გრან პრის გათამაშებაში ერთმანეთს პირველობას 35 ქვეყნის წარმომადგენლები ეცილებოდნენ.
ტიტულოვან სპორტსმენებს ღირსეული მეტოქეობა გაუწია სალომე ფაჟავამ (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი, ლალი დოლიძე), რომლისთვისაც ეს ტურნირი წლეულს პირველი საერთაშორისო შეჯიბრება იყო. მრავალჭიდში მან 67,349 ქულით მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. რომ არა ბურთით ვარჯიშში დაშვებული შეცდომა, 3-4 ადგილით წაიწევდა წინ.
პირველ-მეორე ადგილებზე რუსი მსოფლიოს ჩემპიონები - მარგარიტა მამუნი (73.049) და იანა კუდრიავცევა (72.432) გავიდნენ. 72.098 ქულით მესამე ადგილი მელიტინა სტანიუტას (ბელორუსი) ერგო.
ქართველმა
ჩვენებურს სტანიუტამ (18.166) და კუდრიავცევამ (17.866) გაუსწრეს. ფაჟავამ კარგად იასპარეზა რგოლითაც - 17.516 ქულით მეოთხე იყო და ბრინჯაომდე მცირედი დააკლდა.
აქ საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. მამუნი (18.900), 2. სტანიუტა (18.233), 3. ნეტა რივკინი (ისრაელი, 17.750).
მოსკოვში, გრან პრის პარალელურად, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირიც გაიმართა. ახალგაზრდებში ვიქტორია შელიამ მრავალჭიდში მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო უფროსებში ნათელა ბოლათაევა მეთერთმეტე იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"