ფოტო: uar.com.ar
საქართველოს 20-წლამდლთა ნაკრები 26 მაისს არგენტინაში ჩაფრინდა. იმავე დღის საღამოს ქართველი მორაგბეები ქალაქ როსარიოში დაბინავდნენ.
პირველი ორი დღის განმავლობაში ნაკრების წევრებმა დრო აღდგენასა და მსუბუქ ვარჯიშს დაუთმეს.
ხოლო გუშინ, 29 მაისიდან სრული დატვირთვით შეუდგნენ ვარჯიშს.
შეგახსენებთ, მსოფლიოს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამშაბათს, 4 ივნისს, ახალი ზელანდიის გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
"მორაგბედ დაბადებული" - World Rugby თედო აბჟანდაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს
U20. მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში - საქართველოს მეტოქეები, ისტორია, წესები...