ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

2016 წლის მთავარი მოვლენები და გმირები ქართულ ფეხბურთში

2016 წლის მთავარი მოვლენები და გმირები ქართულ ფეხბურთში

...ვისაც ის გოლი არ უნახავს, მას არ უნახავს არაფერი
ვაცილებთ ძველ წელს და ვხვდებით ახალს. ქართული ფეხბურთი და მომავლის იმედი ვის გაუყვია? ასეა ახლაც. დიდი ილია რომ იტყოდა საახალწლოდ - რა გითხრათ, რით გაგახაროთო, საქმე დაახლოებით ასეა, მაგრამ სანამ ვარსებობთ, ცხოვრებას დიდოელი ლეკის ნაბადივით ვერ გავეთელვინებით და ვერც ჩვენი ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი გაქრება.

მაშინ, შევაჯამოთ 2016 წლის საფეხბურთო პერიპეტიები. ვინ იყო წლის ფეხბურთელი, რომელი იყო წლის მოვლენა, ანუ თუნდაც წლის... ციფრი.

გმირი

ბევრი, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, სანამ ჩვენი ვერსიით საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელს დავასახელებდით. საბოლოოდ, თორნიკე ოქრიაშვილის სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი (ეს წერილი უკვე მზად იყო, როცა ანალოგიური არჩევანი გააკეთა ქართულმა საფეხბურთო სამყარომაც).

- GFF AWARDS 2016: თორნიკე, ბუდუ და სხვები [PHOTO]

- თორნიკე ოქრიაშვილის ყველა გოლი 2016 წელს [VIDEO]

სანამ უფრო დაწვრილებით ავხსნიდეთ ჩვენი არჩევანის მიზეზს, მანამდე მოკლედ ვთქვათ - იმედია, ეს აღიარება კიდევ ერთი სტიმული იქნება რუსული "კრასნოდარის" 24 წლის შემტევისთვის, სტიმული, რათა ბოლომდე გამოავლინოს მართლაც დიდი საფეხბურთო ნიჭი. ასეთ შემთხვევაში, საფიქრალი გაცილებით ნაკლები გვექნება...

და ჯანო ანანიძე? როცა საუკეთესოობაზე მიდგა საქმე, არჩევანის გაკეთება ამიტომაც გაგვიძნელდა. თორნიკეს დასახელების მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ 2016 წელს ის საქართველოს ნაკრების ნამდვილ ლიდერად იქცა.

გასაგებია, რომ ჯანოს "სპარტაკში" უფრო სტაბილური წელიწადი ჰქონდა, განსაკუთრებით - მისი მეორე ნახევარი. "სპარტაკი" რუსეთის ჩემპიონატის ლიდერია და ამით ძალიან ბევრი რამაა ნათქვამი. კიდევ მეტს გვეუბნება ის, რომ ჯანო ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, თუმცა ოქრიაშვილი უკეთესი იყო საქართველოს ნაკრებში.

სანამ დაწვრილებით დავწერდეთ თორნიკეს წლის სანაკრებო მარგალიტებზე, მშრალ სტატისტიკას მივმართოთ. ყაზახეთი, ესპანეთი და უელსი - ეს იმ ნაკრებების ჩამონათვალია, რომლებიც ოქრიაშვილმა 2016 წელს დაამწუხრა.

- საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

ახლა ვნახოთ, რა მნიშვნელობისა იყო ეს გოლები. ყაზახეთთან ამხანაგურ შეხვედრას რომ თავი დავანებოთ, მისმა ზუსტმა დარტყმამ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მჭექარე გამარჯვება გამოჭედა: ესპანეთთან და თანაც - სტუმრად. მერე რა, რომ ამხანაგურ შეხვედრაში - პლანეტის მართლაც რომ გამორჩეული გუნდის დამარცხება ყოველთვის, ნებისმიერ შეხვედრაში საამაყოა.

სწორედ ოქრიაშვილმა უპასუხა გარეთ ბეილის გოლს კარდიფში, სადაც საქართველომ სენსაციურად გაუყო ქულები უელსს - ევროპის ბოლო ჩემპიონატის მთავარ აღმოჩენას. მთლიანობაში, ის მატჩი ერთ-ერთი საუკეთესო იყო არა მარტო ოქრიაშვილის სანაკრებო კარიერაში, არამედ ქვეყნის მთავარი გუნდისთვისაც.

რა თქმა უნდა, თუნდაც სანაკრებო ფრონტზე ოქრიაშვილს მეტიც შეეძლო. იმავე მოლდოვასთან შინ ფრედ დასრულებულ მატჩში ის ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა სტაბილურობა მხოლოდ მას როდი აკლია - ეს მთელი საქართველოს ნაკრების პრობლემაა.

საიდანაც გინდა, მიუდექი და რა საწყაოთიც გინდა, აწონე - როცა საქართველოს ნაკრებს ეხება საქმე, ქართული ფეხბურთის ლამის ყველაზე პრეტენზიული სახე ბოლომდე იხარჯება. მისთვის უცხოა თავისა და ფეხების მოფრთხილება. გაშმაგებული იბრძვის, ეხმარება დაცვას და მთელ ემოციას დებს თამაშში.

ეგაა, მისი ხასიათისა თუ სხვა მიზეზების გამო ჯერაც ვერ აიწყო ბოლომდე საკლუბო კარიერა. "კრასნოდარი" ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური გუნდია რუსეთში და კარგ ფეხბურთსაც თამაშობს, მაგრამ ჩვენს მოკრძალებულ აზრსაც ვაახლებთ მკითხველს: არ გვტოვებს შეგრძნება, რომ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი მაინც უკეთეს გუნდში უნდა თამაშობდეს.

ოქრიაშვილის საკლუბო კარიერაში შემობრუნების წერტილად უნდა იქცეს ის დიდებული გოლი, რომელიც მან მირჩა ლუჩესკუს მიერ დამოძღვრილ "ზენიტს" გაუტანა.

- თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა [VIDEO]

"ვისაც არ უნახავს ქაირო, მას არ უნახავს არაფერი" - არის ერთი ასეთი ფრაზა ცნობილ ქართულ ნაწარმოებსა და ფილმში. ოქრიაშვილის იმ გოლსა და ზოგადად, ფეხბურთზეც სიამოვნებით დავწერდით იმავეს.

ოქრიაშვილის პოტენციალის ფეხბურთელს შეუძლია, წლების განმავლობაში იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი. ამისთვის მან ბოლომდე უნდა შესწიროს თავი ფეხბურთს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდეს, რომ ერის რჩეულობა, თუნდაც საფეხბურთო ამბავში, მხოლოდ განსაკუთრებულების ხვედრია და როცა ბედისწერა ამხელა ტვირთს დაგაკისრებს, ვალდებული ხარ, ზიდო ეს ტვირთი.

როცა წლის გამორჩეულ ფეხბურთელებზე მიდგება საქმე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ იმავე ანანიძის გოლები და სტაბილურობა "სპარტაკში", ვაკო გვილიას დიდებული დებიუტი საქართველოს ნაკრებში, წლის ბოლოს კი გიორგი ქვილითაიასა და ლევან მჭედლიძის გამონათებები.

მეტი სტაბილურობა - სწორედ ეს უნდა მოვთხოვოთ ჩვენს ფეხბურთელებს მომავალ, 2017 წელს. სტაბილურობა ჩვენს რჩეულსაც და სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც ჰაერივით სჭირდებათ, სტაბილურობა განვითარების წინაპირობაა.

ქართულ ფეხბურთში დღეს პრობლემა მეტია, ვიდრე მოგვარებული ამბები, მაგრამ უიმედოდ ჩვენი მტერი იყოს!..

მოვლენა

ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ 2016 წლის 7 ივნისს. დიახ, მერე რა, რომ ის მატჩი ამხანაგური იყო; მერე რა, რომ გოლიათს ევროპის ჩემპიონატზე ეჩქარებოდა; და მერე რა, რომ "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საქმეში მთელი კონტინგენტი ნახა?! - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მადრიდის გარეუბან ხეტაფეში, "ალფონსო პერესზე", ესპანეთის უპირველესი გუნდი დაამარცხა.

აბა, სად ჩვენ და სად ისინი, მაგრამ ფეხბურთი სპორტის სხვა ბევრი სახეობისგან იმით გამოირჩევა, რომ ასეთი რამეები ხდება და ეს მას განუმეორებელ ხიბლს სძენს. რამდენი რამის მოთმენა და გადატანა ღირდა ამ ორი საათის, ამ სიხარულის სანაცვლოდ...

ბიჭებმა დაამარცხეს ისინი, ვის ფეხბურთზეც გაიზარდნენ. ამ გამარჯვების შემდეგ მათ ირწმუნეს, რომ თუ ბოლომდე მოინდომებ და დაიხარჯები, თანამედროვე ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.

სწორედ ეს გამარჯვება უნდა იქცეს ფუნდამენტად ვლადიმირ ვაისისთვის საქართველოს ძლიერი ნაკრების მშენებლობის რთულ და ეკლიან გზაზე. ჩვენ ამ მოგებამ ისევ ერთ მუშტად შეგვკრა და მომავლის რწმენა დაგვიბრუნა.

ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ოქრიაშვილმა შეაგდო ჯაბა ჯიღაურის პასით - ესპანელები ბურთს კარგავენ და ვაკო ყაზაიშვილი იწყებს შეტევას. მცველი ხელს კი უშლის, მაგრამ ამ დროს ჯიღაური იხელთებს ბურთს, ჯიქურ შედის საჯარიმოში და გასწვრივ პასს აკეთებს შორეულ ძელთან ჩასაფრებული ოქრიაშვილის მისამართით, რომელსაც ცარიელ კარში გააქვს! - ასე ჩაიხლართა საგოლე კომბინაცია, რომლის ენდშპილმაც მთელი საქართველო სავარძლებიდან წამოახტუნა.

ესპანელები ძალიან ბევრს ეცადნენ, მაგრამ ქართველთა დაცვა ვერ გაარღვიეს და ვერც ჩვენს მეკარეებს დააკლეს რამე. დაგვიშავდა ზესაიმედო ნუკრი რევიშვილი და როინ კვასხვაძეს სანაკრებო კარიერაში მეორედ მოუხდა შეცვლაზე შესვლა "ფურია როხასთან" (მანამდე იყო თბილისში, შესარჩევ მატჩში, როცა ტრავმირებული გიორგი ლორია შეცვალა).

მოდით, ერთხელაც გავიხსენოთ ყველა ის ფეხბურთელი, ვინც ესპანეთის ნაკრებთან ეპოქალურ შეხვედრაში დაიცვა საქართველოს ღირსება და ესპანელთა ვარსკვლავთკრებულსაც გადავხედოთ, რათა კიდევ ერთხელ დავტკბეთ იმით, თუ... ვის მოვუგეთ.

ესპანეთი-საქართველო 0:1

გოლი: 0:1 ოქრიაშვილი (40. ჯიღაურის პასით)

ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი (46. ბელერინი), პიკე, რამოსი (46. სან ხოსე), ალბა, ბუსკეტსი (75. პედრო), ტიაგო ალკანტარა (46. კოკე), ვასკესი (61. დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46. ინიესტა), ნოლიტო, ადურისი.

სათადარიგოები: კასილიასი, ასპილიკუეტა, ბარტრა, მორატა, ბრუნო, სერხიო რიკო.

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საქართველო: რევიშვილი (55. კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (84. კობახიძე), აბურჯანია (78. ცისკარიძე), ჯიღაური, ყაზაიშვილი (72. ჭანტურია), ოქრიაშვილი, დვალიშვილი (72. ქვილითაია).

სათადარიგოები: მაკარიძე, კაკაბაძე, დვალი, კვეკვესკირი, ჭანტურიშვილი, ყენია.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გაფრთხილება: კვირკველია (60), სან ხოსე (81)

არბიტრი: ვ. ტორარინსონი (ისლანდია)

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "დიდებული და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებს წარუმატებლობების შემდეგ ძალიან სჭირდებოდა ასეთი გამარჯვება. ეს მოგება დიდ ძალას შეგვმატებს და, რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენას დაგვიბრუნებს. ის, რასაც დღეს ჩვენ მივაღწიეთ, დიდი სიხარულის საბაბია".

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ ნახევარში კარგად ვერ გამოვიყურებოდით. მეორე ტაიმში მოედანზე ინიესტა შევიყვანე და ამით ვცადე სიტუაციის შეცვლა, მაგრამ მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა და სივრცეები აღარ იყო".

სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. დავწერთ მხოლოდ ერთს - ძალიან არ გვინდა, ესპანეთის დამარცხება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთ სერიოზულ გამარჯვებად დარჩეს.

2017 წელს საქართველოს ნაკრებს არაერთი საპასუხისმგებლო მატჩი აქვს ჩასატარებელი და ჩვენი ფეხბურთელებისგან კვლავაც ველით ხმაურიან გამარჯვებებს.

მრავალჟამიერ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სოსო

მშვენიერი სტატიაა.გმადლობ ალეკო.ჯანოს კი არავინ არაფერს უკარგავს დამისი დიდი იმედიც გვაქვს.დამდეგ ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო.

• murtaza-s

რატომ არის ოქრიაშვილი ვიღაც? ნაკრებში მასზე მეტი გააკეთა ვინმემ? ანანიძე თუ მიტო უნდა აერჩიათ საუკეთესოდ რომ საქართველოს ნაკრები არ გაცვალა რუსეთის ნაკრებზე მაშინ კვირკველიაც უნდა აერჩიათ რადგან არც საბამ არ გაცვალა საქართველოს ნაკრები რუსეთისაზე

• murtaza

სირცხვილია ანანიძე რო ვერ ხდება საუკეთესო და ვიღაც ოქრიაშვილი რო ხდება საუკეთესო იმიტომ რომ უელს და ყაზახეთს რო გაუტანა.სირცხვილია სირცხვილი. ანანიძეს აფასებს მთელი ევროპა და ჩვენ ვერ ვაფასბთ და ვერც დავაფასებთ დიდი ხანი იმიტო რო უმადურები ვართ,ბოლო ბოლო ხალხო ანანიძემ ქვეყანა ფულზე არ გაყიდა.

• gizog

კარგია ალეკო, გაიხარე დამდეგ ახალ წელს გილოცავ. სულ გამარჯვებებზე გეწეროს მომავალში. ესპანეთში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების დამარცხება ეპოქალურია და მას სათანადო დაფასება სჭირდება, რათა მომავალშიც არა ერთი განმეორდეს. თორნიკე მართლაც ნაკრების ერთერთი გამორჩეული ლიდერი იყო 2016 წელს.

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა

2016 წლის მთავარი მოვლენები და გმირები ქართულ კალათბურთში

2016 წლის მთავარი მოვლენები და გმირები ქართულ რაგბიში

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

2016 წლის მთავარი მოვლენები და გმირები ქართულ ჩოგბურთში

მხსნელად მოევლინება? - ქვილითაია "მეცის" ფეხბურთელია

ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

სამივე ქართველმა ითამაშა - "მეცი" "ოსერმა" დაჯაბნა

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?