საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თედო აბჟანდაძემ შოტლანდიის 20-წლამდელთა გუნდის დამარცხების შემდეგ World Rugby TV-სთან კომენტარი გააკეთა:
"ძალიან ბედნიერები ვართ ამ ტურნირზე პირველი თამაშის მოგებით. მიმაჩნია, რომ მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით და სწორედ ეს იყო ჩვენი გამარჯვების მიზეზი. მე ძალიან გახარებული ვარ და ვამაყობ ჩემი ბიჭებით", - აღნიშნა "აიას" მორაგბემ.
შოტლანდიასთან მიღწეული გამარჯვებით საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და სამწუხაროდ, ბოლო 4 გუნდს შორის მოხვდა.
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ელიტაში დასარჩენად პირველ მატჩს ფიჯის გუნდთან გამართავს.
U20. არის! - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას მძიმე ბრძოლაში სძლია! [VIDEO]
შოტლანდიელები: გადამწყვეტი როლი ქართველთა ლიდერმა თედო აბჟანდაძემ ითამაშა