"კიჭამ" "კრუზეიროს" საკონტროლო პაკეტი (90%) 2021 წელს მისი კომპანიის, Tara Sports Brasil-ის მეშვეობით, 70 მილიონ დოლარად შეიძინა.
ყოფილი თავდამსხმელის ხელმძღვანელობით, კლუბი ბრაზილიის უმაღლეს დივიზიონში, სერია A-ში დაბრუნდა და 195 მილიონი დოლარის ვალი გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ რონალდო კლუბის დირექტორთა საბჭოში მუშაობას გააგრძელებს.
მან პროფესიული კარიერა "კრუზეიროში" 1993 წელს დაიწყო. უკვე ერთი წლის შემდეგ ბრაზილიელი პსვ-მ შეიძინა.