
„ლივერპულის“ ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა შესაძლო ტრანსფერის თაობაზე „ნაპოლისთან“ ურთიერთობას აგრძელებს.
ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება, რომ მხარეები მუდმივ კონტაქტზე არიან და არაა გამორიცხული 27 წლის კიეზას ტრანსფერი განხორციელდეს. გასულ წელს ამ ფეხბურთელის დამატება ძალიან უნდოდა ნეაპოლური გუნდის მწვრთნელს ანტონიო კონტეს. ფედერიკოს სამსხურით აგრეთვე „მილანია“ დაინტერესებული.
კიეზა 2024 წელს „ლივერპულმა“ „იუვენტუსისგან“ 12 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში კი პრემიერლიგაში ჩატარებულ 6 მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა.