ნაკრები ტურნეს შემდეგ 9 დღიან აღდგენას გაივლის და შემდეგ მწვრთნელების - ილია მაისურაძის, ზურა ამონაშვილისა და ლადო კილასონიას ხელმძღვანელობით შევარდენზე გააგრძელებს მზადებას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
ტურნირი წელს 30 მაისიდან 17 ივნისამდე საფრანგეთში - პერპინიანში, ნარბონასა და ბეზიეში გაიმართება, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები 30 მაისს სამხრეთ აფრიკას️, 3 ივნისს მასპინძელ საფრანგეთს და 7 ივნისს ირლანდიას დაუპირისპირდებიან.
2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში (თბილისი & ქუთაისი)
ყველა მატჩს პირდაპირ ეთერში 120 ქვეყანაში 140 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა
ჩვენ და მსოფლიო რაგბის სოც. მედიის პლატფორმებზე ქომაგთა ჩართულობამ 39 მილიონს გადააჭარბა
აქედან მხოლოდ ფეისბუქზე ჩართულობამ 57 მილიონს მიაღწია (13 მილიონი 2016 წელს), ხოლო ტურნირის ვიდეოებმა 9.37 მილიონი ნახვა დააგროვა (5.67 2016 წელს)
საქართველოში ჩატარებული ტურნირის წარმატებაზე ისიც მეტყველებს, რომ მსოფლიო რაგბმა მას აქამდე ჩატარებულ შეჯიბრებებს შორის ყველაზე დიდი, 90 ქულიანი შეფასება მისცა.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით