შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველო ჩვენთვის განსხვავებული გამოწვევაა

AutoSharing Option
დღეს, 12 ივნისს, "უმცროსი ბორჯღალოსნები" შოტლანდიის 20-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდებიან.

თამაშის წინ კომენტარი "სკოტების" მწვრთნელმა კარლ ჰოგმა გააკეთა:

"საქართველო, სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის მსგავსად, განსხვავებული გამოწვევაა ჩვენთვის. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ მათ ფიზიკურად ძლიერ და ფორვარდებზე დამყარებულ სტილს. საკუთარი სტილით უნდა ვითამაშოთ, თუმცა ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს მათი ძლიერი მხარეები".

თუ ჩვენს ნაკრებში 10 ცვლილებაა წინა მატჩის შემდეგ, ბრიტანელები მოედანზე 12 ახალი მორაგბით გამოვლენ. როგორც ჩვენთვის, მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფში გამარჯვების მოპოვება.

შეხვედრა თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

მომზადებულია worldrugby-ს
მიხედვით

altშოტლანდიასთან მატჩისთვის "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა 2/3-ით შეიცვალა

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" შანსები 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.