ქართველი მეკარე პორტუგალიის სათასო მატჩში "პორტუსთან" ერთ-ერთი საუკეთესო იყო
პორტუგალიის ლიგის თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში გიორგი მაკარიძის "მორეირენშემ" საფეხბურთო საზოგადოებას დიდი სენსაცია შესთავაზა - საშინაო ასპარეზზე პორტუგალიური ფეხბურთის გოლიათი "პორტუ" გააკრა ბეჭებზე (1:0).

- გიორგი მაკარიძის "სეივები" "პორტუსთან" მატჩში [VIDEO]

- გიორგი მაკარიძემ "ქართული ლეგიონი 2017" "პორტუს" დამარცხებით გახსნა

საინტერესოა, რომ მაკარიძე იყო პირველი ქართველი ლეგიონერი, ვინც 2017 წელს ითამაშა. ამ მოგებით, "მორეირენშე" პორტუგალიის ლიგის თასის ნახევარფინალში გავიდა. ერთადერთი გოლი ჟერალდეშმა გაიტანა. "პორტოს" კი 9 კაცით მოუწია თამაშის დასრულება - არბიტრმა მინდვრიდან დანილო პერეირა და იასინ ბრაჰიმი გააძევა.

ამ შეხვედრაში "მორეირენშეს" ქართველი მეკარე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რომ არა მისი შესანიშნავი გარჯა, ფავორიტი პირველივე ტაიმში მოახერხებდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას.

მაკარიძე დღენიადაგ პროგრესირებს. მას შემდეგ, რაც 26 წლის მეკარემ ფრანგული "ლე მანი" დატოვა, მასზე ხელი ბევრმა ჩაიქნია, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და დღეს მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის გუნდის ძირითადი მეკარე და ერთ-ერთი ლიდერია.

"ლელო" მაკარიძეს პორტუგალიაში შეეხმიანა...

- ძალიან სასიამოვნოა ისეთი გუნდის დამარცხება, როგორიც "პორტუა". შეიძლება ითქვას, პირველ ტაიმში ცოტა გაგვიმართლა, მეორე ნახევარში კი მეტოქეს თითქმის არაფერი შეუქმნია ჩვენს კართან.

- "პორტუს" ძლევით ლიგის თასის ნახევარფინალში თამაშის პატივი ირგუნეთ...

- ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ნახევარფინალში ან "გიმარაეშს" შევხვდებით, ან - "ბენფიკას".

- საკუთარ თამაშზე რას იტყვით? პორტუგალიურმა მედიამ მატჩის ერთ-ერთ მთავარ გმირად გაღიარათ...

- საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ საკუთარი თამაშით ამჯერად კმაყოფილი დავრჩი. რაც "მორეირენშეში" გადმოვედი, საუკეთესო თამაში ჩავატარე.

- სულ რამდენი "სეივი" გქონდათ?

- პირველ ტაიმში იყო რამდენიმე ნორმალური "სეივი", მეორეში ბევრი საქმე არ მქონია.

- "პორტუში" ძალიან ბევრმა კარგმა ფეხბურთელმა ითამაშა თქვენ წინააღმდეგ. რომელს გამოარჩევდით?

- ალჟირელ იასინ ბრაჰიმის. ძალიან ტექნიკურია.

- უნდა დაგეთანხმოთ...

- ...მაგრამ ისიცაა, რომ ანდრე სილვას ტრავმა აქვს და ამიტომაც გამოტოვა ჩვენთან მატჩი. მე ის უფრო ძლიერ ფეხბურთელად მიმაჩნია.

- ახალ წელს პორტუგალიაში შეხვდით თუ მოასწარით საქართველოში "ჩამორბენა"?

- არ გვქონდა დასვენება და ვერ ჩამოვედი საქართველოში. 29 დეკემბერსა და 3 იანვარს თამაშები იყო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

333
ამ ბიჭს შანსი უნდა მიეცეს
Giogio
ეს ბიჭი მეკარეებს შორის ყველაზე კაი ლიგაში თამაშობს და კვასხვაძეზე წინაც კი არ აყენებდნენ ხოლმე, არადა ყველას ჯობია. რა პრინციპით არჩევენ ნაკრების მეკარეს ვერ გამიგია.
gizog
გაიხარე გიორგი სულ წარმატებებს გისურვებ, მგონი დადგა დრო ნაკრების ძირითად მეკარეობაზეც იფიქრო.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა