"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა დარიო მარკოლინიმ Radio Marte-ს ეთერში იმ ვარსკვლავების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ასპარეზობენ.

რა თქმა უნდა, სიაში მოხვდა "პარტენოპეის" ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც მარკოლინიმ თქვა:

"სამწუხაროა, რომ კატარში კვარაცხელიას თამაშით ვერ აღვფრთოვანდით. ქართველი დიდი ფეხბურთელია, თუმცა არ ჰყავს ისეთი ნაკრები, რომელიც ამ გზაზე მას კომპანიონობას გაუწევს.

მსგავსი შემთხვევა გვაქვს ჰაალანდზე - დიდი სირცხვილია! ეს ფეხბურთელები ბრაზილიაში ან არგენტინაში უნდა დაბადებულიყვნენ", - ამბობს მარკოლინი.

სალი
აუ ჰოო რა დასანანია :(
An
ესპანური წარმოშობის ტრენერს მაურინიოს უსმენდი: ...იცით რატომ არის კარგი მოთამაშეები მანჩესტერ იუნაიდში ? იმიტომ მათ აქვთ HERITAGES?იცით რა არის ეს? ეს არის შენი უკანა წარსულის ფესვები "...ამასწინათ ვნახე ძველი სურათი : შუაში დგას ლეგენდარული პელე, ხოლო მარცხნიდან დგანან სლავა ხურცილავა, სლავა მეტრეველი,და მარჯვნივ- ანზორ ყარალაშვილი და მიშა მესხი ..და მიშა მესხს რომ აცილებდნენ ანუ უდროოდ გაუშვეს ,გაკვირვებულმა მეორე ლეგენდამ გარინჩამ რომელიც დაესწრო ამ დროს,იკითხა გაკვირვებულმა: ამას უშვებენ სახლში და იმათ ტოვებენო?...და როდესაც ერთ-ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ( ინგლისში?) მესსიმ და გუნდმა მოიგო ,მეორე დღეს დაიწერა იქ: ამ გუნდის 3 ფეღბურტელი არის შეფასებული 50 მილიონათო: მეტრეველი, მესხი და პონედელნიკი( დიდი რუსი მოთამაშე)..და მესხიზე ისეთივე აჟიოტაჟი იყო საზღვარგარეთ როგორც ეხლა ხვივაზეა ...ცოდა ვინ თქვა რომ დაიკარგა ეს HERITAGES??? პირიქით ..ეხლა მოვიდა მათი დრო
ბესო
ძალიან კარგ ადგილას დაიბადა. მალე მოხვდება ევროპაზეც და მსოფლიოზეც.
თენგო
ირაკლი მაგაზე მეც მიფიქრია, ძალიან მაგარი იქნება. ოღონდ, უკონკურსოდ უნდა ითამაშონ
Რაგბის ფანი
"ხვიჩა ჩვენ გამოვზარდეთო" - ძალიან ხმამაღალი ნათქვმია. ჩვენ ფეხბურთელების გაზრდა რომ ვიცოდეთ, ბევრი გვეყოლებოდა. როცა ერთი გყავს, ის არის შემთხვევითობა და არა სისტემის მუშაობის შედეგი. ჩვენი სისტემა შორეულ წარსულშია ჩარჩენილი. ბავშვთა მწვრთნელები სწორ სირბილსაც კი არ ასწავლიან ბავშვებს. ფიზიოთერაპიაზე ხომ სუბარიც ზედმეტია. იმიტომაც, ჩვენი გაზრდილი ფეხბურთელების 90% ლეგიონერულ კარიერას ლაზარეთში ატარებს.
ზურა
ამათი ლოგიკით 4-5 ნაკრებზე უნდა გადანაწილდეს რაც კი ვარსკვლავია და ჩაატარონ მსოფლიოს ჩემპიონატი ასე...
gpi
ამ ,,გაუცრელ" მაკარონზე გაზრდილს არ ახსოვს რამდენჯერ გაუპამპალეს იტალიურ გუნდებს დინამოელებმა ? ერთხელ მოგვიგო ნაპოლიმ 4 თამაშიდან და ისიც მსაჯის წყალობით ( ჩივაძის მიერ გატანილი ჯარიმა არ ჩათვალა).ახალგაზრდულმა ნაკრებმა რომ გაძუყნათ ასეც და ისეც , ეგეც დაავიწყდა და საერთოდ , უბედურია , რომ არ იცის , რა არის იყო ქართველი .

რა ცოტა მიახლოებული! ნიჭით ჩაკვე არ ჩამოუვარდება კვარას, ისტრამვა რომ არა უკვე იქნებოდა ნაპოლიზე არანაკლებ გუნდში. ახლა უწევს დაკარგულის ანაზღაურება. ღმერთმა დაიფაროს ტრამვებისაგან და ყველა დაინახავს რამხელა ტალანტია ეგ ბიჭი!
კაპიტან გარდენბურგი
წადი შენი..........
თემო
ხო ახლა ისიც გვიკარნახეთ სად დავიბადოთ
antalia
რა ქნა კვარაცხელიამ რამდენი გაიტანა?
შაკო
შენი და შენი კომენტარის დამლაიქებლების ტვინში ჩამახედა ერთი. რა ფიფას ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე რა სისულელეა, ვის რაში აინტერესებს ეგეთი ნაკრები, ან ვინ უნდა უგულშემატკივროს.

ფიფას ნაკრები არა ტოროლა! საქართველომ უნდა ითამაშოს დიდ ფორუმებზე. ხვიჩაც იმიტომ მიყვარს რომ მისი იმედი მაქვს საქართველოს მოეხმარება ამაში, თორემ საქართველოს სახელით თუ არ ითამაშა, არც ნაპოლი და არც რაღაც ფიფას ნაკრები ასი წელი არ მაინტერესებს!
jorj
ნაპოლი Vs. ანტალიასპორი (პირდაპირი რეპორტაჟი) , https://www.youtube.com/watch?v=03Z2l9egWmA
T.q
აი არასდროს არც გამიფიქრებია ამაზე და სრული სერიოზულობით ძალიან ძალიან მაგარი იდეაა.
ჯიმა
არა ვართ მთლად მასე ხელწამოსაკრავი, ცოტა მოითმინოს და მალე ნახავს საქართველოს ნაკრების საოცრებებს. მადლობა ღმერთს ხვიჩა ქართველად რო მოავლინა. ბევრი მისნაირი და უკეთესი ფეხბურთელები საქართველოს............... ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ოოოოოოოოოოოოოო! სამწუხარო კი არა დიდი ბედნიერებააა ქართველად დაბადება!!!!!!!!!!!!!!!!!! საქართველო მალე გააოცების სამყაროს ყველაფერში და ფეხბურთშიც თან. ჩვენ მსოფლიო თას ავწევთ.!!!!!!!!!!!!!!! პესიმისტებმა გაა..ჯ..ან
irakli81
ჩემი ნება, რომ იყოს , მსოფლიო ჩემპიონატს ერთ გუნდს დავამატებდი, რომელსაც ფიფა-ს ნაკრები ერქმეოდა და იგი მსოფლიოზე ვერ მოხვედრილი ქვეყნების ფეხბურთელთა ნაკრები იქნებოდა.
Momus
იტალიელიელები ვის ხვდებიან მეოთხედფინალში შემახსენეთ, არ უნდათ კვარაცხელია დავახმაროთ?
კონსტანტინე
მშვენიერი ლექსია. ძალიან მომეწონა. ბოლოსწინა სტრიქონში ორი მარცვალია ზედმეტი. ალბათ მექანიკური შეცდომაა. ან “ჩემო ხვიჩა” უნდა იყოს, ან “ჩვენო ხვიჩა”. სამწუხაროდ “ჩვენო ჩემო ხვიჩა” სტრიქონში ვერ ეტევა.
გიორგი
ერთი ჩვენც გვკითხე)))

მართალია, ხვიჩას დონის ნაკრები არ გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვიყავით, ახალი ვერაფერი შევქმენით, ის ძველი ლეგენდები კიდე საბჭოთა კავშირს წარმოადგენდნენ ყველა საერთაშორისო ასპარეზზე,რადგან ქვეყანა არ ვიყავით. ხვიჩას დონის ტალანტი არ გვყოლია რაც დამოუკიდებლები გავხდით, არავის ვაკნინებ მაგრამ ეს რეალობაა. ხვიჩა უფრო მეტს უკთებს თავის ქვეყანას, ვიდრე თავისი ქვეყანა ხვიჩას და ეს სულ ასე იქნება.
ტაში კუკური!
დაკა დოლი, გაწი გარმონი! ტიტუუუუუუუ )))
ჟორა გაბრიჭიძე
რა თქმა უნდა მუნდიალზე გავალთ, მაგრამ მარტო გასვლა ხომ არაა? იქ რაღაც უნდა გააკეთო. ისე კი კარგი იქნება თუ ფიფა მუნდიალის მონაწილე გუნდებს ერთი ისეთი ფეხბურთელის დამატების უფლებას მისცემს, რომლის ნაკრებიც მუნდიალზე ვერ გავიდა. ისე, როგორც ეს კალათბურთშია, ამით ბევრს მოიგებს მაყურებელიც და სახელოვანი ფეხბურთელიც.
კოტე ფალავანდიშვილი
ხვიჩა კვარაცხელია * * * * * ახალგაზრდა ტალანტია, სწრაფია და ცხელია, საქართველოს სიამაყე: ხვიჩა კვარაცხელია. კოლორიტი ვარსკვლავია, გაგვახარა ნაცია, სპორტ-ბაზაზე მცხოვრები და თავმდაბალი კაცია. ******************************************************* ქინქლაძეს და შოთას მერე დადგა თითქოს უკუნი, ბევრმა ვიწყეთ ჯავრობა და ზოგმა ლამის სლუკუნი.. მაგრამ ღმერთმა გვიწყალობა სიხარული ახალი, როგორც მშიერთ საახალწლო ნუგბარების ხახალი. ******************************************************* ქართულ ბურთის ლეგენდების აიტაცა ალამი, მეც ავენთე და საქებრად მოვიმარჯვე კალამი. ფუტბოლისტი ჯადოქრების ჩაიბარა შტანდარტი, გაარღვია ჯებირები, განაახლა სტანდარტი ***************************************************** ევროპაშიც გაიბრწყინა, გვასახელა ერია, გულზე გასკდეს ქართველობის უძინარი მტერია! დიდ-პატარას, მრავალს პირზე აკერია ხვიჩას ქება, ხალხმა იცის წესიერი ვირტუოზის პატივგება. *********************************************************** ის ახალი მარადონა, გრაფი, ლორდი, დონია, ამას წინათ დაგვიმარცხა ჩვენში მაკედონია. მიეღწიოს და აეღოს ბურთის მეფის ტიტული, მარად ტოვოს მასთან მრკენი დაღლილ-გამოფიტული . *************************************************************** მტრის რიგებში შეიჭრება, გადასცემს და დახვდება, ქორის ფანდით მოპაექრე გუნდიც უცებ წახდება. რომ იმედი არ არი და ვერ იგებსო ნაკრები, უცებ ხვიჩას დარტყმა, გოლი, ასე ქრიან მაგრები.. ************************************************************* ხომ დაარქვეს ,,კვარადონა", ახალ მეფეს მოველით, მუნდიალზეც გაებრწყინოს ილეთებით ყოველით. დავულოცოთ გზა და კვალი, წლობით ჭექდეს ყველგან მყარად, საქართველოს, ჩვენი ბურთის, ყველა ხალხის გასახარად! ******************************************************************** თავდადებით და ძლევებით სულ გეფრინოს მწვანე მოლზე, შენს შემყურე ქომაგობა ზეიმობდეს დარტყმა-გოლზე, აბა მაგრად, ჩვენო ჩემო ხვიჩა, პოეტი ვარ ქებული, შენზე იყოს საფეხბურთო ლექსთა ერთი კრებული. კონსტანტინე ფალავანდიშვილი. 17.11.2022. თბილისი.
რაბუ
გავალთ მალე ნუ ღელავთ, სულ დაღმართი როგორ იქნება
ადამიანი
იშრომონ კარგია,აბა ნაკოლკები როდისღა გაიკეთონ,იქ ტუსოვკები,რა ქნან?
ლადო
სირცხვილი - ხმამაღალი ნათქვამია, ალბათ იმას გულისხმობდა, რომ ხვიჩას დონე ფეხბურთელი თამაშობს ნაკრებში, რომელსაც მარტოს შეუძლია მოგება და დანარჩენი რა სუსტები უნდა იყვნენ, ამის მიუხევად ვერაფერს აკეთებდეს საქართველოო და იდეაში მართალიცაა. ხვიჩასთან ცოტა მიახლოებული ჩაკვე თუა, დანარჩენი საშუალო დონე მაინც რომ იყვნენ, სადმე მაინც გავიდოდით.
baggio
ხუმრობა სცადე ალბათ
ბაჩი
იშრომონ ჩვენმა ფეხბურთელებმა და გავიდნენ ხვიჩას დონეზე,თუ უყვართ ე ქვეყანა ასეც უნდა მოიქცნენ,შრომა და შრომა თორემ უნიჭო ერი ნამდვილად არ ვართ ჩ ენ ფეხბურთში,იშრომე თუ გიყვარს,თუ არა და ესეიგი არ გიყვარს,მე ასე მასმის...
მიშა
ჯერ ერთი ის ქართველია და ქართველად დარჩება და მეორე იტალია გავიდა?
ვოოტ
არასწორია იმედგაცრუების და სირცხვილის ერთ სიბრტყეში განხილვა... ჩვენ და ნორვეგიელები სამართლიანად ვამაყობ ხვიჩათი და ჰალანდით და არც ჩვენზე მეტად სწყდება გული ვინმეს მთელ მსოფლიოში იმის გამო, რომ მუნდიალი მათ გარეშე ტარდება... და ახლა თუ ბატონ მარკოლინის დავუჯერებთ, სირცხვილით უნდა ვიამაყოთ?!... შენი აზრით, როგორც ყველაზე ვაჟკაცური და სამართლიანი სპორტის სახეობის ფანს, რა უფრო დიდი სირცხვილია,- ის, რომ ჩვენ და ნორვეგიელებმა, ასე ვთქვათ, არასაფეხბურთო გარემოში შევძელით ხვიჩასა და ჰალანდის გამოზრდა, თუ ის, რომ არგენტინამ და ბრაზილიამ, ან თუნდაც გერმანიამ, ესპანეთმა და პატივცემული მარკოლინის იტალიამ ვეღარ აჩუქეს მსოფლიოს იმ დონის ვარსკვლავები, რომ სხვისი ვარსკვლავები და მათი უთამაშებლობა არ ეგლოვათ?!...
G.LA
მართალია.ჩემი აზრით ხვიჩა სომხეთის ნაკრებში უნდა თამაშობდეს.წარმოიდგინეთ ხვიჩა,ბარსაგიანი,პერციანი...მინიმუმ ფინალს ვითამაშებდით
ქუთაისელი
ეს სტატია უნდა ამობეჭდონ ნაკრების ფეხბურთელებმა, და გამოიყენონ როგორც მოტივაცია! ჰოდა, როდესაც დიდ ტურნირზე გავალთ, იქიდან შემოუთვალონ მოკითხვა მარკოლინია თუ ვიღაც ნაფტალინი.. ;)
Რაგბის ფანი
კომენტარებში თავი რომ გაიგიჟეთ, რა თქვა მაგ ტიპმა არასწორი? კვარაცხელიას გარეშე ჩვენი ნაკრები რომ ნიჭიერი-ზარმაცა ეგოისტების თავშეყრაა, ეს რამდენჯერ დამტკიცდა?! როგორც კი ხვიჩა გაყავთ დასასვენებლად, სოფლის გუნდები გვიქმაბექებენ.
1.2.3.4.5.6.
ბატონო მარკოლინი რაც ენაზე მოგადგება ყველაფერია არ უნდა თქვა ამით მთელ ქვეყანას და კერძოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აყენებ შეურაცხობას
ვოოტ
მე თუ მკითხავთ, სირცხვილი ის უფროა, წყაროს მითითების გარეშე რომ გვთავაზობთ ასეთ სტატიებს... ორიგინალსაც თუ მოაყოლებთ, თავადვე გადავწყვეტთ, რა არის სირცხვილი და ვის სირცხვილზეა საუბარი - საქართველოს და ნორვეგიის თუ ბრაზილია - არგენტინის, მითუმეტეს, როცა მსოფლიო ფეხბურთში ნამდვილად ძალიან სამარცხვინო ამბები ხდება და რატომღაც ყველანი ძუძუს გოჭებივით არიან გატრუნულები...
არდილეს
ჩვენი ნაკრების სხვა წევრები "აღფრთოვანებულები" იქნებიან ამ სტატიით!!! ბრავო ...
საქართველო უპირველესად
ეხლა ეს ნორმალურია??!!
მე
დავაი რა იტალია ხო გყავს ჩემპიონატზე
Lasha
სამწუხაროდ ამჯამად ასეა მიუხედავად სიდუხჭირისა სერბეთი ჩვენს მსგავსად უმაქნისი არაა, თუმცა ნაკრების პროგრესი შესამჩნევია და მარკოლინის მალე ამ სიტყვების უკან წაღება მოუწევს. მონდომება და პროფესიონალიზმის ნაკლებობა რომ ახასიათებთ ნაკრებში ზოგიერთებს და ნაკრების ღირსები არ არიან ესაა სამწუხარო თორემ კვარა, მამარდა და სხვა ჯიგარი ბიჭები საქმეს მიხედავენ.
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
პსჟ კვლავ "ინტერთან" თუ "რეალი"/"სიტის" საუკეთესო - გზა ფინალამდე
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"კვარაცხელიას სახით კვლავ დავინახეთ ძველი დროის ტექნიკური ლიდერი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა