სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებული უმცროსი "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონატისთის გააგრძელებენ მომზადებას

AutoSharing Option
9 და 20 აპრილს საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან 2 მატჩიანი სერია გამართეს. ორივეში მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

ნაკრები ტურნეს შემდეგ 9 დღიან აღდგენას გაივლის და შემდეგ მწვრთნელების - ილია მაისურაძის, ზურა ამონაშვილისა და ლადო კილასონიას ხელმძღვანელობით შევარდენზე გააგრძელებს მზადებას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

ტურნირი წელს 30 მაისიდან 17 ივნისამდე საფრანგეთში - პერპინიანში, ნარბონასა და ბეზიეში გაიმართება, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები 30 მაისს სამხრეთ აფრიკას️, 3 ივნისს მასპინძელ საფრანგეთს და 7 ივნისს ირლანდიას დაუპირისპირდებიან.

2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში (თბილისი & ქუთაისი)
გაიამრთა, რა დროსაც ბევრი რეკორდი მოიხსნა:

ყველა მატჩს პირდაპირ ეთერში 120 ქვეყანაში 140 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა

ჩვენ და მსოფლიო რაგბის სოც. მედიის პლატფორმებზე ქომაგთა ჩართულობამ 39 მილიონს გადააჭარბა

აქედან მხოლოდ ფეისბუქზე ჩართულობამ 57 მილიონს მიაღწია (13 მილიონი 2016 წელს), ხოლო ტურნირის ვიდეოებმა 9.37 მილიონი ნახვა დააგროვა (5.67 2016 წელს)

საქართველოში ჩატარებული ტურნირის წარმატებაზე ისიც მეტყველებს, რომ მსოფლიო რაგბმა მას აქამდე ჩატარებულ შეჯიბრებებს შორის ყველაზე დიდი, 90 ქულიანი შეფასება მისცა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯგუფი ყოველთვის ძლიერი იქნება,თუ შენ ხარ სუსტი.ამ ბიჭებმა საფრანგეთის მეორე ნაკრები 0-ზე დაამარცხეს და ვფიქრობ პრეტენზია ექნებათ ჯგუფურ ტურნირშივე მოიპოვონ პირველი გამარჯვება,თუ არა და შარშანდელი შედეგის გამეორება მათთვის შეუძლებელი ნამდვილად არ უნდა იყოს.
სოსო
11:28 24-04-2018
1
მსოფლიოზე იოლი ჯგუფი არ არსებობს საკუთარ თავს უნდა აჯობო
კახა
00:02 24-04-2018
1