თედო აბჟანდაძე: ეს შედეგი თავდადებამ და ჩვენმა დაუღალავმა შრომამ მოიტანა

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ზედიზედ სამი თამაში მოიგეს და წინა ორი წლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო თედო აბჟანდაძე იყო. Sportall.ge ქართველ მორაგბეს დაუკავშირდა და მსოფლიო ჩემპიონატის შეფასება სთხოვა.

"მსოფლიო ჩემპიონატს, მთლიანობაში, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებდი. 5-დან 3 თამაში მოვიგეთ და წინა 2 წლის მაჩვენებელი გავაუმჯობესეთ.

ეს შედეგი თავდადებამ და ჩვენმა დაუღალავმა შრომამ მოიტანა. იაპონიასთან თამაში? ძალიან დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებდით, თუმცა მოვიკრიბეთ ძალები, კონცენტრაცია მოვახდინეთ და მოვიგეთ.

ძალიან სასიამოვნოა, რომ
მოგება-წაგების ბალანსი ამ ჩემპიონატზე ჩვენ სასარგებლოდაა.

შოტლანდიასთან თამაშის შემდეგ ჩვენს გასახდელში სასიამოვნო და მხიარული ატმოსფერო იყო.

ჩემი მიზანი შემდეგ მსოფლიოზე ისევ დარჩენა და ამ შედეგის გაუმჯობესებაა", - აღნიშნა აბჟანდაძემ.

altჩვენი იმედის გუნდმა შოტლანდია დაამარცხა! [VIDEO]

altშოტლანდიელებმა "უმცროს ბორჯღალოსნებთან" მატჩი შეაფასეს: საქართველოს მძლავრ გუნდთან დავმარცხდით

 

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენი ბიჭები!
zviads
16:47 25-06-2018
0
საქართველომ მხოლოდ იმ ნაკრებებთან წააგო ვისთანაც ზელანდიამ წააგო შემდეგ... დანარჩენი შეფასებები თქვენთვის მომინდია...
გიო
22:23 18-06-2018
0