარი უფროს გოგონებთან ურთიერთობაზე - იამალმა ეს გადაწყვეტილება ახსნა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
429 ძიუდოისტი 55 ქვეყნიდან - 29 მარტს თბილისის გრან პრი იწყება
გოგონებმა ავსტრიული კემპი ჩააბარეს - ინტერვიუ გია თენაძესთან
ახალგაზრდული ნაკრები: გუჯეჯიანის მორიგი თამამი ექსპერიმენტები
ᓐᓮᕐᓚ
გოგონები ევროპისთვის მზად არიან, სტამი გვემშვიდობება, ძაპა - იკლებს
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ძალიან დატვირთული უქმეები
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი
ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დავასრულეთ - ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები: ობერვარტში ლიდერებით
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
გოგონები ვეღარ იზრდებიან - ინტერვიუ გია თენაძესთან
პრაღის ტურნირი: საჭიდაოდ გოგონებიც დაირაზმნენ
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
ესენიც იტყვიან თავიანთ სიტყვას - ქალთა ძიუდოს პერსპექტივა საქართველოში
სუპერ-ლიპარტელიანი! - ინტერვიუ გია თენაძესთან
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
გამოსავალი ისევ ევროპაშია - ინტერვიუ გია თენაძესთან
ევროპის ღია თასი: ჩვენგან ყველაზე უკეთ მარიამ ჯანაშვილმა იჭიდავა
მზია ბებოშვილის ისტორიული მედალი
ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი
ძიუდოისტ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ტრაბზონში მოემზადება
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები