
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა არგენტინელი მაისურზე წარწერისთვის დასაჯა
"ბარსელონას" თავდამსმხელი ლიონელ მესი 2 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ამის მიზეზი, ესპანეთის ჩემპიონატში "რასინგთან" მატჩში არგენტინელი ვარსკლავის უკანონო ქმედება გახდა. მესიმ კატალონიელთა მეორე გოლის გატანის შემდეგ გუნდის მაისური აიწია, რომლის ქვეშ, მეორე მაისურზე წარწერა გამოაჩინა: "დაბადების დღეს გილოცავ დედა".
ამის გამო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა მესის დაჯარიმება განიზრახა. ამასთან, ფეხბურთელს პოსტ-ფაქტუმ ყვითელი ბარათიც უჩვენეს.
რეგლამენტის თანახმად, ფეხბურთელებს თამაშის დროს წარწერის, სიმბოლოსა თუ სურათის ჩვენება ეკრძალებათ, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ის. ამ წესის დარღვევისთვის ესპანეთში 2-დან 3 ათასამდე ევროს ჯარიმაა გათვალისწინებული.
მომზადებულია marca.com-ს მიხედვით
.