ცვლილებაა სფფ-ის სტრუქტურაშიც - ეროვნული ნაკრების გარდა, ალექსანდრე იაშვილი ამიერიდან ასაკობრივ ნაკრებებსაც უხელმძღვანელებს
დღეს, 4 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 17-წლამდე ნაკრების შეკრება დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ფეხბურთელებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა - ამიერიდან 17-წლამდე ნაკრებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე უხელმძღვანელებს, მისი თანაშემწე კი გიორგი ხიზანიშვილი იქნება.

ცვლილებაა სფფ-ის სტრუქტურაშიც - ეროვნული ნაკრების გარდა, ალექსანდრე იაშვილი ამიერიდან ასაკობრივ ნაკრებებსაც უხელმძღვანელებს.

"ჩემთვის დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ ახალი მთავარი მწვრთნელი - გიორგი ნემსაძე. მას ქართულ ფეხბურთში დიდი წარდგენა არ სჭირდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთად წარმატებული წელი გველოდება. ყოველთვის იცოდეთ და გჯეროდეთ ერთი: რა კარიერაც არ უნდა გქონდეთ, სადაც არ უნდა ითამაშოთ, რასაც არ უნდა მიაღწიოთ ცხოვრებაში, ვერასდროს ვერაფერი გადასწონის იმას, რასაც ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა ჰქვია. ნაკრებში ღირსეული თამაში და ქვეყნისა და გულშემატკივრებისთვის ბრძოლა არის ყველაზე დიდი ჯილდო სპორტსმენისთვის" - ამ სიტყვებით მიმართა ალექსანდრე იაშვილმა 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებს.

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა იქვე მადლობა გადაუხადა ნაკრების ყოფილ მწვრთნელ გურამ ასპინძელაშვილს და წარმატებები უსურვა მას კარიერაში.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები დღეიდან 10 დღის განმავლობაში შეკრებას "ბასაზე" გაივლის, 14 იანვარს კი მინსკში გაემგზავრება, სადაც "განვითარების თასზე" მიიღებს მონაწილეობას.

ამჟამად გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით 30 ფეხბურთელი ვარჯიშობს...

მეკარეები: აკაკი თვალოძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (ლოკომოტივი), მამუკა ბახტაძე (საბურთალო);

მცველები: სანდრო მელიქიშვილი (საბურთალო), ირაკლი წაქაძე (ტორპედო), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), აკაკი წაქაძე (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (სფფ აკადემია), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: ლუკა ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ცოტნე ჩოთალიშვილი (სფფ აკადემია), შალვა მაღალდაძე (დინამო თბ), ბექა აშორდია (სფფ აკადემია), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), ზურა დავითაშვილი (დინამო თბ), გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), ოთარ ფარულავა (ავაზა), ჯინო თუდები (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), ედიშერ უგრეხელიძე (ესენი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი იაკობიძე (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ნიკა ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი).

gff.ge

gocha
სანამ დროა სჯობის 19-წლამდელებსაც გამოუცვალოთ მწვრთნელი,თორე ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ კედლებში სამი წაგება გარანტირებულია...
ბადრი სეფაშვილი
badri..სეხნი, შობა ახალ წელს გილოცავ..ასევე ყველას გილოცავთ.. ანონიმირობა შეიძლება საშუალებას გაძლევს თავისუფლად გამოთქვათ აზრი, მაგრამ ამ ხალხს მსგავსი სახელის ნაცნობებიც რომ ყავთ, რა ვიყოთ ამ ამბავს? სრული სახელით დავწეროთ ხოლმე პოსტი, ჯობია, ვფიქრობ.. ბიჭებს კი, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ..
pako
იზანიშვილი რატოა ბავშვებთან რა დამსახურებისთვის ასეთი უსამართლობა და ძმაკაცობა არ ახსოვს ქართულ ფეხბურთს არაფერი შედეგი არ ქონია აკადემიაში იქაც თავის ლუბიმჩიკები ყავდა როგორც ხიზანიშვილს ის უსამართლობა და უარესი კიდე გრძელდება რა შედეგი ქონდათ თუნდაც 1 ნაკრებს მაინც დავითაშვილი ყველა ნაკრებში როგორაა ამიხსნას ვინმემ ჯიფფ აკადემია არის საზმაკაცო აკადემია კობიაშვილი რატომ არ ინტერესდება
gizog
გიორგი, როგორც ფეხბურთელი და ნაკრების კაპიტანი საამყო იყო და როგორც მწვრთნელიც იმედია ასეთივე იქნება. მწვრთნელად სწორედ მისნაირი გაწონასწორებული და ევროპა გამოვლილი ფეხბურთელები გვჭირდება.
badri
შეიკრიბა ფრაიბურგი. ვისკის წაღება არ დაგავიწყდეს ნემსო, რა იცი ეგებ ამ ჯერზე გაგატანონ.
კოტე
მგონი აკადემიაში იყო ბოლო წლებია მწვრთნელად. და წელს აკადემიას კარგი შედეგები ჰქონდა ჭაბუკთა ლიგაში.
badri
ავშენდით...
ბაჯო
ასეტი დზმაკაცობანა არასდროს ყოფილა ფედერაციასჰი,იყოფენ ბიჰები მილიონებს დზმურად.გაიხარა ტქვენმა ოჯახებმა და დაექცა ფეხბურტი.
სოსო
რა სამწვრთნელო გამოცდილება აქვს გიორგი ნემსაძეს? ძალიან მიყვარს გიორგი,მაგრამ ნაკრების მწვრთნელობა?არ ვიცი. ყველა შემთხვევაში გიორგი ნემსაძეს დიდ წარმატებებს ვუსურვებ.
საქო
საბოლოოდ დაღუპავსო, გვამცნობს აქ ერთი სულიერი. თუმცა ქართული ფეხბურთი კაი ხანია დაღუპულია. დასაფლავება აკლია მხოლოდ და მორჩა.....
ნიკო კოვაჩი
ლიცენზია აქვს? ნემსო კარგი იგროკი კი იყო. როგორი მწვრთნელი გამოვა, მალე ვნახავთ. წარმატებები, როგორც ყველა დამწყებს.
vova
ამაზე მეტი რაღა უნდა "დაიღუპოს"?!

საბოლოოდ დაღუპავს ეს საძმაკაცო ქართულ ფეხბურთს...
giga
1 მიღწევა უკვე არის, ნახევარ საათში არ გადადგა.
bajo
ესეც მცვრტნელად მოგვევლინაა ხალხოოო?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია