25 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების, 2016 წლის ბოლო სათამაშო დღეს უმასპინძლა
25 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების, 2016 წლის ბოლო სათამაშო დღეს უმასპინძლა.

ზამთრის შესვენების წინ კალენდარული ტურის შეხვედრები კორპორატიულმა გუნდებმა გამართეს და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ წლის დასასრული განსაკუთრებულად საინტერესო და დაძაბული დაპირისპირებებით იყო გამორჩეული.

ვერცხლის ლიგის VI ტური "ბანკი რესპუბლიკისა" და "დომინოს პიცის" გუნდების შეხვედრით დაიწყო. ამ უკანასკნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მორიგი მარცხისა, მიმდინარე გათამაშებაში ეს მათი საუკეთესო შეხვედრა აღმოჩნდა. ბანკირებმა კი ტრადიციულ, "მოკრძალებული ანგარიშების კურსს" არ გადაუხვიეს და 2-0 სძლიეს მეტოქეს.

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა "საქართველოს ბანკის" გუნდმა, რომელმაც "მინა" დაამარცხა 5-1 და 15 ქულით "ბაქსვუდთან" ერთად, ახალ წელს უდანაკარგოდ ხვდება ცხრილის სათავეში.

საინტერესო გამოდგა "კუბიკისა" და შემოსავლების სამსახურის გუნდების დაპირისპირებაც. მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საბოლოოდ "შემოსავლების" დამსახურებული გამარჯვებით, 4-2 დასრულდა. როგორც შემდგომ გაირკვა, ამ გამარჯვებით "ქვეყნის მთავარი ფინანსური გუნდი" სატურნირო ცხრილში საპატიო მესამე ადგილზე აღზევდა.

წლის დასასრული წარმატებული გამოდგა საბანკო სფეროს კიდევ ერთი წარმომადგენლისთვის. "ლიბერთი ბანკი" გათამაშების აუტსაიდერს, "აჭარა ჯგუფს" დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, მინი- ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით - 2-1 შეძლო მეტოქის დამარცხება.

ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა "ელიტა ბურჯმა". ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის, ანდრო მიზანდარის დამოძღვრილი გუნდი უშუალო კონკურენტს, "საქრუსენერგოს" დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში, 7-3 აჯობა მეტოქეს. ამ გამარჯვებით "მშენებლებმა" საპლეიოფო ზონაში შეაღწიეს, სადაც 9-9 ქულით, "რესპუბლიკასთან" და "ლიბერთისთან" ერთად მე-6- მე-8 ადგილებს იყოფენ.

ტური ზედა ხუთეულში მყოფი გუნდების, "ევროპაბეთისა" და "ავერსის" შეხვედრით დასრულდა. ეროვნული ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი მწვრთნელების, ალიკ სარქისიანის და ბესო არველაძის გუნდების დაპირისპირება უაღრესად საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რაზეც საბოლოოდ დაფიქსირებული შედეგიც მეტყველებს - 3-3. დაკარგულ ქულებთან ერთად, გუნდებმა წინასაახალწლოდ სამეულში მოხვედრის შანსიც დაკარგეს და სეზონის განახლებამდე ხუთეულში ყოფნით მოუწევთ "დაკმაყოფილება".

25.12.2016. ვერცხლის ლიგა. VI ტური

ბანკი რესპუბლიკა - დომინოს პიცა 2:0

საქართველოს ბანკი - მინა 5:1

კუბიკი - RS 2:4

აჭარა ჯგუფი - ლიბერთი ბანკი 1:2

ელიტა ბურჯი - საქრუსენერგო 7:3

ავერსი - ევროპაბეთი 3:3

ბომბარდირები: დიმიტრი ანდღულაძე (საქრუსენერგო) - 11, გიორგი ლუკავა (ევროპაბეთი) - 10, ავთანდილ სებისკვერაძე (ელიტა ბურჯი), გიორგი ახლანძე (ბაქსვუდი) - 9

არანაკლებ საინტერესო გამოდგა 2016 წლის ოქროს ლიგის დასკვნითი სათამაშო დღე. V ტურში გამართულ შეხვედრებში, დაფიქსირებულ სენსაციასთან ერთად, მაყურებლებმა შთამბეჭდავი სერიის დასასრულიც იხილეს...

2015 წლის 27 დეკემბრის შემდეგ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში პირველად დამარცხდა საპატრულო პოლიციის საფეხბურთო გუნდი. 367-დღიანი "იდილია" "ძალოვნებს" "ფოსტალიონებმა" დაურღვიეს. პრინციპული მეტოქეების გუშინ გამართული დაპირიპირება უდავოდ ერთ-ერთი თუ არა, საუკეთესოა მიმდინარე სეზონში.

მაღალი ტემპით, დაძაბულობით, საგოლე მომენტების სიმრავლით გამორჩეული შეხვედრა "საქართველოს ფოსტის" ფეხბურთელების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. ამ მოგებით მათ შარშან 1/2-ფინალში განცდილი მარცხისთვის შედარებით მცირე მასშტაბებით შეძლეს რევანშის აღება.

რაც შეეხება ტურის მთავარ სენსაციას, აქამდე მოგების გარეშე მყოფი თავდაცვის სამინისტროს გუნდი "სარანგი" წინასწარ ფავორიტად შერაცხულ "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერს" დაუპირისპირდა და მოულოდნელად, თუმცა სავსებით დამსახურებულად 4-2 დაამარცხა.

აუცილებლად გამორჩევის ღირსია "ძალოვნების" შემტევის, ხვიჩა ყალიჩავას თამაში, რომელმაც ორ ულამაზეს გოლს ერთი საგოლე გადაცემაც დაურთო თან და საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ისევე, როგორც მათმა კარის დარაჯმა ლაშა ჩიტიამ. მან არაერთხელ მოახერხა მეტოქის იერიშების გაუვნებელყოფა.

დამაჯერებლად იმარჯვა "ნატახტარმა". წარუმატებელი სერიის შემდეგ ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდს დაუპირისპირდა და 4-1 სძლია.

დაგეგმილი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში ფეხბურთის ფედერაციის მეორე გუნდმა, რომელმაც Menu.ge-ს გუნდი გაანადგურა 20-5.

წლის ბოლო სათამაშო დღე "ვითიბი ბანკისა" და თბილისის მერიის გუნდების უგოლო დაპირისპირებით დასრულდა - 0-0. მიუხედავად მარცხისა, პატრული 12 ქულით მაინც ინარჩუნებს სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულ ლიდერობას, მას ერთი ქულით ჩამორჩება სფფ-2, 10 ქულით მესამე ადგილზეა "საქართველოს ფოსტა".

25.12.2016. ოქროს ლიგა. V ტური

TTC - ნატახტარი 1:4

პატრული - საქ. ფოსტა 1:2

სარანგი - GWP 4:2

სფფ-2 - Menu.ge 20:5

ვითიბი - თბილისის მერია 0:0

ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) - 9, თემურ ვაჩანძე (ფოსტა) - 8, დავით სირაძე, გიორგი მოდებაძე (სფფ-2) - 7

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო BELLA COSTA

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში