რაგბი ევროპის ჩემპიონატი: "უმცროსი ბორჯღალოსნები" პოლონეთში გაემგზავრნენ

AutoSharing Option
დღეს "ჭაბუკი ბორჯღალოსნები" (18 წ.) პოზნანში (პოლონეთი) გაემგზავრნენ, სადაც 25-იდან 31 მარტის ჩათვლით, რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდები მეოთხედფინალში ჰოლანდიის ნაკრებს შეხვდებიან და მატჩი საქართველოს დროით 15:00 საათზე დაიწყება. 28 მარტს ნახევარფინალებია და ჩვენი მეტოქე პორტუგალიისა და რუსეთის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო 31 მარტს ფინალებია.

ფორმატი
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა. 2009 წლიდან ტურნირში სხვადასხვა ფორმით ტიერ 1-ის ქვეყნების ნაკრებები ჩაერთნენ, 2012-15 წლებში კი, 8-გუნდა ტურნირში ექვსი ერის ყველა გუნდი მონაწილეობდა.

ამ პერიოდში "უმცროსი
ბორჯღალოსნები" დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ სახელოვან მეტოქეებს და მინიმუმ ერთი გუნდის დამარცხებას ახერხებდნენ, ხოლო 2015 წელს, ირლანდიისა და იტალიის დამარცხების შემდეგ ფინალში გავიდნენ და უკან მოიტოვეს ინგლისი, იტალია, უელსი, ირლანდია და შოტლანდია.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ ექვსი ერის ქვეყნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დატოვეს. მათგან მხოლოდ საფრანგეთი დარჩა და ჩვენმა გუნდმაც ზედიზედ სამი ფინალი სწორედ საფრანგეთთან ითამაშა.

2017 წელს ევროპის ღია ჩემპიონატში იაპონია, კანადა და აშშ ჩაერთნენ, რამაც ტურნირს დამატებითი ხიბლი შესძინა, თუმცა, ფინანსური მოსაზრებით, წელს მათ მონაწილეობაზე უარი თქვეს და ევროპის ჩემპიონატს ძლიერი გუნდებიდან კვლავ მხოლოდ საფრანგეთი შემორჩა.

ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდები ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ მესამე დღეს სამ თამაშს გამართავენ. მეოთხედფინალების გამარჯვებულები თასის ნახევარფინალში გადიან, ხოლო დამარცხებულები მე-5 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

ევროპის ჩემპიონატზე ყველა ადგილი თამაშდება და შესაბამისად, ყველა გუნდს სამ-სამი მატჩის გამართვა უწევს.

მზადება მეოთხე ფინალისთვის
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის ჩემპიონატისთვის 2017 წლის შემოდგომიდან ემზადებიან. სელექციის შემდეგ გუნდი პირველ შეკრებაზე ნოემბრის ბოლოს შევიდა, მეორე შეკრება კი ამა წლის იანვარში გაიარა და ადგილობრივ გუნდებთან ამხანაგური თამაშები გამართა.

მარტის დასაწყისში ჩვენი 18-წლამდელები საფრანგეთში იმყოფებოდნენ, სადაც სხვადასხვა ფრანგული კლუბის თანატოლებთან მართვადი ვარჯიშები, ხოლო 10 მარტს "ექს-ან-პროვანსთან" ამხანაგური შეხვედრა გამართეს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატს მხოლოდ ევროპული გუნდები შემორჩნენ, გუნდის მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ბიჭებს მოტივაციის ნაკლებობა არ ექნებოდათ და იმედოვნებს, რომ საფრანგეთთან ზედიზედ მეოთხე ფინალს ითამაშებს:

"გულდასაწყვეტია, რომ იაპონია, კანადა და აშშ ტურნირიდან გავიდნენ, თუმცა ეს ჩვენს მოტივაციაზე არ აისახება. ამ ბიჭებისთვის რუმინეთის, პორტუგალიის, ესპანეთის და რუსეთის წინააღმდეგ თამაში საინტერესოა. თუმცა, მათი პერსპექტივისთვის, რა თქმა უნდა, ჯობდა, რომ უფრო ძლიერი მეტოქეები გვყოლოდა.

მიზანი, წინა წლების მსგავსად, ფინალში გასვლაა, სადაც სავარაუდოდ, კვლავ საფრანგეთთან მოგვიწევს შეხვედრა და უნდა ვეცადოთ, მათთან უფრო მეტს მივაღწიოთ", - ამბობს დავით ჩავლეიშვილი.

ტრადიციულად, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩების სტრიმი რაგბი ევროპის პორტალზე იწარმოებს - Rugbyeurope.TV.

ტურნირის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩემპიონატის გვერდს Rugbyeurope.EU

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
მეოთხედფინალი. 25 მარტი
მ3. პორტუგალია - რუსეთი (11:30 საათი)
მ2. საქართველო - ჰოლანდია (12:00 საათი)
მ4. ესპანეთი - ბელგია (15:30 საათი)
მ1. საფრანგეთი - რუმინეთი (16:00 საათი)

ნახევარფინალი. 28 მარტი
მ1. წაგებული - მ4. წაგებული (11:30 საათი)
მ2. წაგებული - მ3. წაგებული (15:30 საათი)
მ1. მოგებული - მ4. მოგებული (12:00 საათი)
მ2. მოგებული - მ3. მოგებული (16:00 საათი)

ფინალები. 31 მარტი
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან:

დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), ვანო კარკაძე (აია), საბა კურატიშვილი (არმაზი), ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), საბა კურტანიძე (ხვამლი), მიხეილ ალანია (ჯიქი), გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), გიორგი თევდორაძე (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), ლაშა ლომიძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ირაკლი სიმსივე (აია), ზურაბ ქავთარაძე (ხარები), ოთარ ლაშხია (იუნკერები), ბართლომე კალაძე (იუნკერები), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), გიორგი მიქანაძე (არმაზი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე
ფიზ. მწვრთნელები: გივი ნადარეიშვილი, გიორგი მაისურაძე
ექიმი: სერგო ბერიაშვილი
ფიზიო: გიორგი სვანიძე, დავით კობახიძე
ვიდ. ანალიტიკოსი: ლაშა მჭედლიშვილი
მენეჯერი: პაატა მაისურაძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასე ძნელია განვითარება, ფაქტია რომ 6 ერის წარმომადგენლებს შეეშინდათ ჩვენი ძალიან სწრაფი განვითარების ეს უკვე ფაქტია. შეაშინეს ჩვენმა პატარა ბორჯღალოსნებმა ეს ფაქტია. ამიტომ რაგბის კავშირმა ალტერნატიული განვითარების გზებზე უნდა იფიქროს, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხდეავთ. ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, ფიჯი, ტონგა, სამოა, იაპონია ეს ქვეყნები უნდა გაოვიყენოთ და ტესტები უნდა მოამზადონ აბა სხვანაირად ვერ განვვიათარდებით.
გიორგი
21 მარტი 2018 08:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.