"ცრუ და ცბიერი სპალეტი "ნაპოლის" წარუმატებლობაში პირველი დამნაშავეა" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"რეპუბლიკას" ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ რადიო "კარპის" ეთერში "ნაპოლის" წარუმატებელ სეზონში მისი ყოფილი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაადანაშაულა:

"სპალეტი "ნაპოლის" დაცემაში პირველი დამნაშავეა. სკუდეტოს მოპოვების შემდეგ გუნდს არ ტოვებენ. თავის გასამართლებელად ზღაპარი მოიგონა.

უკეთესი იქნებოდა, ეღიარებინა, რომ კარგი მუშაობისთვის მეტად პირობები არ ჰქონდა. ამის ნაცვლად კოლოსალური სიცრუის მიღმა დაიმალა - განაცხადა, რომ ქალაქის მიმართ დიდი სიყვარულის გამო წავიდა, შემდეგ კი პირველივე მატარებელს შეახტა და იტალიის ნაკრებში დასაქმდა.

მე ეს თვალთმაქცობა არ მომწონს, ცბიერების წინააღმდეგი ვარ".

მკითხველის კომენტარები / 19 /
ფეხბურთის თამაში მარტო ფეხებით არ წარმოებს ,ამ საქმის კარგად შესრულებას ჭირდდება ჭკუა, გონება, ოჯახის ხელშეწყობა გართობაზე და ღამის კლუბებში სიარულზე ,ნაკოლკებით სხეულის აჭრელებაზე უარის თქმა, დღე და ღამე ვარჯიში,[დიაღ ღამე უნდა იფიქრო ხვალისაზე] ჭირდება სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება და არა ის ,რომ მივარდე და მოითხოვო „თქვენ კი მოიპოვეთ ევროპიის საგზური,მაგრამ თქვენ გამოდით და მე უნდა ვითამაშო იქო“ დააკვირდით: თქვენ იშრომეთ,,ოფლი ღვარეთ და მან უნდა ითამაშოს. ანუ ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანიდიროდ გარბოდააო.
„„კითხვა ყოვლისმცოდნეებთან“-ს
20:02 19-04-2024
2
სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო და წავიდა. მიდიან მაშინ როცა ხედავენ და გრძნობენ რომ დაუფასებლობაა...
კი ხედავთ რაც ხდება ნაპოლიში და თუ ხარ ოჯახი და სათავეში კარგი ოჯახის პატრონი დგას, იკითხავდა ოჯახიდან რატომ წავიდა ეს კაცი. მიყვა კიმი, მიყვება ოსიმენი და კვარაც ცოტა ხანში. ლაურა კიდე ვერ მიხვდება რატომ მიდიან სანამ ცარიელი სახელი არ დარჩება და ფულები, რომლითაც ვერც პატივისცემას და ვერც ესეთ ხალხს ვერ იშოვის გუნდისთვის...
აჩი
10:43 19-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული