ფელპსს რვა ოქრო აღარ უნდა

AutoSharing Option
თოთხმეტგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაიკლ ფელპსმა მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე რამდენიმე დისტანციის გამოტოვება გადაწყვიტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგენდარული ამერიკელი შანხაიში არ ეცდება ოქროს რვა მედლის მოპოვებას. იგივე მოხდება გაისად ლონდონის თამაშებზე.

"რა თქმა უნდა, ყველა დისციპლინაში გამოსვლას არ ვაპირებ. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ოქროსთვის ვიბრძოლებ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ 400 მეტრზე კომპლექსურში არ გავცურავ. ეს დისციპლინა აღარ მაინტერესებს. გარდა ამისა, შანხაიში და ლონდონის ოლიმპიადაზე, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სახეობაზე ვთქვა უარი. საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ", - განაცხადა მაიკლ ფელპსმა, რომელიც
გასულ უქმეებზე სანტა კლარაში გამართულ ტურნირზე გამოდიოდა.

ამერიკელმა მოიგო გაცურვა 200 მეტზე გულაღმა ცურვაში. მისი დრო იყო წუთი და 57,05 წამი, ფელპსის უახლოესმა მდევარმა, ავსტრალიელმა მიტჩელ ლერკინმა კი გამარჯვებულთან სამ წამზე მეტი წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული