"უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ფიჯისთან ფინალის ტოლფასი მატჩისთვის

AutoSharing Option
17 ივნისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" წლევანდელი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ფიჯისთან გამართავენ.

ესაა ნახევარფინალი მე-9 ადგილისთვის, რომლის გამარჯვებული გაისად 12 ელიტარულ გუნდს შორის ადგილს დაიბევებს, დამარცხებულს კი, შესაძლოა, დარჩენის შანსი აღარც მიეცეს.

მართალია, 22 ივნისს დამარცხებული გუნდი მე-11 ადგილისთვის ითამაშებს, თუმცა მე-9 ადგილის ნახევარფინალში შოტლანდია იტალიას ეთამაშება. იტალია გაისად 20-წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს და ის "ალაფაზე" არცერთ შემთხვევაში არ დაქვეითდება. თუმცა, თუ ამ წყვილში იტალია გაიმარჯვებს, შოტლანდია ჩვენსა და ფიჯის შორის წაგებულ გუნდს სწორედ დარჩენისთვის შეხვდება.

განვლილი გზა

"უმცროს ბორჯღალოსნებს" ჯგუფურ ეტაპზე სამი ურთულესი მატჩი ჰქონდათ. მათ იბრძოლეს სამხრეთელ ბობოლებთან - ახალ ზელანდიასთან (13:45) და სამხრეთ აფრიკასთან (20:48), მაგრამ საცხრილო ქულა ვერცერთში აიღეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ილია მაისურაძის შეგირდებმა შოტლანდიას თამაში შემოუტრიალეს და 17:12 სძლიეს, რითაც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ მესამეადგილოსნებს შორის უარესი მაჩვენებლით და მაინც მე-9 ადგილისთვის მოუწევთ ბრძოლა.

ფიჯიმ, რომელიც 12 გუნდში "ალაფიდან" წელს აღზევდა, კარგი თამაშები ჩაატარა, თუმცა ჯგუფური ეტაპის შემდეგ მაინც მე-12 ადგილზე დარჩა. კუნძულელებმა შარშანდელ ჩემპიონ საფრანგეთს ორი ლელო გაუტანეს და 20:36 დამარცხდნენ; ორი ლელო გაუტანეს მასპინძელ არგენტინასაც და 14:41; დასკვნით ტურში კი უელსს 67-ე წუთამდე ეომნენ, 4 ლელო გაიტანეს და მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა საბოლოოდ 28:44 წააგეს და ერთ ბონუს-ქულას დასჯერდნენ. შედეგად, ფიჯი ასევე 1-ქულიან იტალიას გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსში 10-ით ჩამორჩა.

შემადგენლობა ფინალის ტოლფას მატჩში

ტურნირის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას "უმცროსი ბორჯღალოსნები" საბრძოლო შემადგენლობით ხვდებიან. საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს და მწვრთნელებს 28-ვე მოთამაშის იმედი ექნებათ.

შერკინების პირველ ხაზში ლუკა აზარიაშვილი, ლუკა ნიორაძე და გია ხარაიშვილი დადგებიან. ეს ის სამეულია, რომელიც შოტლანდიასთან მეორე ტაიმში თამაშობდა. წინა შეხვედრის შემდეგ უცვლელი დარჩა შერკინების მეორე ხაზის წყვილი - ლუკა გელაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე. 5 დღის წინანდელ მატჩთან შედარებით ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში და თამაშს კობა კოლოტაური იწყებს. მეორე ფლანკერად ადგილი შეინარჩუნა ბექა ყორიაულმა, ხოლო შემკვრელი იოანე იაშაღაშვილი იქნება.

ღერძად თამაშს იწყებენ მიხეილ ალანია და თედო აბჟანდაძე, რომლებიც ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ძირითადში იყვნენ, შოტლანდიასთან შესვენებისას შეცვლაზე შევიდნენ და მატჩში გარდატეხა შეიტანეს.

ცენტრში კვლავ სასტარტო შემადგენლობაშია დემურ თაფლაძე, რომელსაც ამჯერად ლაშა ლომიძე შეუწყვილდება. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა ოთარ ლაშხმა, რომელმაც სამხრეთ აფრიკასთან დუბლი შეასრულა, ხოლო მეორე ფრთაზე ზურა ქავთარაძე ბრუნდება. ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება თემურ ჭიჭინაძე.

ხაზი | ბექები:
15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურა ქავთარაძე (ხარები), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);

შერკინება | ფორვარდები:
1. ლუკააზარიაშვილი (მონპელიე), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).

მარქაფა:
16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 18. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 19. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი),26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიესი: შავლეგ მახარაშვილი

altrugbypass.com: "ლელოელები" პროგრესირებენ - თედო აბჟანდაძე ევოლუციას განიცდის, რევოლუციას თუ არა

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ეს მაქსიმუმი არ არის


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
Lამაზი არაა მოყვარულო გიწერიათ ჟურნალისტებო რატომ ამოაგდეთ გამოხმურება ყველ კარაქზე და..გიწერიათ ცამეტი კომენტარი ფაქტიურად11 ია.უაზრო ხდება ბევრი კომენტარი ეცით ხალხის აზრებს პატივი მათი კომენტარების უაზრობამდე მიყვანის მცდელობით,დაკნინებით თქვენ ვერ გახდებით უფრო ჭკვიანები და სიმართლის უზადოდ გადმომცემნი საჯაროდ
...
17 ივნისი 2019 17:57
0
ყველა ადამიანს აქვს უფლება ამ ბიჭებზე გამოხატოს თავისი აზრი,მაგრამ არ შეიძლება იმაზე მსჯელობა-გვაქვს თუ არა წინსვლა ოცწლამდელთა ეროვნულ სარაგბო ნაკრებში.რა თქმა უნდა წინსლა შეინიშნიბა.ამის უარყოფა არასწორად მიმაჩნია.
გიოშა
17 ივნისი 2019 15:53
4
რამოდენიმე თაობა შეიცვალა ნიჭიერი ქართველი ბიჭების ასაკობრივ U-20 ის ეროვნულ ნაკრებში და აჰა ათიოდე წელია ერთი და იგივე " მიზნისთვის იღწვიან" ჩვენი "მიზანდასახული ამღზრდელები" თორმეტ უძლიერესში ადგილის შესანარჩუნებლად და ისიც მეცხრე- მეთორმეტამდე მცდელობებით. მასე მეც მაქვს მიზანი. სიკვდილამდე მივაღწიო "როგორმე" .თავის დაზღვევა მოყვარულთა მუდმივი ხვედრია' ნებისმიერი პროფესიულად ანაზღაურებადი ადგილის შენარჩუნებისთვის.ნაღდი ,პროფესიონალიზმია საჭირო,პასუხისმგებლობით, მკაცრად პასუხისმგებლობით შენი ხალხის წინაშე. სწავლა ,უფრო ძლიერისგან თავდაუზოგავი გარჯით და არა გაწელილი Yდროოდ დროში,არარსებული წინსვლის მცდელობით,რეალური წინსვლა ყოველთვის სასურველია მოკლე ან დასახულ მოთხოვნად ვადებში,თუ კი მართლა რაღაცის ამბიციები გაგვაჩნია ,ასეა ყველა საქმეში, ჩვენს შემთხვევაში რაგბიშიც და ნუ გვავიწყდება დიდი აკაკის ბრძნობა, აღზრდილს ნკალებად მოეკითხება,ამღზრდელია დამნაშავე (Mინისტრთა კაბინეტია თუ რაგბის ფედერაციაა თუ....თუ კი ამბობენ რომ ფლობენ მითდამი, ხალხის მიერ მინდობილ საქმეს) დამნაშავენიც პასუუხის გებით, შედეგის ვერ მიღწევისას , ზემდგომებია აღსაზრდელზე...ასე უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში,ოჯახში ...მთავრობებიდან წყებული მეეზოვედ დამთავრებულის ჩათვლით ....თუ კი ქართველთ ღირსეული ქვეყანა გვსურს , ჩვენივე მომავლის გულსახარად ....ვიცი იბრძოლებენ ქართველი ბიჭები ბოლომდე მჯერა რომ გაიმარჯვებენ ,შეინარჩუნებენ ამ მეცხრე-მეთერთმეტე ადგილს მსოფლიოში უძლიერესებში სპორტის ამ სახეობაში და წავა ისევ სიტყვიერი "წინსვლები" ვადების იგნორირებით წლობით გაწელვით, მეტი შეგვიძლია და უფრო მეტიცო...მაგრამ რეალური საქმე რომ მუხრუჭობს...ერთმა პროფესიონალმა უცხოელმა რაგბისტმა შეამჩნია და ინგლისში ყოფნისას ,ტივიზე საჯაროდ სთქვა: ქართველებს გამზადებული რაგბისტები უკვე თბილისის ქუჩებში მასიურად ჰყავთო, ,დაიარებიანო ყოველი სახლის და ,სუპერმარკეტის კუთხესთან დგანანო მხარბეჭიანი გენით უკვე სპორტსმენებიო ,ცოტა ავარჯიშე' ცოტა ხელი წაჰკარი და კარგი დონის ბურჯი და ჰუკერი იბრძმედებაო პროფესიონალადო... საქართველოში კი სწრაფი ძლიერი გულიანი Uშიშარი ბიჭები სხვაგანაც ბლომად არიან თუ არა გადამწყვეტად ბლომად, ქვეყნის მასშტაბით,არა მარტო დედაქალაქში... სადაა საბავშო რაგბის აკადემიები ორმოცდაათ ბავშვზე მაინც გათვლით ...სათანადოდ ამღზრდელებით.... ონში მესტიაში თელავში გორში ბათუმში ქუთაისში-ევრო დონის სტრუქტურით ...ორმოცდაათ ორმოცდაათი წელი უნდა ველოდოთ სიტყვიერი ბაქი ბუქიაობით მცირედის მიღწევისას... უკვე 6 ერის კარები უნდა შევანგრიოთო, დროაო....ეს რაგბიზე ვამბობ სადაც უკეთესად გვაქვს საქმე, ვიდრე სხვაგან.... და აქაც უკვე ტკეპნას ვიწყებთ ერთ ადგილზე ვერა და ვერ წინსვლით.....და წინსვლისთვი კი რა უნდა ვაკეთოთ და რა სისწრაფით , ყველამ კარგად უწყის. ...უფულობაში ვართო იტყვიან მთავრობიდან წყებული ....კერლინგის ფედერაციით დამთავრებული ,თუ კი გაგვაჩნია ამგვრი ერთობა,მაგრამ ყველამ კარგადაც ვიცით თუ რა უშლის ხელს ცუდად მოცეკვავეს.....
Londoni
17 ივნისი 2019 10:19
11
Qართულ ენაში ასომთავრულ-ხუცურ-მხედრულშიც სიტყვა თითქმის Aრ ნიშნავს გამარჯვებას მთავარ ეროვნულ ქართველთა ნაკრებს ჯერ მონაგები არ აქვს ერის გუნდებიდან ,არცერთისთვის.ღმერთმა გადმოგვხედოს და ქართულმა ჯიშმა და ჩვენი გმირი წინაპრების უძლევმა სულმა სქოთებთან ტესტ მატჩებით ოგოსტ ში ,დაგვაწყებინოს გამარჯვებებით სვლის დაწყება, ექვს ერში შემავალი ქვეყნების "ბრდღვნით" ეხლა რაც კარაქსა და ყველს შეეხება:New Zeland-Anchor-Barr's Bay Cheddar and Transvaal-Fairview-Blue Pock,La Bery, მაგრამ მათ საუკეთესო ყველ კარაქებს იმერული ჭყინტი ყველი და თუშური ერბო მირჩევნია და რაგბიც სწრაფად უნდა ვისწავლოთ მათგან,გვძალუძს, ბეჯითად და დავჯაბნოთ დასახულ ვადებში ან არადა რატომ ვთამაშობთ, მუდამ სხვათა უკან ჩანჩალისთვის და რომ არ ვიძახოთ ათწლობით , ამ გეიმის გაგებაში არ ვართო ,გრანდებთან შედარებაშიო...
London
17 ივნისი 2019 16:59
0
6 ერის რამდენი ქვეყნაც შეგვხვდა, თითქმის ყველას მოვუგეთ, ალბათ გეძინა.
ლონდონს
17 ივნისი 2019 14:11
3
ყველა გამოხმაურება
წარმატებები ბიჭებს, თავს დებენ ყველა თამაშში და დარწმუნებული ვარ ღირსეულად ითამაშებენ და იმედია ორივე დარჩენილ თამაშს მოიგებენ. სასიხარულო ისაა, რომ შემადგენლობაში დიდი 10-ის გუნდებიდანაა უმეტესობა, და თითქმის ყველა კლუბია წარმოდგენილი. ლოკომოტივიდან არავინაა ე.ი. არ ჰყავთ გამორჩეული ახალგაზრდები და გამოცდილებზე აკეთებენ აქცენტს? მოკლედ ჩვენი რაგბის წინსვლა აშკარაა და ეხლა პატარა ნახტომიც გვჭირდება, ყველა დარწმუნდეს რომ მარტო შერკინება არაა ჩვენი ძლიერი მხარე. პირველ რიგში ქართულ გენში ჩადებული, ღმერთისგან ბოძებული ნიჭი და სულის სიძლიერეა, რომელიც თავდაუზოგავი შრომის შედეგად უმაღლესი შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა. მცირერიცხოვან ქართულ ერს ძალისმიერ სპორტის რამდენ სახეობაში გვყავს მსოფლიოში უძლიერესი ადამიანი.ძალოსნობა, ძიუდო, ჭიდაობა, მკლავჭიდი...და ეს შემთხვევითობა გგონიათ? მაგრამ ამასთან ერთად ბევრი არასასურველიც დაგვანათლა(სიზარმაცე, მეხვალიობა, დღევანდელი ქათამის სინდრომი, სულსწრაფობა და კიდევ ბევრი) რათა მათთან ბრძოლაში გამოვიწრთოთ და თუ ეს შევძელით ჩვენი დამმარცხებელი არავინაა არც სპორტში და არც ცხოვრებაში. შესაძლებელი რომაა ეს ჩვენმა დევკაცებმა უკვე დაამტკიცეს ზემოთ ჩამოთვლილ სახეობებში. მაშ ყველამ ვეცადოთ.
ადმინ არ დამიბლოკო გთხოვ, მაგარი დაბოლილი ვარ და ძლივს შევაკოწიწე.
emigranti
17 ივნისი 2019 01:43
0
ლონდონს და მამუკასაც მოაწევინე და იქნებ ცოტათი მოვიდნენ რაგბის აზრზე. ისე მოწეულში თუ ასე კარგად წერ, შენ სიფხიზლეში რას იზამ! არ გეწყინოს. კაი კაცი ხარ!!!
17 ივნისი 2019 15:10
2
ჩემი მოკრძალებული აზრით ჭიჭინაძე 15 ნომერზე საკმაოდ არასაიმედოა ხშIრად ვერ კეტავს ზონას და დაკოდებულ თუ უბრალოდ მოწინააღმდეგის ფეხით დარტყმულ ბურთებზე აგრესიულად ვერ მიდის სხვა მხრივ კარგი ბიჭია სისწრაფე და ტექნიკა კარგი აქვს კარგი იქნებოდა მისი ხილვა გარემარბად მარჯანიშვილს რო შეუწყვილდეს მე ყოველთვის ვიძახი და დღემდე ასე ვთვლი რო თამაშშებს იგებს კარგი 9, 10, და 15 ნომერი როცა გყავს ცხრა ნომერს კარგი ხელის ტექნიკა და სისწრაფე უნდა ჰქონდეს ათშ ორბის თვალი მოედნის იდეალური ხედვა და ფეხის კარგი ტექნიკა ხოლო თXუტმეტი ნომერი უბრალოდ აგრესიული და თAვდაჯერებული უნდა იყოს გადაწყვეტილებებში გამუდმებით ფეხით არ უნდა თამაშობდეს და არ უნდა უბრუნებდეს მოწინააღმდეგეს ბურთს, ამოტანა და და ხაზზე სწორად გათამაშება ხაზის გაჭღრა ერთ თამაშში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა შეეძლოს. წარმატებები იმედია ხვალ კიდევ ერთხელ გავიხარებთ და ის ხარვეზები რაც წინა თამაშებში იყო მინიმუმამდე იქნება დაყვანილი განსაკუთრებით დერეფანში თამაშში
goga
16 ივნისი 2019 23:26
0
ალანია და აბჟანდაძე რომ ორილაკში და ბრივში არიან უკვე, მარტო მე ვიცი?
ზურა
16 ივნისი 2019 22:55
0
იტალია ტურნირიდან ვერ გავარდება - მასპინძელია შემდეგ მსოფლიოზე. აღმოჩნდა, რომ შოტლანდიას კი არ მოვუგეთ, იმათმა წააგეს თამაში და გაინაღდეს გასვლა. ახლა ან ფიჯი გავარდება ან საქართველო ;)
მამუკა
16 ივნისი 2019 22:54
16
Lოგიკური ვარიანტია გასათვლელია მამუკა საღი აზრი ბევრს გულზე არც ვახატივართ ისეა აწყობილი გავარდნის სისტემა ამ ბონუსებით და ზოგჯერ მოგება წაგების გაუფასურებით,შემდეგში ურთიერთ მხარდაჭერითაც როცა "საჭიროა" მაგალითი სქოთებმა ამდენი ლელო დაუდეს ოლლ ბლექსს " საჭირო" ბონუსის აღებით.ყველაფერი გასათვალისწინებელია ზოგჯერ სუბიექტურ- ფანტასტიური მიზეზის ძებნითაც,და ჩვენ ვუწყობთ ხელს ჩვენი, ვადებში ნელი წინსვლით Bა გაიხსენეთ ეროვნული ნაკრების ძლივს მოგება ნამიბიასთან 17-16 მსაჯის "ჩალიჩით" რომ კინაღამ წაგვაგებინეს,ჯგუფში ვერ დაგვეკავებინა და ეხლაც რას "ჩადიოდა" ოკეანელების ფერის მსაჯი და რომ არ გაეგდოთ ფიჯელი მოთამაშე ათი წუთით არასწორი ბოჭვისთვის ვიდეო გამეორები გამეორებით, მსაჯმა გამოტოვა ეს ბოჭვა არ დდაფიქსირა,როგორ წავიდოდა თამაში FიFთი-FიFთი ალბათობაა საინტერესოა ჩვენ მოვითხოვეთ? AM ბოჭვის ვიდეო გამეორება.მაშინაც ნამიბიასთან და ეხლაც ფიჯისთამ ქართულმა ჯიშმა და ბრძოლის უნარიანობამ იმარჯვა....მაგრამ მთელი თავით წინსვლა მათზე წინწასწრებით გვესაჭიროვება ელითაში მუდამჟამს ყოფნისთვის და მოკლე ვადებშიც...
London
18 ივნისი 2019 08:35
0
წლის ანალიზი :))))
B-52
17 ივნისი 2019 12:41
5
ყველა გამოხმაურება