ხანგრძლივი პაუზა კოვიდ-პანდემიამ განაპირობა, რომელმაც 2020 და 2021 წლების 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატები ჩაშალა.
2022 წელს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი უნდა აღდგეს და "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მისთვის მზადება უკვე დაიწყეს. მწვრთნელებმა 2002-03 წელს დაბადებულ მორაგბეებს უხმეს და საქართველოში ორი შეკრება გაიარეს, ახლა კი, ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში სათამაშოდ გაემგზავრნენ.
სტელენბოშში ჩვენი
რადგან კოვიდ-პანდემიის გამო 18-წლამდელთა ტურნირებიც არ ჩატარდა, ეს მორაგბეები პირველად მიიღებენ საერთაშორისო გამოცდილებას და სულ სამხრეთ აფრიკაში ოთხ თამაშს გამართავენ – არგენტინის შემდეგ 23 ივნისს ურუგვაის შეხვდებიან, რომელიც ხვალ მასპინძელ სამხრეთ აფრიკას ეთამაშება; 28 ივნისს "უმცროსი ბორჯღალოსნები" "ჯუნიორ ბოკეს" შეხვდებიან; ტურნირს კი 3 ივლისს დაასრულებენ და მეტოქე ზემოთ ნახსენები სამი ნაკრებიდან ერთ-ერთი იქნება.
რადგან ილია მაისურაძე სამხრეთ აფრიკაში მოგვიანებით, "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელის რანგში ჩადის, "უმცროს ბორჯღალოსნებს" ტურნირზე ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი და თორნიკე ბუბუტეიშვილი გაუძღვებიან. კილასონია ამბობს:
„გვაინტერესებს ვნახოთ, სად არის საერთაშორისო რაგბი და სად ვართ ჩვენ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ და ეს ტურნირი ამისათვის საუკეთესო საშუალებაა. ამ ბიჭებისთვის ეს პირველი საერთაშორისო გამოცდილებაა. მათ აქვთ თავის წარმოჩინების შესაძლებლობა და ვნახავთ, როგორ გაართმევენ თავს რეალურ წნეხს. წინა წლებში არგენტინას არაერთხელ შევხვედრივართ და ის ტრადიციულად მაღალ ტემპში თამაშობს, შესაძლოა, ყველაზე მაღალ ტემპშიც კი მსოფლიოში. საინტერესო თამაში გველოდება, რომელიც ბევრ რამეს დაგვანახებს“.
ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 11. ლუკა კვენეტაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. ლუკა არჩვაძე (ლელო);
შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (ხვამლი), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. დავით არველაძე (ლელო), 6. ბექა გელხვიძე (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. პაატა გალდავა (აია).
მარქაფა: 16. დავით გველესიანი (ლელო), 17. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 19. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 20. ლაშა ციხისთავი (ლელო), 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).
წყარო: rugby.ge
"უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის