U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ექვსგზის ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მაისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩი ახალ ზელანდიასთან 13:45 წააგო.

ამ შეხვედრას ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა და ემოციურად შესრულებული ჰიმნების შემდეგ თამაშიც დაიწყო. მრისხანე მეტოქის პირველი შეტევის მოგერიების შემდეგ ჩვენმა გუნდმა იქით მიიტანა იერიში. თან, საქართველოს ნაკრები მშვიდად და თვითდაჯერებულად მოქმედებდა და მე-7 წუთზე თედო აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში გახსნა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი არ გახლდათ ურიგო.

მე-10 წუთზე ახალზელანდიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და სამწუხაროდ, დაშვებულ შეცდომას მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა გარდასახვასთან ერთად. მე-17 წუთზე
ვიზავიმ კიდევ ერთი ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა და 9 ქულით გაიჭრა წინ.

24-ე წუთზე საქართველოს ნაკრები, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ძალიან ახლოს იყო ლელოსთან, თუმცა მოწინაღმდეგემ თავის დაცვა მოახერხა. 27-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა.

36-ე წუთზე ახალმა ზელანდიამ მესამე ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა, ბოლოს დემურ თაფლაძემ ლელოს დადება ვერ შეძლო და პირველი ტაიმი 6:19 წავაგეთ.

მეორე ტაიმი ქართველი მორაგბეების იერიშით, ვახტანგ ჯინჭარაძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით დასრულდა და ანგარიში 6 ქულამდე შემცირდა. ამის შემდეგ "ბეიბი ბლექსმა" უპირატესობა მოიპოვა და 45:13 გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკასთან 8 ივნისს გამართავს.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
C ჯგუფი
4 ივნისი. I ტური
სამხრეთი აფრიკა - შოტლანდია 43:19 (იხილეთ ვიდეო)

ახალი ზელანდია - საქართველო 45:13
საქართველო: 15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გივი ცინცაძე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია

1. ნიკა ღვალაძე, 2. ლუკა ნიორაძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ვახტანგ ჯინჭარაძე, 5. ლუკა გელაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული

მარქაფა:
16. ვანო კარკაძე, 17. ზაურ თევდორაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. იოანე იაშაღაშვილი, 20. ტატო გვიმრაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. ლაშა ლომიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. ოთარ ლაშხი, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე

1 ლელო: ჯინჭარაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
2 ჯარიმა: აბჟანდაძე

altU20. ახალზელანდიელთა კაპიტნის კომენტარი საქართველოს ნაკრების შესახებ

altU20. ახალი ზელანდიის მიერ შესრულებული ჰაკა საქართველოსთან მატჩში [VIDEO]

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტნის პირველი კომენტარი ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 16 /
რაგბი ტვ ყველაზე საცოდავი არხია ალბათ პლანეტაზე...ყოჩაღ ბიჭებს კარგად ითამაშეს.. პროგრესი უნდა იყო ს თამაშიდან თამაშამდე თორე ზელანდიასთან თავს ზევით ძალა არ არის...
რიგითი
04 ივნისი 2019 22:32
5
იბრძოლეთ და გამარჯობა აუცილებლად იქნება. მე ამაყი ვარ თქვენით.

იბერიელი68
04 ივნისი 2019 22:42
2
ზელანდიის ეს ახალგაზრდული ნაკრები ჩვენს ეროვნულ ნაკრებსაც მოუგებს, არანორმალურები არიან. ფაქტი ისაა რომ ბევრი სამუშაო გვაქ. სისწრაფეს, ხელდახელ თამაშს თუ არ მოვუმატეთ ასეთ მეტოქესთან შანსები მცირეა. ამას საწყენად არ ვამბობ, კარგი თაობაა, გასაგებია რომ პლანეტის უძლიერესი შერკინება გვყავს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია რაგბის, თუმცა უდაოდ მნიშვნელოვანი.
123
05 ივნისი 2019 09:10
1
Bევრად უკეთ ითამაშეს რასაც ბევრი ელოდა. ძელანია ყველამ იცის ვინ არის, მაგრამ სამწუხაროა ის რომ გაშლილ თამაშში როოგორც ეს გუნდი ასევე უფროსებიც არასწორად დგანან უკანა ხაზში და მაღალი დონის მოწინააღმდეგე ამას ყოველთვის გამოიყენებს. ჩარეეკვა არასდროს არ კეთდება და ფლანგები სულ მოშიშვლებულია. შეტევასიც ბევრი შეცდომაა ისევ უკანა ხაზის გამო რადგას თუ ვიმემ გაარღვია ერთი კაცი მიჰყვება ხოლმე, როდესაც ნახეთ როგორი ბურთაბობა მისდის ზელანდიას თუ ნახვრეწტი ხახეს იმწავსვე არა მარტო ხაზიას არამედ შერკინების მოთამაშეებიც დიდ სისწრაფეს კრიბავენ და მიჰყვებიან. Bევრი სამუსაოა კიდევ უკანა ხაზში. ასე დაბნევა არ შეიძლება. მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ რადგან დიდი წინსვლა იგრძნობა და ბიჭები ბოლომდე კარგად დადგნენ. გამარჯვებები აბა ჰე და აბო ჰო!
niko
05 ივნისი 2019 02:33
0
სისწრაფეში გვჯობნიან. შერკინება უძლიერესი გვყავს.
suxia
05 ივნისი 2019 09:14
0
ამ თამაშმა გვიჩვენა,რამდენად წინ წავიდა საქართველოს ნაკრები ბოლო ორ წელიწადში და აგრეთვე გვიჩვენა,კიდევ რამდენი რამე გვაქვს სასწავლი და ამოსაქაჩი.ის,რაც ზელანდიელებისათვის ბუნებრივი და ინსტიქტების დონეზეა,ჩვენებისათვის ფიქრის შემდეგ ხდება გაკეთებადი და სწორედ ეს აზროვნების სისწრაფეში უპირატესობა უქმნიდათ ზელანდიელებს უკვე თამაშის სისწრაფეში უპირატესობას.შესანიშნავი პრაქტიკა მიიღეს ჩვენმა ბიჭებმა და სამომავლოდ,აუცილებლად გამოადგებათ.არა მგონია ამ ჩემპიომატზე კიდევ უფრო ძლიერ გუნდთან მოგვიწიოს თამაში ,ეს კი იმის რწმენას მიორმაგებს,რომ არავისთან შევრცხვებით და გამარჯვებებიც აუცილებლად იქნება.ასე რომ მიდით ბიჭებო,ბოლომდე მიაწექით
სოსო
05 ივნისი 2019 09:01
0
აქ რო გამოდიხართ და ჭ კლასიო და ურახუნებთ რაღაცეებს, იცით ვაფშე ზელანდიური რაგბის შესახებ? 5ბავშვიდან 4 რაგბს ირჩევს, სპეციალური სკოლებია რაგბს+სწავლისთვის, დილის 7ისნახევარზე აქვთ ვარჯიშები,დღეში 3ჯერ ვარჯიშობენ, 4წელი ვსწავლობდი ზელანდიაში და ასეთი აღზრდა არმინახავს არსად, 8წლის ბავშვებს ისე ავარჯიშებენ აქ 25-30 წლის ვაი სპორტსმენი 5წუთიც რო ვერ გაუძლებს, ხაზის და შერკინების მოთამაშეები თანაბრად სწრაფები,ჯანიანები და ეფექტურები არიან, სანაკრებო კემპები რო ტარდება ასობით კლუბის ათასობით და ათიათასობით მორაგბიდან არჩევენ საუკეთესოებს, როცა ჩვენთან 2-3 კლუბია მთლიანი ნაკრების ხერხემალი და ასარჩევადაც მაქსიმუმ 100 მორაგბე გაიყვანო კემპზე)) ამ ყველაფრის მერე ბრავო ბიჭებს, და იმედი მაქვს დადგება ის დღე როცა ტოლსწორად ვეთამაშებით ამათ
luka
05 ივნისი 2019 17:19
1
გაოცებული დავრჩი პირველ ტაიმის ცალკეულ ეპიზოდებში ჩვენი ბიჭების მაღალი დონის თამაშით.პლანეტის უძლიერეს ნაკრებთან მათი ასეთი თავდაჯერება მომავლის იმედს გვისახავს.აშკარაა,რომ წლიდან წლამდე წინ მივიწევთ.
გიოშა
05 ივნისი 2019 13:53
0
ჩვენ ბიჭებს შიში და რიდი არ ქონდათ ასეთ მრისხანე და ტიტულოვან მეტოქესთან. ასეთ ჯახებში უნდა აიმაღლონ კლასი. წინსვლა სახეზეა და იმედია უფრო მოუმატებენ. დარწმუნებული ვარ ასეთი მებრძოლი გუნდით ადგილის შენარჩუნება არ გაგვიჭირდება. მომავლის იმედი ნამდვილად საფუძვლიანი გვაქვს.
Geo_Dinamo
05 ივნისი 2019 10:42
0
ჩემი აზრით ამდენი ოფლოუდი იმით იყო განპირობებული, რომ ზელადნიელები ფიზიკაში ჯობდნენ ჩვენს ბიჭებს ერთიერთზე თამაშისას, რის გამოც ჩვენებს უწევდათ ქვედა ბოჭვების გაკეთება, მიყოლა და ხელით თამაში კიდე დაბადებიდან იციან ზელანდიაში. ბრძოლა იყო ბოლომდე, მაგრამ ანგარიში დასანანი. ბევრი შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, პლუს რამდენიმე ლელო ვაჩუქეთ, მაგრამ არაუშავს კარგია პირველი თამაში რო ზელანდიასთან გვქონდა, ბიჭები მოიქოქებიან საკუთარი თავის რწმენა გაუძლიერდებათ და აფრიკას და შოტლანდიას დადებენ ბეჭებზე.
პ.ს. შეტევაში კონტაქტის გაკეთებაზე იქნებ მეტი იმუშაონ და მწვრთნელებმაც მიაქციონ ყურადღება. ვფიქრობ ტექნიკა მოიკოჭლებდა ამ კომპონენტში.
ქარ
05 ივნისი 2019 10:39
0
შერკინებაში ვჯობდით,მაგრამ მთლიანობაში ისინი ჩვენზე გაცილებით ზორბა ტანის ბიჭები იყვნენ და მათი დაჭერა ჭირდა,მით უმეტეს,რომ წესები შეიცვალა და მხრებში შებოჭვა აღარ შეიძლება.ამით ჩვენზე გაცილებით მოძრავმა და სწრაფმა ზელანდიელებმა,დამატებითი უპირატესობა მიიღეს.ხელით თამაშში კი მათ ვერ შევედრებით და ეს,ამ თამაშშიც კარგად ჩანდა.ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო,რომ ორივე ტაიმის დებიუტი,ჩვენი უპირატესობით წავიდა და ქულებიც ავიღეთ,რიგ ეპიზოდებში კი ჩვენც მშვენივრად გავშალეთ შეტევები ხელდახელ თამაშით.ზელანდიასთან 15-2ო წუთი უპირატესობის ფლობა,ჩვენი ნაკრებისდათვის დიდ მიღწევად მიმაჩნია.ჩვენ ბიჭებს მეტოქისა აღარ ეშინოდათ და მხოლოდ პირველ გაშვებულ ლელოში ჭიჭინაძის შეცდომის შედეგად რომ გავიდა,შეგვეტყო დაბნეულობამ რასაც მალევე მეორე ლელოც მოაყოლეს.შემდეგ უკვე ასეთი რამე აღარ შემიმჩნევია და ლელოები უბრალოდ მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე გადიოდა
სოსო
06 ივნისი 2019 10:36
0