2022 წლის პირველი სანაკრებო შეკრების დაწყებამდე გელა აფრასიძემ, დავით ნინიაშვილმა და ბექა გორგაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-16 ტურში ლელოები გაიტანეს, რითაც თავ-თავიანთ გუნდებს მოაგებინეს.

"მონპელიე" "ლა როშელს" ეწვია და 29:23 დაამარცხა. მიხეილ ნარიაშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენების მერე შეცვალეს. თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო გელა აფრასიძე. 68-ე წუთზე დერეფნის შემდეგ ხაზიდან ამოვარდნილი მცველი შენიშნა, ცრუმოძრაობის შემდეგ სწრაფად გაჭრა ხაზი, ბურთი ფეხით გადაიკიდა, მიჰყვა და ცალი ხელით დაამიწა, რითაც ანგარიში 29:16 გახადა. აფრასიძისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე გატანილი ლელოა, სულ კი ტოპ 14-ში თავი მეოთხედ გამოიჩინა.

"ლიონმა" "პერპინიანს" 28:23 სძლია. დავით ნინიაშვილმა თამაში ძირითადში დაიწყო და მოედანზე 1 საათი გაატარა. 44-ე წუთზე მან ფრთაზე გრძელი გადაცემა შეირგო და ლელოში მაღალ სიჩქარეზე შეიჭრა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ "ლიონი" 16:13 დაწინაურდა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა. ნინიაშვილისთვის ეს ამ თვეში გატანილი მესამე ლელოა. მან "პერპინიანი" ორჯერ დაამწუხრა – ერთხელ ტოპ 14-ში და ერთხელ ჩელენჯ ქაფზე. მასპინძელთა რიგებში თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო დუდუ ქუბრიაშვილი.

"პომ" "კლერმონი" მიიღო და 28:20 გაიმარჯვა. ბექა გორგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფლანკერის პოზიციაზე კარგი თამაში ჩაატარა. 69-ე წუთზე მან "პოს" ფაზური შეტევა ლელოთი დაასრულა და საკუთარი გუნდი 21:20 დააწინაურა. ბექასთვის ეს მეორე ლელოა მიმდინარე სეზონში.

ლიდერმა "ბორდომ" "კასტრს" უმასპინძლა და 23:10 დაამარცხა. სტუმართა შორის შეცვლაზე 62-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ.

"ბრივმა" "ბიარიცი" მიიღო და ბონუსით – 33:10 დაამარცხა. ორივე გუნდის რიგებში სამ-სამმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. "ბრივის" ძირითადში იყვნენ ვასილ ლობჟანიძე (58-ე წუთზე შეცვალეს) და ლუკა ჯაფარიძე, რომლის ნაცვლად 63-ე წუთზე თამაშში სოსო ბეკოშვილი ჩაერთო. სტუმართა შორის პირველიდან 74-ე წუთამდე გაისარჯა თორნიკე ჯალაღონია, რომელმაც მე-19 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილი და შესვენების შემდეგ ის გიორგი ნუცუბიძემ შეცვალა.

"რასინგ 92"-მა "ტულუზს" სტუმრად 20:15 მოუგო. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე დასკვნითი 25 წუთი ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა.

ტურის დასკვნით შეხვედრაში ბექა გიგაშვილის "ტულონი" "სტად ფრანსეს" ეწვია და ტაიმი 17:10 მოიგო, მაგრამ საბოლოოდ 24:26 დამარცხდა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.

ინგლისის პრემიერშიფის მე-14 ტურში "გლოსთერმა" "ნიუკასლს" სტუმრად 32:22 სძლია. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 4 წუთი ითამაშა გიორგი კვესელაძემ.

პრო დე2 – შეყლაშვილმა ლიდერს გაუტანა

მე-19 ტურში "კოლომიემ" ლიდერ "ოიონას" უმასპინძლა და 29:17 დაამარცხა. გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ბექა შეყლაშვილმაც შეიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 52 წუთი გაატარა და 25-ეზე ლელო გაიტანა. სტუმართა განაცხადში იყო და დასკვნითი 5 წუთი ითამაშა ბექა კაკაბაძემ.

"მონტობანი" "კარკასონთან" მეორე ტაიმის დებიუტში კაცნაკლული დარჩა და მასპინძლებთან 6:31 დამარცხდა. სტუმართა რიგებში მირიან ბურდული 49-ე წუთზე გამოჩნდა და 64-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"ბეზიემ" "აჟენს" უმასპინძლა და ბონუსით, 29:3 მოუგო. სტუმართა ძირითადში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს ჯაბა ბრეგვაძე. მასპინძელთა რიგებში 47-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ახალაძემ, ჟორჟ სალდაძე კი შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა.

"გრენობლმა" "რუანი" მიიღო და მხოლოდ ნუგეშის ქულას დასჯერდა – 14:15. მასპინძელთა ძირითადში იყო ილია კაიკაციშვილი და ის 49-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა გოგინავა თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო.

"ვანთან" სტუმრად 10:33 დამარცხდა "მონ-დე-მარსანი", რომლის რიგებში მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა ლაშა მაჭარაშვილმა.

"ბეიონმა" ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ (13:13) "ნევერს" სტუმრად ბონუსით, 41:13 მოუგო. სამწუხაროდ, მე-9 წუთზევე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა "ბეიონის" მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე. მასპინძელთა ძირითადში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს თორნიკე მატარაძე, ხოლო გია ხარაიშვილი შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა.

Georgian Rugby

გიორგი
ჟვანიას ტრავმა აქვს?
გიორგი 50
თქვენ მაინც გაგვახარეთ ბიჭებო... ძიუდომ ლისაბონში ჩაისვარა, ფუტსალი: 0-8 ესპანეთთან... წარმატებები და უფლის მფარველობა საქართველოს...
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
საუდის არაბეთის გუნდის გულშემატკივრები "შახტარის" ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგი არიან
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
"მამარდაშვილმა ეს აღიარა" - ქართველი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" მე-2 მეკარე იქნება
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
შოტლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
ორმაგ ტრანსფერთან ახლოს - "ლივერპული" პსჟ-იდან შემტევებს იმატებს
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ტოპ 14 - ქართველების ორი ლელო ერთ მატჩში
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს