როგორი იყო 2016 წელი იტალიური ფეხბურთისთვის?
როგორი იყო 2016 წელი იტალიური ფეხბურთისთვის? - ვინ იყვნენ მთავარი მოქმედი პირები და როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი წლის განმავლობაში?

- იტალიური საფეხბურთო სამყარო გასულ წელს აჯამებს და ჩვენც მივყვეთ თანმიმდევრობით...

მთავარი უცვლელია: "იუვე" ჩემპიონია

იტალიურ საკლუბო ფეხბურთში "იუვენტუსის" სრული დომინირება გრძელდება. აპრილში ტურინულმა გრანდმა მორიგი სკუდეტო მოიგო და თანაც ისე, რომ რეალური კონკურენტი არ ჰყოლია.

არადა, "იუვემ" სეზონი უმძიმესად დაიწყო და ერთი ხანობა, სატურნირო ცხრილის ფსკერზეც კი იყო დაშვებული. ასეთი ჭაობიდან ამოსვლა და შემდეგ ჩემპიონატის ნაადრევად მოგება ნათელი დადასტურებაა იმის, თუ როგორ აღემატება "ვეკია სენიორა" სხვა იტალიურ გუნდებს.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, "იუვენტუსი" დამაჯერებლად ასპარეზობს, სოლიდური ფორით ლიდერობს და რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტია. მოკლედ, მთავარი უცვლელია: იტალიურ საკლუბო ფეხბურთში პირველი კვლავ "იუვენტუსია".

უბერებელი ბუფონი

სადაც "იუვენტუსია", იქაა ჯანლუიჯი ბუფონიც. ლეგენდარული მეკარე, რომელიც 38 წლის ასაკში კვლავაც ბრწყინვალედ ასპარეზობს და პირველია როგორც გუნდში, ისე იტალიის ეროვნულ ნაკრებში. 2016 წელს, ბუფონმა მე-600 მატჩი ჩაატარა ტურინული გრანდის შემადგენლობაში და აქედან 200 მშრალად შეინახა, რაც მართლაც ფენომენალური მაჩვენებელია.

როდესაც ბუფონს კარიერის დასრულებაზე ჰკითხეს, მან შემდეგი კომენტარი გააკეთა: "თავს შესანიშნავად ვგრძნობ, კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვარ და არც მოტივაციის ნაკლებობას ვუჩივი. რატომ არ შეიძლება, რომ მაგალითად, 65 წლის ასაკში დავასრულო კარიერა? - ჩემი აზრით, მთავარია, თავს როგორ გრძნობს ფეხბურთელი და არა მისი ასაკი".

მოკლედ, ბუფონმა 65 წლამდე უნდა ვითამაშოო და ალბათ, ხუმრობს - შესაძლოა, არც ხუმრობდეს...

ევრო 2016

ევრო 2016-ზე იტალიის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იტალიაში ანტონიო კონტეს გუნდს დღემდე აქებენ. უდავოა, რომ "სკუადრა აძურა" ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი იყო, რომელსაც გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო. ჩემპიონატის წინ "აძურას" ფავორიტებს შორის არ ასახელებდნენ, თუმცა იტალიელებმა მალევე მოიპოვეს მეტოქეთა პატივისცემა და რამდენიმე ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს. მაგალითად, ბელგიასთან და ესპანეთთან "აძურა" შეუდარებელი იყო და ორი ისეთი გამარჯვება გამოჭედა, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს დიდხანს ემახსოვრებათ.

იტალიის ნაკრები მეოთხედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას და იქ ჩემპიონატის მთავარ ფავორიტთან თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგო. აპენინელებს არ გაუმართლათ, რადგან ამ მატჩს 5 საკვანძო ფეხბურთელის გარეშე შეხვდნენ. მოკლედ, "სკუადრა აძურამ" წლის უმთავრეს ტურნირზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, შედეგი კი უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ჯამპიერო ვენტურა

იტალიურ ფეხბურთში 2016 წლის ერთ-ერთი მთავარი პერსონა ჯამპიერო ვენტურაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ "სკუადრა აძურა" ჩაიბარა. სულ მალე ვენტურა 69 წლის გახდება და აქამდე დიდი სამწვრთნელო მიღწევები არ ჰქონია, მაგრამ ფედერკალჩომ სწორედ ამ სპეციალისტზე შეაჩერა არჩევანი - რატომ? - იმიტომ, რომ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ვენტურას პრაქტიკულად არ ჰქონია ჩავარდნა, მისი გუნდები კი, მართალია, დიდი გამარჯვებების გარეშე, ყოველთვის სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობენ.

ვენტურამ არაერთხელ დააწინაურა გუნდები სერია B-დან A-ში - ასე იყო მაგალითად "ლეჩესა" და "კალიარის" შემთხვევაში, "ბარისთან" ერთად კი იტალიის ელიტარულ ლიგაში 3 შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

ბოლო 5 წელი "ტორინოში" გაატარა და კარგადაც წარმოაჩინა თავი. ვენტურა ცნობილია, როგორც მწვრთნელი-სელექციონერი, რომლის ხელშიც ბევრი ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელი გაიხსნა. იტალიის ეროვნულ ნაკრებში მოთამაშეთა ბირთვი გამოიკვეთა, რომლებსაც თავის დროზე სწორედ ვენტურამ გაუხსნა გზა დიდი ფეხბურთისკენ.

ჯამპიერო ვენტურას თავკაცობით, იტალიის ნაკრები წარმატებით ასპარეზობს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ჯერჯერობით, გამოცდილი სპეციალისტის მუშაობით აპენინებზე კმაყოფილები არიან.

იტალიელი მწვრთნელები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ფეხბურთში იტალიელ მწვრთნელებს გამორჩეული ადგილი უკავიათ და მათ განსაკუთრებულად აფასებენ. 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელთა ნომინაციებში ყველგან ფიგურირებდა კლაუდიო რანიერი, რომლის "ლესტერი" ინგლისის ჩემპიონი გახდა. "ლესტერის" ჩემპიონობა არამარტო წლის მთავარი სენსაცია, შესაძლოა 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო. რანიერიმ მართლაც სასწაული მოახდინა და სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

2016 წელი გამორჩეული იყო ანტონიო კონტესთვის, რომელიც ევრო 2016-ზე შესანიშნავად მოასპარეზე იტალიის ნაკრების მთავარი შემოქმედი იყო.

ევროფორუმის შემდეგ კონტემ დატოვა "სკუადრა აძურა" და კრიზისში მყოფი "ჩელსი" ჩაიბარა. თუ როგორ ასპარეზობს მიმდინარე სეზონში ლონდონური კლუბი, ყველამ კარგად ვიცით. დიდი შანსია, პრემიერლიგა სწორედ "ჩელსიმ" მოიგოს და ასეთ შემთხვევაში, მიჯრით ორი წელი ინგლისური საკლუბო ფეხბურთის სათავეში იტალიელი მწვრთნელის დამოძღვრილი გუნდი იქნება. შეგახსენებთ, რომ მწვრთნელის რანგში, პრემიერლიგა მოგებული აქვთ ასევე კარლო ანჩელოტის და რობერტო მანჩინის და ეს მაშინ, როდესაც ინგლისელ მწვრთნელს ეს ტურნირი არასდროს მოუგია. დიახ, მას შემდეგ, რაც ინგლისის ჩემპიონატს პრემიერლიგა ეწოდა, ამ ტურნირს მხოლოდ უცხოელი მწვრთნელები იგებენ.

უნდა გამოვარჩიოთ კარლო ანჩელოტი, რომელსაც გერმანული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი, მიუნხენის "ბაიერნი" ჩააბარეს და ასევე, მასიმილიანო ალეგრი, რომელიც "იუვენტუსში" წარმატებით აგრძელებს მუშაობას და რომლის გუნდიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

გმირი და იუდა

2016 წელს, იტალიურ ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი გონსალო იგუაინია. არგენტინელმა ფორვარდმა სერია A-ს გასული გათამაშება 36 გოლით დაასრულა, რაც მართლაც ფენომენალური შედეგია და ის ნეაპოლში თვით დიეგო მარადონას შეადარეს. მოკლედ, იგუაინს "ნაპოლის" გულშემატკივრები აღმერთებდნენ, მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რამაც გონსალო იუდად აქცია - იგუაინი 90 მილიონ ევროდ "იუვენტუსში" გადაბარგდა.

ამ ტრანსფერს იტალიაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა - ნეაპოლში სახალხოდ წვავდნენ იგუაინის მაისურებს, მის მიმართ კი მუქარამ ისეთი ფორმები მიიღო, რომ ფეხბურთელმა პირადი დაცვა დაიქირავა. ნეაპოლის მერმა გონსალოს ურჩია, რომ "ნაპოლი"-"იუვენტუსის" თამაშზე ნეაპოლში 1000-კაციანი დაცვით ჩავიდეს, რათა თავი დაიზღვიოს მოსალოდნელი უბედურებისგან, მერის ამ განცხადებას კი თვით იტალიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "იუვენტუსის" და კერძოდ, იგუაინის ნეაპოლში ჩასვლის ყველა პროცედურას პირად კონტროლზე აიყვანს.

დონარუმა და "მილანის" ახალი თაობა

მიუხედავად იმისა, რომ "მილანს" ტრანსფერებში ფული არ დაუხარჯავს, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში გუნდი კარგად ასპარეზობს და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ამასთან, "როსონერიმ" 2016 წელი იტალიის სუპერთასის მოგებით დახურა და 5-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული მოიპოვა.

რამ განაპირობა "მილანის" პროგრესი? - ვინჩენცო მონტელას ნაყოფიერმა მუშაობამ და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების ბირთვმა, რომელზეც მომავალში დიდი გუნდის დაშენება შეიძლება. კარში - 17 წლის ჯანლუიჯი დონარუმა, დაცვაში - 20 წლის დავიდე კალაბრია, 21 წლის ალესიო რომანიოლი და 24 წლის მატია დე შილიო, ნახევარდაცვაში კი - 18 წლის მანუელ ლოკატელი. კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებზეც იტალიაში დიდი ავანსებია გაცემული.

განსაკუთრებული პერსონა მაინც ჯიჯი დონარუმაა, რომელზეც იტალიაში უდიდეს იმედებს ამყარებენ და მას ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელად მოიაზრებენ. თებერვალში დონარუმა 18 წლის გახდება და "მილანთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ძალითაც წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

სკანდალები

იტალიური ფეხბურთი სკანდალების გარეშე წარმოუდგენელია და გამონაკლისი არც 2016 წელი იყო. ყველას დაამახსოვრდა კონფლიქტი ლუჩანო სპალეტისა და ფრანჩესკო ტოტის შორის, რომელშიც გამარჯვებული ეს უკანასკნელი გამოვიდა.

ერთი ხანობა, სპალეტიმ აითვალწუნა ლეგენდარული კაპიტანი და მას საერთოდ არ ათამაშებდა, კულმინაცია კი მისი ულტიმატუმი იყო, რომლის მიხედვითაც, ამ სეზონიდან გუნდში ან თვითონ უნდა ყოფილიყო და ან ტოტი. თავად ფეხბურთელს კარიერის დასრულება არ სურდა და კლუბის მესვეურებისგან ახალი, 1-წლიანი ხელშეკრულების მოლოდინში გახლდათ. საბოლოოდ, ტოტიმ თავისი გაიტანა და კონტრაქტი მიიღო, სპალეტიმ კი ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, კაპიტანს შეურიგდა და მიმდინარე სეზონში სათამაშო დროსაც უხვად აძლევს.

დიდი სკანდალი აგორდა მაურო იკარდის გარშემო, რომელმაც ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა და იქ ისეთები დაწერა, სრულიად საფეხბურთო იტალია აღაშფოთა. იკარდიმ მთელი თავი მიუძღვნა იმას, თუ როგორ გააბა რომანი მაქსი ლოპესის ცოლთან და ის მოვლენები სულ დეტალებში აღწერა. ასევე, "ინტერის" ქომაგებს დაუპირისპირდა, ულტრასები გამოლანძღა და მათ არგენტინელი კრიმინალებით დაემუქრა - შედეგად, ულტრასები იკარდის დაუპირისპირდნენ და მისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა მოითხოვეს. ჯერჯერობით, მაურო ისევ კაპიტანია და გოლებიც უხვად გააქვს, თუმცა ქომაგები ნაკლებად სწყალობენ.

პოგბა და 105 მილიონი ევრო

მართალია, პოლ პოგბა უკვე ინგლისური ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ იქ სწორედ იტალიიდან წავიდა და თანაც ისე, რომ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "იუვენტუსს" 23 წლის ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო გადაუხადა.

პოგბას საგა დიდხანს გრძელდებოდა - ტურინელებმა რამდენიმე სატრანსფერო ფანჯარა გადააგორეს და გაუძლეს ცდუნებას, თუმცა მოსახდენი მაინც მოხდა და პოგბამ პრემიერლიგას მიაშურა. ფრანგმა ტურინულ გრანდში 4 სეზონი გაატარა, 124 მატჩი გამართა და 28 გოლი გაიტანა.

ჩინელი ინვესტორები

მთელ წელს გასდევდა ფონად სილვიო ბერლუსკონის და ჩინელი ინვესტორების მოლაპარაკებები, რომელიც შეთანხმებით დასრულდა და სულ მალე "მილანი" ახალი მფლობელის ხელში გადავა. ბერლუსკონი დიდხანს ვერ ელეოდა საყვარელ კლუბს, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც მოუხდა. წესით, "მილანი" უკვე უნდა იყოს აზიური კონსორციუმის ხელში, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო ეს პროცესი კიდევ ცოტა ხნით გადაიდო.

2016 წელს ჩინურმა კომპანიამ იყიდა "ინტერის" აქციათა საკონტროლო პაკეტიც. მართალია, კლუბის პრეზიდენტად ისევ ინდონეზიელი ბიზნესმენი ერიკ ტოჰირი რჩება, მაგრამ საკონტროლო პაკეტს სწორედ ჩინელები ფლობენ.

ვნახოთ, შეძლებენ თუ არა აზიელები იტალიურ საკლუბო ფეხბურთში "იუვენტუსის" ჰეგემონიის დამხობას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]
"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
"საქართველოს ნაკრების მთავარ პლუსად ეს მიმაჩნია" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა "ჯვაროსნებთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
გონსალო იგუაინმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა
მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა - მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
ვინჩენცო მონტელა: საქართველო ძალიან რთული მეტოქეა - ადვილი მატჩი არ გველის
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
"ყველა ფეხბურთელს თვალებზე გკოცნით..." - საქართველოსთან მატჩის შემდეგ თურქეთის გასახდელში ერდოღანმა დარეკა... პრეზიდენტის, მონტელასა და ფეხბურთელების დიალოგის დეტალები [VIDEO]
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
ვინჩენცო მონტელა
ვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია - ევროპირველობაზე შემთხვევით არ ასპარეზობს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს