ტორპს რუსი გაწვრთნის

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მოცურავემ იან ტორპმა რუსი მწვრთნელი გენადი ტურეცკი დაიქირავა და ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით გააგრძელებს სავარჯიშო პროცესს. ადრე ეს მწვრთნელი ცნობილ რუს მოცურავეს ალექსანდრ პოპოვს ამეცადინებდა. შეგახსენებთ, რომ ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი დიდ სპორტში დაბრუნდა და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისთვის დაიწყო მზადება.
ტორპმა 61 წლის ტურეცკის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი უწოდა, რომელიც საწვრთნელ პროცესში უკანასკნელ ტექნიკურ სიახლეებს იყენებს. რუსმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ 28 წლის ტორპს დიდი პოტენციალი გააჩნია.
დროის დიდი ნაწილი ტურეცკი და ტორპი შვეიცარიაში იმუშავებენ, რამდენიმე საწვრთნელი შეკრება არაბეთის გაერთიანებულ
საემიროებსა და ავსტრალიაში გაიმართება.

ადრე ტურეცკი ავსტრალიაში მუშაობდა, კერძოდ, 1992-2002 წლებში. მისი ყველაზე ცნობილი მოწაფეები არიან ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი პოპოვი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ კლიმი. სხვათა შორის, თებერვლის დასაწყისში კლიმმაც გამოაცხადა სპორტში დაბრუნების შესახებ. ჯერჯერობით უცნობია, იმუშავებს თუ არა ის ტურეცკისთან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული