ფეხბურთისხვადასხვა
მენდესი: მხოლოდ ღმერთი ჩაანაცვლებდა ფერგიუსონს "მანჩესტერში", მაგრამ "ის" "ჩელსიშია"
13:40/04-02-2015
+-

მენდესი თავის სტიქიაშია


საფეხბურთო სუპერაგენტი ხორხე მენდესი ჟოზე მოურინიოსა და ალექს ფერგიუსონზე საუბრობს და საკმაოდ საინტერესო შედარებას აკეთებს.

"ედვარდ ვუდვორდი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამართავად სწორად შერჩეული კანდიდატია.

გუნდს მისი მმართველობის ქვეშ შეუძლია, მნიშვნელოვანი ტიტულებისთვის იბრძოლოს.

თუმცა, ამავე დროს, მას ერთი პრობლემა აქვს - შეუძლებელია ვინმეს მონახვა, ვინც სერ ალექს ფერგიუსონს სრულყოფილად ჩაანაცვლებს.

ის ღმერთია, ის გენიოსია, ხოლო ასეთის მოძებნა ძალიან ძნელია, თუმცა მხოლოდ ერთია ასეთი ინგლისში - ჟოზე მოურინიო.

დარწმუნებული ვარ, მოურინიო "ჩელსიში" დარჩება, ის "ჩელსის" ალექს ფერგიუსონი იქნება.

მას უყვარს გულშემატკივრები, ქალაქი და ვფიქრობ, ლონდონში 10 წელზე მეტხანს დარჩება," - განაცხადა პორტუგალიელმა აგენტმა BBC SPORT-თან საუბრისას.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
0
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2