ადნან იანუზაი: პირველ გოლს ვან გაალს მივუძღვნი

AutoSharing Option
"რეალ სოსიედადის" ახალწვეული ადნან იანუზაი აცხადებს, რომ ესპანური გუნდის მაისურით გატანილ პირველ გოლს ის ლუი ვან გაალს მიუძღვნის, რომელთანაც არაერთი პრობლემა ჰქონდა.

"თუ გოლს გავიტან, მას ვან გაალს მივუძღვნი. მასზე ლაპარაკი არ მინდოდა, მაგრამ ყველამ იცის, რამდენი პრობლემა მქონდა ამ მწვრთნელთან. ჩვენ კარგი ურთიერთობა არ გვაქვს.

ყველაფერი ძალიან რთულად იყო. როდესაც ასეთ რამეს გადიხარ, იმედგაცრუებული ხარ. ყველაფერი ეს რთულია", - ციტირებს იანუზაის სიტყვებს AS-ი.

ადნან იანუზაი "მანჩესტერ იუნაიტედში" 18 წლის ასაკში, დევიდ მოიესის მწვრთნელობის დროს გამოჩნდა, ხოლო, როდესაც "წითელ ეშმაკებს"
სათავეში ლუი ვან გაალი ჩაუდგა, ახალგაზრდა ბელგიელს თამაშის შანსი თითქმის აღარ ეძლეოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული