სალომე ფაჟავამ გრან პრის გათამაშებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე რუსეთის დედაქალაქში მსოფლიოს უძლიერესმა მხატვრულად ტანმოვარჯიშეებმა მოიყარეს თავი.

გრან პრის გათამაშებაში ერთმანეთს პირველობას 35 ქვეყნის წარმომადგენლები ეცილებოდნენ.

ტიტულოვან სპორტსმენებს ღირსეული მეტოქეობა გაუწია სალომე ფაჟავამ (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი, ლალი დოლიძე), რომლისთვისაც ეს ტურნირი წლეულს პირველი საერთაშორისო შეჯიბრება იყო. მრავალჭიდში მან 67,349 ქულით მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. რომ არა ბურთით ვარჯიშში დაშვებული შეცდომა, 3-4 ადგილით წაიწევდა წინ.

პირველ-მეორე ადგილებზე რუსი მსოფლიოს ჩემპიონები - მარგარიტა მამუნი (73.049) და იანა კუდრიავცევა (72.432) გავიდნენ. 72.098 ქულით მესამე ადგილი მელიტინა სტანიუტას (ბელორუსი) ერგო.

ქართველმა
ტანმოვარჯიშემ გურზებით ვარჯიშში იყოჩაღა - 17.500 ქულით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ჩვენებურს სტანიუტამ (18.166) და კუდრიავცევამ (17.866) გაუსწრეს. ფაჟავამ კარგად იასპარეზა რგოლითაც - 17.516 ქულით მეოთხე იყო და ბრინჯაომდე მცირედი დააკლდა.

აქ საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. მამუნი (18.900), 2. სტანიუტა (18.233), 3. ნეტა რივკინი (ისრაელი, 17.750).

მოსკოვში, გრან პრის პარალელურად, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირიც გაიმართა. ახალგაზრდებში ვიქტორია შელიამ მრავალჭიდში მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო უფროსებში ნათელა ბოლათაევა მეთერთმეტე იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული