U20. არის! - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას მძიმე ბრძოლაში სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია 17:12 დაამარცხა.

მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და მეხუთე წუთზე გატანილი ლელოთი და გარდასახვით წინ გაიჭრა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" თამაში დაალაგა, ბურთზე კონტროლი დაამყარა, თუმცა წინსვლა ჭირდა და იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო.

თამაში თვალსასეირო ვერ იყო, უფრო ძალისმიერი გახლდათ. სამწუხაროდ, ხუთჯერ წავაგეთ საკუთარი დერეფანი. უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდმა დაუშვა შეცდომები და თამაში აიჭრა.

შესვენებაზე საქართველოს ნაკრების მთელი პირველი ხაზი შეიცვალა, თამაშიც გამოცოცხლდა და თედო აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა.
მერე ისევ წავაგეთ საკუთარი დერეფანი, რასაც მოწინააღმდეგის ლელო და გაცუდებული გარდასახვა მოჰყვა.

57-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა ვიზავის დაცვა გაჭრა, აბჟანდაძემ ლელო დადო, გარდასახვაც გამოიყენა და 10:12. ეს ამხელა უპირატესობის ფონზე ლოგიკური იყო.

68-ე წუთზე მსაჯმა წინ მიცემული პასისთვის შოტლანდიას ლელო არ ჩაუთვალა. 74-ე წუთზე კი, როგორც იქნა, დერეფანში შეცდომა სქოთებმა დაუშვეს, ლუკა ნიორაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ - გარდასახვა და 17:12.

78-ე წუთზე მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში პაატა ბურჭულაძემ შეაჩერა და გავიმარჯვეთ!

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე სამატჩო დღის ბოლოს გაირკვევა.

შეგახსენებთ, შოტლანდიელებს "უმცროსი ბორჯღალოსნები" შარშანაც შეხვდნენ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე  და 39:31 დაამარცხეს.

საქართველო:
ხაზი

15. დაჩი პაპუნაშვილი, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ირაკლი სიმსივე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. სანდრო მარგიანი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება
1. ნიკა ღვალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ზაურ თევდორაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. ვახტანგ ჯინჭარაძე, 6. პაატა ბურჭულაძე, 7. ბექა ყორიაული, 8. იოანე იაშაღაშვილი.

მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ლუკა აზარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ტატო გვიმრაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თემურ ჭიჭინაძე, 24. გივი ცინცაძე, 25. ლაშა ლომიძე, 27. იოსებ გუშარაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ზურა ქავთარაძე ისვენებდა.

2 ლელო: აბჟანდაძე, ნიორაძე
2 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე


altშოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველო ჩვენთვის განსხვავებული გამოწვევაა
მკითხველის კომენტარები / 24 /
ბრწყინვალე ტაქტიკური ხრიკი იყო ჩვენი მწვრთნელებისგან, რომ ძირითადი შემადგენლობა მეორე ტაიმისთვის შემოვინახეთ,რამაც მშვენივრად გაამართლა!
giorgi
12 ივნისი 2019 19:55
2
გილოცავ საქართველო ბრწყინვალე გამარჯვებას!ღმერთმა გვიმრავლოს! ბიჭებს დიდი მადლობა თავდადებისთვის ამ უაღრესად მძიმე ბრძოლაში.ზედიზედ მეორე წელია ვამარცხებთ პირველი დონის ქვეყნის შოტლანდიის ნაკრებს!"მოკითხვა"თქვენ 6 ერის ორგანიზატორებო...
გიოშა
12 ივნისი 2019 19:54
2
პირველ რიგში მადლობა მაგარი ბრძოლისთვის!!!

საამაყო ხალხი ხართ.
ღმერთმა დაგლოცოთ.
დიდგორელი!
12 ივნისი 2019 19:52
1
გავიმარჯვეთ.მიუხედავად უამრავი შეცდომეისა და არასწორი თამაშისა,მაინც გავიმარჯვეთ.ვულოცავ ბიჭებს და თქვენც მეგობრებო.გუნდმა შესძლო და თავის თავს აჯობა,დაალაგა და შემოატრიალა თამაში.შოტლანდია სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და ეს იქიდანაც გამოჩნდა,რომ მიუხედავად ჩვენი ფიზიკური ზეწოლისა,შეტევის დროს მათი დაცვა მთელი მატჩის მანძილზე,ერთხელაც ვერ დავაჯარიმეთ,ჩვენ კი საკუთარ ხუთმეტრიანში,უამრავ ჯარიმას ვიღებდით და ვერც ვაკავებდით მეტოქეს.სასიხარულოა,რომ თედო აბჟანდაძე თავის თავს დაემსგავსა.ამ გამარჯვებით ნაკრები თავისი თავის რწმენას დაიბრუნებს და მჯერა,ადგილის შენარჩუნებას შევძლებთ.საგანგებოდ ავღნიშნავ მსაჯობას და შევადარებ დანიასთან ფეხბურთში მსაჯობას.აქაც და იქაც მსაჯის სწორმა და არასწორმა გადაწყვეტილებებმა,რადიკალურად შეცვალა თამაშის მიმდინარეობა და საბოლოო შედეგი.
სოსო
12 ივნისი 2019 19:44
4
გილოცავთ ბიჭებო. წარმატებები მომავალში.
კობა
12 ივნისი 2019 19:36
1
გენაცვალეთ ბიჭებო! თქვენი ყოველთვის გვჯერა, ასე გააგრძელეთ!
ზაზა
12 ივნისი 2019 19:34
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.