ჯილდოები ცისფერი ბილიკებიდან

AutoSharing Option
საქართველოს "უნივერსიადა 2011"-ის პროგრამით ასპარეზობა დაამთავრეს მოცურავეებმა. მედლების კომპლექტები 7 დისციპლინაში გათამაშდა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი მთვრალაშვილმა (საავიაციო უნივერსიტეტი), რომელმაც ბატერფლაიში (50 მ), გულაღმა (50 მ) და კომპლექსურ ცურვაში (100 მ) ოქროს ჯილდოები დაიმსახურა;

ორი პირველი ადგილი დაიკავა ეკატერინე კაჭახიძემ (ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი) - 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდითა და ბრასით ცურვაში. თითო "ოქრო" გიორგი ბუხრიკიძეს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 50 მ. თავისუფალი ყაიდა) და ილია მანჯავიძეს (სამედიცინო უნივერსიტეტი, 50 მ. ბრასი) ერგოთ.

რვა სახეობაში დამთავრებული პაექრობების შემდეგ საერთო
გუნდურ ჩათვლაში 22 მედლით (7 "ოქრო", 9 "ვერცხლი", 6 "ბრინჯაო") საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაწინაურდა. 16 მედლით (6, 6, 4) მეორე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც ერთი მედლით (5, 3, 7) ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფი აგრარული უნივერსიტეტი. უნივერსიადის პროგრამით სტუდენტებმა კიდევ 12 სახეობაში უნდა იასპარეზონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული