გელა აფრასიძე: ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

AutoSharing Option
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა გელა აფრასიძემ იაპონიასთან (24:22) მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე მატჩში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტი ლელოს ავტორი სწორედ აფრასიძე გახდა.

"ჩემი ლელო იყო გუნდის დამსახურება. ბოლოში უფრო ავჩქარდით და მოვუმატეთ. ჩვენმა შეტევებმა საბოლოოდ გამოიღო შედეგი და აქედან გამომდინარე დავდე ლელო.

ჩვენთვის ძალიან მაგარია, რომ მომავალ წელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გავინაღდეთ. ჩვენ ვეჩვევით, ვსწავლობთ და ვვითარდებით. ბოლო ორი წელია ძალიან კარგ თამაშებს ვაჩვენებთ და ხუთეულში მოხვედრის შანსი გვქონდა. იმედი მაქვს, მალე მოვხვდებით ელიტა-ჯგუფებში.

მე-9 ადგილისთვის
ბრძოლაში შოტლანდიას ვეთამაშებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თამაშს მოვიგებთ და ერთით წინა ადგილზე გადავალთ.

ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა აფრასიძემ.

alt"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
გაიხარე გელა, უფალმა დაგლოცოს და სამშობლოს სიყვარული ბოლომდე გატარებინოს. "ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", 60 წელს გადაცილებული კაცი ვარ და ასეთი სიტყვები არავისგან მახსოვს. მაღალი ღმერთი იყოს გელა შენი შემწე ყველგან და ყველაფერში. მადლობა შენს მშობლებს ასეთი ქართველი კაცის გაზრდისათვის. უფლის ნებით სულ წარმატებები იყოს შენი თანამდე სპორტშიც და პირად ცხოვრებაშიც.
გაიოზიგ
10:37 13-06-2018
0
გენაცვალეთ ბიჭებო, თქვენ საქართველო ხართ!!!
0