U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ექვსგზის ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მაისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩი ახალ ზელანდიასთან 13:45 წააგო.

ამ შეხვედრას ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა და ემოციურად შესრულებული ჰიმნების შემდეგ თამაშიც დაიწყო. მრისხანე მეტოქის პირველი შეტევის მოგერიების შემდეგ ჩვენმა გუნდმა იქით მიიტანა იერიში. თან, საქართველოს ნაკრები მშვიდად და თვითდაჯერებულად მოქმედებდა და მე-7 წუთზე თედო აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში გახსნა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი არ გახლდათ ურიგო.

მე-10 წუთზე ახალზელანდიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და სამწუხაროდ, დაშვებულ შეცდომას მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა გარდასახვასთან ერთად. მე-17 წუთზე
ვიზავიმ კიდევ ერთი ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა და 9 ქულით გაიჭრა წინ.

24-ე წუთზე საქართველოს ნაკრები, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ძალიან ახლოს იყო ლელოსთან, თუმცა მოწინაღმდეგემ თავის დაცვა მოახერხა. 27-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა.

36-ე წუთზე ახალმა ზელანდიამ მესამე ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა, ბოლოს დემურ თაფლაძემ ლელოს დადება ვერ შეძლო და პირველი ტაიმი 6:19 წავაგეთ.

მეორე ტაიმი ქართველი მორაგბეების იერიშით, ვახტანგ ჯინჭარაძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით დასრულდა და ანგარიში 6 ქულამდე შემცირდა. ამის შემდეგ "ბეიბი ბლექსმა" უპირატესობა მოიპოვა და 45:13 გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკასთან 8 ივნისს გამართავს.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
C ჯგუფი
4 ივნისი. I ტური
სამხრეთი აფრიკა - შოტლანდია 43:19 (იხილეთ ვიდეო)

ახალი ზელანდია - საქართველო 45:13
საქართველო: 15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გივი ცინცაძე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია

1. ნიკა ღვალაძე, 2. ლუკა ნიორაძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ვახტანგ ჯინჭარაძე, 5. ლუკა გელაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული

მარქაფა:
16. ვანო კარკაძე, 17. ზაურ თევდორაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. იოანე იაშაღაშვილი, 20. ტატო გვიმრაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. ლაშა ლომიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. ოთარ ლაშხი, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე

1 ლელო: ჯინჭარაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
2 ჯარიმა: აბჟანდაძე

altU20. ახალზელანდიელთა კაპიტნის კომენტარი საქართველოს ნაკრების შესახებ

altU20. ახალი ზელანდიის მიერ შესრულებული ჰაკა საქართველოსთან მატჩში [VIDEO]

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტნის პირველი კომენტარი ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 16 /
აქ რო გამოდიხართ და ჭ კლასიო და ურახუნებთ რაღაცეებს, იცით ვაფშე ზელანდიური რაგბის შესახებ? 5ბავშვიდან 4 რაგბს ირჩევს, სპეციალური სკოლებია რაგბს+სწავლისთვის, დილის 7ისნახევარზე აქვთ ვარჯიშები,დღეში 3ჯერ ვარჯიშობენ, 4წელი ვსწავლობდი ზელანდიაში და ასეთი აღზრდა არმინახავს არსად, 8წლის ბავშვებს ისე ავარჯიშებენ აქ 25-30 წლის ვაი სპორტსმენი 5წუთიც რო ვერ გაუძლებს, ხაზის და შერკინების მოთამაშეები თანაბრად სწრაფები,ჯანიანები და ეფექტურები არიან, სანაკრებო კემპები რო ტარდება ასობით კლუბის ათასობით და ათიათასობით მორაგბიდან არჩევენ საუკეთესოებს, როცა ჩვენთან 2-3 კლუბია მთლიანი ნაკრების ხერხემალი და ასარჩევადაც მაქსიმუმ 100 მორაგბე გაიყვანო კემპზე)) ამ ყველაფრის მერე ბრავო ბიჭებს, და იმედი მაქვს დადგება ის დღე როცა ტოლსწორად ვეთამაშებით ამათ
luka
17:19 05-06-2019
1
გააწყალეთ გული ამ რეკლამებით.... რატომ არ აქვეყნებ ადმინ კომენტარებს,,,
1234
16:40 05-06-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ