უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ევროპირველობის ნახევარფინალში პორტუგალია 25:0 დაამარცხეს

AutoSharing Option
28 მარტს, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ პოზნანში კონტინენტის ჩემპიონატის ნახევარფინალში პორტუგალიას 25:0 სძლია და ფინალში გავიდა.

მატჩი ქართველი მორაგბეების სრული უპირატესობით წარიმართა, მათ პირველ ტაიმში 2, ხოლო მეორეში 3 ლელო დადეს ( გარდასახვები ვერ გამოიყენეს) და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

31 მარტს, ფინალში ჩვენი გუნდი ზედიზედ მეოთხედ საფრანგეთს შეხვდება, რომელმაც ესპანეთს 38:7 მოუგო.

საქართველო:
15. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ზურაბ ქავთარაძე, 10. ნიკა ცინცაძე, 9. მიხეილ ალანია. 1. დავით აბდუშელიშვილი, 2.
საბა კურატიშვილი, 3. ლუკა ჭელიძე, 4. ტარიელ გვიმრაძე, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე. 6. ბექა ყორიაული, 7. იოანე იაშაღიშვილი, 8. გიგი შეშკაშელი.
16. ირაკლი მჭედლიძე, 17. ვანო კარკაძე, 18. ხვიჩა ცოფურაშვილი, 19. ლუკა მაჭარაშვილი, 20. ნიკოლოზ ღამბაშიძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი თევდორაძე, 23. ირაკლი სიმსივე
5ლ: ქავთარაძე (2), ალანია, მჭედლიძე, კარკაძე.
მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგია ზედიზედ მეოთხე ფინალი. ძალიან მინდა საფრანგეთის დამარცხება, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ იმედიანად ვარ. ჩვენი თამაშის სტილი " ჯაჯგურ ჯაჯგურ " საკმარისი არ იქნება ფრანგებთან გასამარჯვებლად. წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს.
irakli81
14:57 29-03-2018
0
წარმატებები ბიჭებო!!!
soxumeli
11:42 29-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.