ევროპის ჩემპიონატს პოლონეთი, პოზნანი მასპინძლობს და მასში 8 გუნდი მონაწილეობს: საფრანგეთი, საქართველო, ესპანეთი, პორტუგალია, რუსეთი, ბელგია, ჰოლანდია და რუმინეთი.
გათამაშდება ყველა ადგილი და თითოეული გუნდი ფლეი ოფის სისტემით სამ-სამ თამაშს გამართავს. მეოთხედფინალური წყვილების გამარჯვებულები თასის ნახევარფინალში გადიან, დამარცხებულები კი მე-5 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას.
დავით ჩავლეიშვილის შეგირდების პირველი მეტოქე ჰოლანდიაა, თამაში საქართველოს დროით 15:00 საათზე დაიწყება და მოგების შემთხვევაში ჩვენი მეტოქე პორტუგალია-რუსეთის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.
"უმცროსი ბორჯღალოსნების"
ტრადიციულად 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩების სტრიმი რაგბი ევროპის პორტაზლე იწარმოებს Rugbyeurope.TV
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
მეოთხედფინალი. 25 მარტი (საქართველოს დროით)
მ3. პორტუგალია - რუსეთი (14:30 საათი)
მ2. საქართველო - ჰოლანდია (15:00 საათი)
საქართველო: 15. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 2. ვანო კარკაძე (აია), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), 6. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 7. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), 8. გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი).
მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. საბა კურატიშვილი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), 21. მიხეილ ალანია (ჯიქი), 22. გიორგი თევდორაძე (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 25. ბართლომე კალაძე (ჩოხოსნები), 26. საბა კურტანიძე (ხვამლი).
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით