"მორაგბედ დაბადებული" - World Rugby თედო აბჟანდაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს

AutoSharing Option
ფოტო: Georgian Rugby Union

რაც უფრო ახლოვდება 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში, მით უფრო იზრდება საერთაშორისო დონეზე ინტერესი ქართველი მორაგბეების მიმართ და უფრო მეტ ინფორმაციას ვხვდებით უცხო ენაზე.

ამჯერად კი რაგბის სამყაროში ყველაზე პოპულარულ ვებგვერდზე - world.rugby, თედო აბჟანდაძის შესახებ გამოქვეყნდა სტატია, რომლის თარგმანსაც უცვლელად გთავაზობთ.

შეგახსენებთ, World Rugby რაგბის მმართველი ორგანოა და სწორედ მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდა აღნიშნული ტექსტი.

ახალგაზრდა ვარსკვლავი თედო აბჟანდაძე მსოფლიო თასის დუბლის ზღვარზე

ქართველი 10 ნომერი თედო აბჟანდაძე, რომელიც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამედ თამაშს მოუთმენლად ელოდება, ამბობს,
რომ ეს ტურნირი ძალიან დაეხმარა მას ოცნების ასრულებაში, ეთამაშა "ლელოების" ძირითად გუნდში.

საქართველო ძალიან კარგად იყენებდა საკუთარ შესაძლებლობებს, ზრდიდა დიდ და ძლიერ ფორვარდებს, ვისი საშუალებითაც საერთაშორისო დონეზე გამოსვლის შემდეგ ამაყად მისდევდა საკუთარ ძალისმიერი თამაშის სტილს შერკინებასა და მოლში.

ამ მხრივ, "ლელოების" თამაშში არაფერი შეცვლილა და ისინი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ მათი წინა ხაზით. თუმცა, ახალგაზრდა და შესანიშნავი უკანახაზელების გამოჩენით მიეცათ შესაძლებლობა, რომ მომავალში მეტოქეებს საფრთხეები სხვადასხვა გზით შეუქმნან.

პირველმა ინგლისში გამართულ შეჯიბრებაზე თამაში ვასილ ლობჟანიძემ დაიწყო, რომელიც მოგვიანებით მსოფლიო რაგბის თასის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეც გახდა (18 წელი და 340 დღე). მას გელა აფრასიძე მოჰყვა და ახლა თედო აბჟანდაძის დროა.

აბჟანდაძეს, რომელიც მესამედ ითამაშებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, უკვე დაუგროვდა 7 თამაში ეროვნულ გუნდში და სადებიუტო თამაშში სამოას წინააღმდეგ 12 ქულა მოიპოვა. წლის დასაწყისში კი,  რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

მსოფლიო კლასი

ლობჟანიძესთან შეწყვილება და 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან რამდენიმე თვის შემდეგ მსოფლიო თასზე თამაში საკმაოდ რეალური პერსპექტივა ჩანს თედო აბჟანდაძისათვის, რომლის მიმართაც საქებარ სიტყვებს არ იშურებს "ლელოების" მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.

"ის მორაგბედ არის დაბადებული, რაც გულისხმობს, რომ  შესანიშნავი ინსტინქტები აქვს და მისი ასაკის გათვალისწინებით, თამაშის წაკითხვა ძალიან კარგად შეუძლია", - ამბობს ჰეიგი.

"ის სრულიად უპრობლემოდ გადავიდა ახალგაზრდულიდან უფროსების რაგბიზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა თვისება, რომ მსოფლიო დონის მოთამაშე გახდეს."

ჰეიგმა ასევე მიანიშნა იმაზე, რომ ახალგაზრდა "ლელოების" კაპიტანი აბჟანდაძე, რომელიც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა, არ არის მსოფლიო თასზე მოხვედრის ერთადერთი კანდიდატი ამ გუნდიდან.

"თედო უკვე ეროვნული ნაკრების წევრია და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, იქნებ ვინმემ გამოავლინოს ისეთი თვისებები, რომელთა გამოც 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს", - დაამატა მან.

საქართველოდან არგენტინამდე 17-საათიანი ფრენის გარდა, თედო აბჟანდაძე მოუთმენლად ელის, რომ საკუთარი თამაშის სტილით ყველა გააკვირვოს.

"პირველი ტურნირის დროს, რომელიც საქართველოში გაიმართა, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მაშინ მხოლოდ 17 წლის გახლდით და ვიცოდი, რასაც ელოდნენ ჩემგან.

მეორე ტურნირის დროს საფრანგეთში მე უკვე გამოცდილი ვიყავი და შემიძლია ვთქვა, რომ იმ დროისთვის გავიზარდე, - იხუმრა თედომ, - იმ შეჯიბრებიისთვის გულმოდგინედ ვემზადებოდი. ამის შედეგად, მგონია, რომ ჩემი თამაშის ხარისხი წინა შეჯიბრებასთან შედარებით გაცილებით უკეთესი იყო.

ახლა კი წინ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე შეჯიბრება მაქვს და რა თქმა უნდა, საკუთარ თავს გაცილებით მეტს ვთხოვ და იმედი მაქვს, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდება.

"20-წლამდელები რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა. ამ ტურნირზე მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა ჩემს, როგორც მოთამაშის განვითარებასა და ზრდაში. ტურნირმა დამანახა, გამაანალიზებინა და მასწავლა, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ გავხდე პროფესიონალი; იმისათვის, რომ ვიყო ფიზიკურად და ტაქტიკურად ანგარიშგასაწევი მორაგბე იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც უფრო ძლიერები არიან და რეიტინგში უკეთეს ადგილს იკავებენ."

ადრე და ახლა

აბჟანდაძე, რომელმაც 2017 და 2018 წლებშიც ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 20-წლამდეთა ჩემპიონატზე, არის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე.

სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა საქართველოს ნაკრები წინა შედეგის გაუმჯობესებას და მე-9 ადგილზე უკეთესი პოზიციით ტურნირის დასრულებას.

საქართველომ შესანიშნავი "ქამბექი" შემოგვთავაზა იაპონიასთან და 24:22 დაამარცხა აზიური გუნდი, ამის შემდეგ კი შოტლანდიას მოუგეს - 39:31.

"მიუხედავად იმისა, რომ ადრეც გვქონდა რამდენიმე შესანიშნავი შეხვედრა, მაგალითად, არგენტინასთან მოპოვებული გამარჯვება სახლში, ძალიან კარგი თამაში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ და გამარჯვება ირლანდიასთან, იაპონიასთან გამართული შეხვედრა ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გახლდათ", - თქვა თედომ.

Sportall.Ge

"აღნიშნულ მატჩზე ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული. იმ შეხვედრაში მთელი თამაშის განმავლობაში ჩამოვრჩებოდით მეტოქეს. თუმცა უკანასკნელ 10 წუთში მოვახერხეთ მობილიზება და მოვიგეთ თამაში ძალიან, ძალიან ძლიერი იაპონიის გუნდის წინააღმდეგ."

საქართველომ, რომელიც ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიასთან მოხვდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თედო აბჟანდაძეს შესაბამისი გაცილება მოუწყოს.

"ჩვენ ჯგუფის ბოლო შეხვედრა შოტლანდიის წინააღმდეგ გვაქვს 12 ივნისს. თუ იმ თამაშს მოვიგებთ და ნახევარფინალში გავალთ, ეს იქნება დაბადების დღის (20 წლის ხდება) ყველაზე კარგი საჩუქარი ჩემთვის", - განაცხადა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტმა.

"ჩვენი მთავარი ამოცანა 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე ადგილის შენარჩუნება იქნება, თუმცა ყველანაირად ვეცდებით, რომ შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესოთ."

შეგახსენებთ, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში 4 ივნისს დაიწყება და საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში ახალი ზელანდიის გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სასიამოვნოა, წარმატებები თედოს!
llcl
16:42 29-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.