ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში „სლოვანი“ დანიაში „მიდტიულანდს“ დაუზავდა - 1:1.

თავიდან მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ბევრს უტევდნენ და მომენტებიც შექმნეს: ბუკსას ბოლო მომენტში ვარდნაში ბურთი კაშიამ აართვა, რომელიც მთელი 90 წუთის განმავლობაში ჩინებულად გაისარჯა და თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა; ოსორიომ ბურთი ძელს გაარტყა; ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე „სლოვანის“ თავდამსხმელ ზებერუს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. შუა პირველ ტაიმში თამაში გათანაბრდა, ვაისის შეგირდებმა მეტოქის ნახევარზე აიწიეს და სტრელეცს გატანა მეკარე ოლაფსონმა არ დაანება. ისევ გადავიდა იერიშებზე დანიური გუნდი, ოსორიოს ჩინებული შანსი მიეცა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე ტაკაჩმა მოიგერია.

59-ე წუთზე ბლეკმანმა ბარსეგიანის ქუსლით გაკეთებული პასი მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და „სლოვანი“ დააწინაურა. „მიდტიულანდს“ მალევე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ჯუს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. თუმცა, ცოტა ხანში ტაკაჩის კარი ჩილუფიამ დალაშქრა. მერე ჩიმშირის დარტყმული ბურთი ტაკაჩმა საოცარ ნახტომში მოიგერია და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საპასუხო შეხვედრა 28 აგვისტოს ჩატარდება და გამარჯვების შემთხვევაში "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა.

ჰერნინგი. „MCH არენა“

მიდტიულანდი - სლოვანი 1:1

გოლები: 0:1 ბლეკმანი (59), 1:1 ჩილუფია (79

სოსო
კაშია და დაცვის ცენტრი,დიდებულად თამაშობდნენ.აქ არ დაწერეს,მაგრამ საგოლე შეტევაც,კაშიამ წამოიწყო.კომენტატორები ლაპარაკობდნენ,მიდტიულანდში 30 კაციანი ჯგუფი მუშაობს,რომელიც მეცნიერულად სწავლობს და რეკომენდაციებს აძლევს მწვრთნელს,ყოველი ფეხბურთელის შესახებ,ხოლო სლოვანში,ყველაფერი მთავარ მწვრთნელ,ვლადიმერ ვაისს აქვსო,ჩაბარებული.გამოდის რომ ერთმა კაცმა აჯობა,ამხელა გუნდს,რადგან მასპინძელს აშკარა ფავორიტად მიიჩნევდნენ.ზოგადად ვაისმა,ყველგან წარმატებულად იმუშავა და სადაც მივიდა,ყველა გუნდს,რაღაცა პროგრესი ჰქონდა,თუმცა მისი მთავარი ნაკლი,შეცვლების დაგვიანება,აქაც გაშვებულ გოლად დაუჯდა სლოვანს და გამარჯვება ხელიდან გაუშვეს.გოლამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში,სლოვანის ნახევარდაცვა,აშკარად შენელდა და ზონებს ვეღარა ჰკეტავდა.ერთხელ გადარჩნენ,მაგრამ მეორედ უკვე ვეღარ და ანგარიშიც გათანაბრდა.შეცვლები,ვაისმა ტრადიციულად 80 წუთზე გააკეთა.ხუთი,ექვსი წუთის დაგვიანებით.
alexandre
წარმატებებს გისურვებთ, გურამ! მთელ ერს უყვარხარ!
Seko
აუფფ, ეს კიდე კაპიტნად უნდათ(
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
კაშიას "სლოვანმა" დრამატულ მატჩში "მიდტიულანდს" სძლია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ევროპა ლიგა. II ტური: ოდიშარიას ჩინებული გოლი გალათასარაისთან" - "რიგასმა" ისტორიულ ფრეს მიაღწია [VIDEO]
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. III ტური: "რეალის" დიდებული ქამბექი და ქართველების გუნდების მორიგი წაგებები [VIDEO]
ევროპა ლიგა. III ტური: აქტიური ოდიშარია - "რიგასი" "აინტრახტთან" 0:1 დამარცხდა
"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...
ევროპა ლიგა. I ტური: ოსიმენის მორიგი საგოლე პასი - იკარდი დაბრუნდა და გაიტანა
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: კაშიას კარგი მატჩი "მილანთან" და "სლოვანის" დასანანი მარცხი [VIDEO]
ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა