"ინტერმა" "იუვენტუსს" ლიდერობა არ დაუთმო

AutoSharing Option
სერია A-ს მეცამეტე ტურის ცენტრალური მატჩი „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის 1:1 დასრულდა და "ნერაძურიმ" ლიდერობა შეინარჩუნა.

. „იუვენტუსი“ ბოლო 8 შეხვედრაში დაუმარცხებელია, „ინტერი“ კი - 10-ში.
ლაუტარო მარტინესმა გაიტანა და 13 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.
ვლაჰოვიჩმა სექტემბრის შემდეგ პირველად დალაშქრა მეტოქის კარი და 5 გოლით „იუვეს“ ბომბარდირია.

ჩემპიონატის ლიდერი 32 ქულით "ინტერია", მეორე ადგილზე 30 ქულით "იუვენტუსია", მესამეზე 26 ქულით „მილანია“, მეოთხეზე კი 24 ქულით - „ნაპოლი“.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ინტერი 1:1
გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (27), 1:1 მარტინესი (33)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული