ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურა ამონაშვილის შეგირდები საფრანგეთში 6 თებერვლიდან იმყოფებიან და "ლე ბლეს" (საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თიკუნი) "მარკუსის" ბაზაზე 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
გუნდმა მასპინძლების წინააღმდეგ პირველი, მოსამზადებელი თამაში 12 თებერვალს გამართა და მწვრთნელებმა თავის გამოჩენის საშუალება იმ მორაგბეებს მისცეს, რომლებიც 20-წლამდელთა ნაკრებში წელს აღზევდნენ. 0:19 ჩამორჩენის შემდეგ უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მეორე ტაიმში 3 ლელო გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ
პირველ თამაშში მონაწილეობა 26-მა მორაგბემ მიიღო და შეცვლები შეუზღუდავი იყო. ორივე გუნდის მწვრთნელები ამჯერადაც ულიმიტო შეცვლებზე შეთანხმდნენ და მოედანზე კვლავ 26 მოთამაშე გავა. 4 დღის წინ არ უთამაშიათ და ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არიან თედო აბჟანდაძე, კოტე მარჯანიშვილი, თენგიზ პერანიძე, ლევან პაპიძე და ლუკა ჯაფარიძე.
20-წლამდელ საფრანგეთი (უახლოესი რეზერვი) - საქართველო |მარკუსი, საფრანგეთი| დასაწყისი 21:00 (საქართველოს დროით).
სასტარტო XV
15. ბექა მამუკაშვილი (ლელო), 14. კოტე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), 13. სანდრო სვანიძე (არმაზი), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. ოთარ ძაგნიძე (აია), 10. თედო აბჟანდაძე (ტერენორ კოლეჯი, ირლანდია), 9. თენგიზ პერანიძე (ლელო);
1. გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), 2. ლევან პაპიძე (ლელო), 3. ლუკა ჯაფარიძე (ლელო), 4. ლუკა გელაშვილი (ჯიქი), 5. ბექა საღინაძე (ლელო), 6. თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), 8. არსენ მაჩალაძე (აია).
მარქაფა
შერკინება (ფორვარდები)
გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), თენგიზ ზამთარაძე (ლელო), გიორგი მენაბდე (ბათუმი), გიორგი ხარაიშვილი (ხაშური), ლაშა მაჭარაშვილი (მონ-დე-მარსანი, საფრანგეთი), სანდრო კალმახელიძე (არმია), თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), არჩილ აბესაძე (ლელო), რატი ჟორჟოლიანი (ლელო).
ხაზი (ბექები)
ლუკა დვალიშვილი (არმაზი), ელგუჯა კიკვაძე (ბაგრატი), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ბექა აბულაშვილი (ლელო), დურმიშხან ჯაბნიძე (ბათუმი), გიორგი ასათიანი (ლელო). მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი
მენეჯერი: ოთო იაშვილი
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით