უკვე ცნობილია "დიდი სლემის" პირველი ტურნირის დანაკარგების შესახებ
არგენტინული ჩოგბურთის პირველი ნომერი ხუან-მარტინ დელ პოტრო მონაწილეობას არ მიიღებს "დიდი სლემის" რიგით პირველ ტურნირში - ავსტრალიის ღია პირველობაში, რომელიც 16-29 იანვარს გაიმართება მელბურნში.

28 წლის ჩოგბურთელმა გადაწყვიტა - უფრო საფუძვლიანად მოემზადოს 2017 წლის სეზონის სტარტისთვის. არგენტინელი ითვალისწინებს იმას, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრი გაუცდა მაჯის ტრავმის გამო. სხვათა შორის, 2015 და 2016 წლებში, დელ პოტრო ასევე ვერ ვიხილეთ ავსტრალიის ღია პირველობაზე.

ასევე არ ითამაშებს მელბურნში ამერიკელი მედისონ კისი, რომელმაც თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ ოპერაცია გადაიტანა მარცხენა მაჯაზე და არ სურს კორტზე ნაადრევად დაბრუნებით რისკზე წასვლა. გარდა ამისა, ამერიკელმა დაწერა, რომ განაახლა თანამშრომლობა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან ლინდსი დევენპორტთან, რომელთანაც 2014-15 წლებში მუშაობდა.

WTA-ის "ტვიტერის" ინფორმაციით, შესაძლოა, ხუან მარტინ დელ პოტროსა და მედისონ კისს შეუერთდეს და ავსტრალიის ღია პირველობა გამოტოვოს სერბმა ანა ივანოვიჩმა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა განაცხადი გამოიტანა ოკლენდის ტურნირიდან და ახლა, იგივეს გაკეთებას ფიქრობს "დიდი სლემის" პირველ ჩემპიონატზე.

ოკლენდის ტურნირის გამოტოვების მიზეზია გაჭიანურებული აღდგენითი პროცესი ტრავმის შემდეგ, რომელიც ანამ ჯერ კიდევ ზაფხულის ბოლოს მიიღო. შეგახსენებთ, რომ ივანოვიჩმა 2016 წლის სეზონი სექტემბერში დაასრულა. მაშინ სერბმა განაცხადა, რომ მაჯა აწუხებს, აგრეთვე, აპირებს ოპერაცია გაიკეთოს ფეხის მოტეხილ თითზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
აშშ-ის ღია: სუპერმატჩი ახლოვდება
აშშ-ის ღია: ფედერერი-ნადალი არ იქნება
ნოვაკ ჯოკოვიჩი US Open-ის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
დღეს შანხაიში: ბასილაშვილი VS დელ პოტრო
ინდიან უელსის ტურნირი: ხუან მარტინ დელ პოტრომ როჯერ ფედერერი შეაჩერა
"მადლობა, რომ იყავი მაგალითი კორტსა და მის მიღმა" - დელ პოტრო ფედერერს დაემშვიდობა